კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ მზად არის ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს... ეს მოხდება სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში" - რას ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი
"აშშ მზად არის ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს... ეს მოხდება სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში" - რას ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი

აშშ მზად არის, სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ზე რუ­სე­თის კონ­ტრო­ლი აღი­ა­როს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg-ი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მა წერს, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ად აღი­ა­რე­ბა კი­დევ ერთი სიგ­ნა­ლია იმი­სა, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად სურს.

ამას­თან, წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

გა­მო­ცე­მას თეთრ სახ­ლსა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნუ­ცხა­დეს.

ერთ-ერ­თმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის გეგ­მე­ბი უკ­რა­ი­ნას­თან შემ­დგომ გან­ხილ­ვას სა­ჭი­რო­ებს და ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არ არი­ან მზად, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი რუ­სე­თის ნა­წი­ლად აღი­ა­რონ.

ამას­თან, ამე­რი­კელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აზრი არ ექ­ნე­ბა, თუ რუ­სე­თი ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბას არ და­თან­ხმდე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე Bloomberg-მა ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ ხუთ­შა­ბათს პა­რიზ­ში, აშშ-მა მო­კავ­ში­რე­ებს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად წი­ნა­და­დე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლე­ბიც ხან­გრძლი­ვი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­სა და ნატო-ში უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე უა­რის თქმას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აშშ მზად არის ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს... ეს მოხდება სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში" - რას ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი

"აშშ მზად არის ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს... ეს მოხდება სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში" - რას ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი

აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად სურს.

ამასთან, წყაროების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გამოცემას თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის გეგმები უკრაინასთან შემდგომ განხილვას საჭიროებს და ევროპელი მოკავშირეები არ არიან მზად, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად აღიარონ.

ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ რუსეთი ბრძოლის დასრულებას არ დათანხმდება.

ცნობისთვის, მანამდე Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს პარიზში, აშშ-მა მოკავშირეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წინადადებები წარუდგინა, რომლებიც ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.