საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში" - გიგი წერეთელი
"უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში" - გიგი წერეთელი

ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვას სრუ­ლი­ად არა­რე­ა­ლურს გახ­დის, - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი წე­რე­თელ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მისი გან­მარ­ტე­ბით, უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ დის­კუ­სია და­წყე­ბუ­ლია და მისი ამა თუ იმ შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს, შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რი იყოს ახლო მო­მა­ვალ­ში, იმის კვალ­დაკ­ვალ, თუ რო­გორ მძიმ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­რე­მო რეპ­რე­სი­ე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბე­ბით, არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბით, ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნით, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის და მე­დი­ის შე­ზღუდ­ვით, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით, ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტით, პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­თი, პარტნი­ო­რე­ბის მტრე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბის და კი­დევ ბევ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით. ამა­ზე სრუ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია "ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ამ პი­რო­ბებ­შიც კი, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დე­გაც, რაც მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და 2028- წლამ­დე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ცალ­მხრი­ვად შე­ჩე­რე­ბა, ევ­რო­კავ­შირს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია უვი­ზო მი­მოს­ვლის გა­უქ­მე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლის და­სავ­ლურ არ­ჩე­ვანს პა­ტივს სცემს. ეს სან­ქცი­ის სა­ხით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლებს შე­ე­ხო.

თუმ­ცა, ეს შე­იძ­ლე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­კი­თხი იყოს ევ­რო­კავ­შირ­ში. უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ დის­კუ­სია და­წყე­ბუ­ლია და მისი ამა თუ იმ შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. რა­საც ახლა ვხე­დავთ, არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ოპ­ტი­მის­ტუ­რი არა­ფე­რია. რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი- და­ა­შო­როს სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლეთს და არა­რე­ა­ლუ­რი გახ­დეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია, ოც­ნე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ქმე­დე­ბე­ბით სრულ­დე­ბა.

ამა­ზე ხში­რად გვეს­მის კრემ­ლის ჩი­ნოს­ნე­ბის და პრო­პა­გან­დის­ტე­ბის კმა­ყო­ფი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ამ პრო­ცე­სის პატ­რი­ო­ტიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბა მავ­ნებ­ლუ­რი დე­მა­გო­გია და რე­ა­ლო­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მცდე­ლო­ბაა. პატ­რი­ო­ტიზ­მი ვერ იქ­ნე­ბა ვე­რა­ფე­რი, რაც ქვე­ყა­ნას და მის მო­ქა­ლა­ქე­ებს ცხოვ­რე­ბას გა­ურ­თუ­ლებს, უსაფრ­თხო­ე­ბას და ეკო­ნო­მი­კას და­უ­სუს­ტებს, გა­ნათ­ლე­ბის, და­საქ­მე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას შე­უ­ზღუ­დავს.

უვი­ზო მი­მოს­ვლის გა­უქ­მე­ბა, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს­გან მეტ დის­ტან­ცი­რე­ბას ნიშ­ნავს და ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თოა. ამით რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა და მისი გავ­ლე­ნე­ბის კი­დევ უფრო ზრდა გარ­და­უ­ვა­ლია.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­კავ­შირ­მა უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ვა­ნუ­ა­ტუს და გამ­ბი­ის მი­მართ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, მაგ­რამ არა დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნა­წი­ლობ­რივ მოხ­და, როცა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი გა­უქ­მდა. ეს ფაქ­ტიც ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს ვი­თა­რე­ბის სიმ­ძი­მე­ზე.

იმე­დია, ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს (ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებ­საც) ამ პრი­ვი­ლე­გი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­უქ­მებს და მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ნაც­ვლად, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ზა­რალ­დე­ბი­ან, თუმ­ცა, თუ ვი­თა­რე­ბა ჩვენ­თან არ შე­იც­ვა­ლა, უვი­ზო მი­მოს­ვლას­თან ერ­თად სა­ბო­ლო­ოდ და­ი­კარ­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის შან­სი. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა, ხალ­ხთან ერ­თად მხო­ლოდ ნამ­დვი­ლად პრო­და­სავ­ლურ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლე­ბა და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი ბრძო­ლის, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის თავ­და­დე­ბი­სა და ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მის შე­დე­გად“, - აცხა­დებს წე­რე­თე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ავ­რცე­ლებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში" - გიგი წერეთელი

"უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში" - გიგი წერეთელი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას სრულიად არარეალურს გახდის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

  • მისი განმარტებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

"სამწუხაროა, რომ ეს, შესაძლოა რეალური იყოს ახლო მომავალში, იმის კვალდაკვალ, თუ როგორ მძიმდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის გარემო რეპრესიებით, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობებით, არადემოკრატიული კანონებით, ოპონენტების დევნით, სამოქალაქო სექტორის და მედიის შეზღუდვით, მანიპულირებული არჩევნებით, ერთპარტიული პარლამენტით, პოლიტიზებული სასამართლოთი, პარტნიორების მტრებად გამოცხადების და კიდევ ბევრი მახასიათებლით. ამაზე სრულად პასუხისმგებელია "ოცნების“ ხელისუფლება.

ამ პირობებშიც კი, განსაკუთრებით მას შემდეგაც, რაც მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა 2028- წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერება, ევროკავშირს არ გამოუყენებია უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის დასავლურ არჩევანს პატივს სცემს. ეს სანქციის სახით მაღალჩინოსნებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხო.

თუმცა, ეს შეიძლება უახლოეს პერიოდში აქტიური განხილვის და გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში. უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, დამოკიდებულია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რასაც ახლა ვხედავთ, არსებული სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, ოპტიმისტური არაფერია. რუსეთის სტრატეგიული მიზანი- დააშოროს საქართველო დასავლეთს და არარეალური გახდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოცნების მმართველობის ქმედებებით სრულდება.

ამაზე ხშირად გვესმის კრემლის ჩინოსნების და პროპაგანდისტების კმაყოფილი განცხადებები.

ამ პროცესის პატრიოტიზმთან დაკავშირება მავნებლური დემაგოგია და რეალობის დამახინჯების პროპაგანდისტული მცდელობაა. პატრიოტიზმი ვერ იქნება ვერაფერი, რაც ქვეყანას და მის მოქალაქეებს ცხოვრებას გაურთულებს, უსაფრთხოებას და ეკონომიკას დაუსუსტებს, განათლების, დასაქმების, მკურნალობის, განვითარების პერსპექტივას შეუზღუდავს.

უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ცივილიზებული მსოფლიოსგან მეტ დისტანცირებას ნიშნავს და ეს საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის უკიდურესად სახიფათოა. ამით რუსეთთან დაახლოება და მისი გავლენების კიდევ უფრო ზრდა გარდაუვალია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ვანუატუს და გამბიის მიმართ, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არა დემოკრატიის უკუსვლის და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ეს მხოლოდ საქართველოსთვის ნაწილობრივ მოხდა, როცა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდა. ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს ვითარების სიმძიმეზე.

იმედია, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს (ხელისუფლების მომხრეებსაც) ამ პრივილეგიას ჯერჯერობით არ გაუუქმებს და მმართველი რეჟიმის წარმომადგენლების ნაცვლად, რიგითი ადამიანები არ დაზარალდებიან, თუმცა, თუ ვითარება ჩვენთან არ შეიცვალა, უვიზო მიმოსვლასთან ერთად საბოლოოდ დაიკარგება ევროკავშირის წევრობის შანსი. ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევა, ხალხთან ერთად მხოლოდ ნამდვილად პროდასავლურ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას შეეძლება და ეს აუცილებლად მოხდება საზოგადოების მშვიდობიანი ბრძოლის, უამრავი ადამიანის თავდადებისა და ნამდვილი პატრიოტიზმის შედეგად“, - აცხადებს წერეთელი.

აღნიშნულ ინფორმაციას "ევროპული საქართველო“ ავრცელებს.