მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულის შემძვრელი კადრები: პალესტინელი ბიჭი, უკრაინელი გოგო, "მიწა, რომელიც ქალებს არ ეკუთვნით" და სხვ. - World Press Photo-ს 2024 წლის საუკეთესო ფოტოები
სულის შემძვრელი კადრები: პალესტინელი ბიჭი, უკრაინელი გოგო, "მიწა, რომელიც ქალებს არ ეკუთვნით" და სხვ. - World Press Photo-ს 2024 წლის საუკეთესო ფოტოები

ღა­ზის სექ­ტო­რი­დან უხე­ლო პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბი­ჭის ფოტო World Press Photo-ს ვერ­სი­ით წლის სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოდ აღი­ა­რეს. ცხრა წლის მაჰ­მუდ აჯუ­რიმ ორი­ვე ხელი და­კარ­გა 2024 წლის მარ­ტში ღა­ზა­ზე ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად.

  • ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია პა­ლეს­ტი­ნე­ლი ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტის, სა­მარ აბუ ელუ­ფის მიერ New York Times-ის­თვის.

ფი­ნალ­ში, ამ ფო­ტოს გარ­და, კი­დევ ორი სუ­რა­თი გა­ვი­და.

  • ესე­ნია ჯონ მუ­რის "ღა­მის გა­დას­ვლა“, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია სა­ა­გენ­ტო Getty Images-თვის, და მუ­სუკ ნოლ­ტეს "გვალ­ვა ამა­ზო­ნი­ა­ში".

"ღა­მის გა­დას­ვლა“ გვიჩ­ვე­ნებს სა­ზღვარ­ზე ცხოვ­რე­ბის რთულ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ხში­რად იკარ­გე­ბა პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა.

ფო­ტო­ზე "გვალ­ვა ამა­ზო­ნი­ა­ში“ ახალ­გაზ­რდა კაცს, დე­დის­თვის საკ­ვე­ბი მი­აქვს სო­ფელ მა­ნა­კა­პუ­რუ­ში - ადრე იქ ნა­ვით მის­ვლა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ გვალ­ვის გამო გზის გავ­ლა ფე­ხით უწევს, გამ­ხმა­რი მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ზე.

პლა­ნე­ტის უდი­დე­სი ტრო­პი­კუ­ლი ტყის გა­მომშრა­ლი, თით­ქმის უდაბ­ნო მი­წის ხედი ხაზს უს­ვამს მიმ­დი­ნა­რე ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის და რე­გი­ონ­ში მზარ­დი წყლის კრი­ზი­სის მას­შტა­ბებს.

2025 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შე­ირჩნენ 59 320 ფო­ტო­დან, რო­მე­ლიც 141 ქვეყ­ნის 3 778 ფო­ტოგ­რაფ­მა გაგ­ზავ­ნა.

  • აფ­რი­კა, ტა­მა­ლე სა­ფა­ლუ. ფოტო: მა­რინ ფი­დე­რი

უგან­და, ტა­მა­ლე სა­ფა­ლუ ვარ­ჯი­შობს თა­ვის სახ­ლთან კამ­პა­ლა­ში. მან მარ­ჯვე­ნა ფეხი ავა­რი­ა­ში და­კარ­გა, მაგ­რამ გახ­და უგან­დის პირ­ვე­ლი ბო­დი­ბილ­დე­რი, რო­მე­ლიც შე­ჯიბ­რე­ბა­ზე არა­ინ­ვა­ლიდ სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და.

  • აფ­რი­კა, "ლი­ვინგსტო­ნის სპი­ლო­ე­ბის მომ­თვი­ნი­ე­რებ­ლე­ბი“. ფოტო: ტომი ტრენ­ჩარ­დი, Panos Pictures, NPR-ის­თვის

2024 წელს ლი­ვინგსტონ­ში (ზამ­ბია) სპი­ლო­ებ­მა სულ მცი­რე 11 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. ცხო­ვე­ლებ­სა და ადა­მი­ა­ნებს შო­რის გახ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­ზე­ზე­ბია: გვალ­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბის მზარ­დი და­სახ­ლე­ბე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფი მუ­შა­ობს რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის, ისე გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის და­სა­ცა­ვად.

  • აფ­რი­კა, "ქა­ლის სხე­უ­ლი, რო­გორც ბრძო­ლის ველი“. ფოტო: ჩინ­ცია კა­ნე­რი, ასო­ცი­ა­ცია "კა­მილ ლე­პა­ჟი“

2017 წელს იტა­ლი­ელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა ჩინ­ცია კა­ნე­რიმ და­ი­წყო ერიტ­რე­ე­ლი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­და­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმს გა­ურ­ბოდ­ნენ.

მისი გმი­რე­ბი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი არი­ან, მათ შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის. 23 წლის ზა­ი­დი (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია), რო­მე­ლიც ამ ფო­ტო­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი, ამ­ჰა­რას რე­გი­ონ­ში, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. რო­დე­საც ის ოჯახ­თან ერ­თად ეთი­ო­პი­ის დე­და­ქა­ლაქ ადის-აბე­ბა­ში ჩას­ვლას ცდი­ლობ­და, მას და მის დას ამ­ჰა­რა­ელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ეს­რო­ლეს და დაჭ­რეს.

  • აზია, "კო­რე­უ­ლი შვი­ლად აყ­ვა­ნის აფი­ო­რა“. ფოტო: ჯეი ს. ჰონ­გი, Associated Press-ის­თვის

1950-იანი წლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 კო­რე­ე­ლი ბავ­შვი იქნა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. Associated Press-ის გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა შვი­ლად აყ­ვა­ნის დო­კუ­მენ­ტებ­ში მას­შტა­ბუ­რი გა­ყალ­ბე­ბე­ბი, რის გა­მოც ბევ­რი ნაშ­ვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­და ცრუ ან არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. სა­ზღვარ­გა­რეთ გაჰ­ყავ­დათ ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლებ­საც მშობ­ლე­ბი ცო­ცხა­ლი ჰყავ­დათ.

ნი­კოლ­მა, ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხულ­მა ქალ­მა, 40 წლის შემ­დეგ იპო­ვა თა­ვი­სი მამა.

  • აზია, "კონ­ფლიქ­ტი“. ფოტო: იე აუნგ ტუ

მი­ან­მარ­ში (ყო­ფი­ლი ბირ­მა) სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დრო­ი­დან, უკვე ათწლე­უ­ლე­ბია გრძელ­დე­ბა. იე აუნგ ტუმ, რო­მელ­მაც ექ­ვსი წლის ასაკ­ში 1988 წლის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იხი­ლა, 2021 წელს ის­ტო­რი­ის გა­მე­ო­რე­ბა ნახა. მას შემ­დეგ ის მოგ­ზა­უ­რობს ქვე­ყა­ნა­ში და იღებს ამ­ბო­ხე­ბულ­თა ჯგუ­ფე­ბის ქმე­დე­ბებს.

  • აზია, "ტე ურე­ვე­რა - ტუ­ჰო­ეს ხალ­ხის ცო­ცხა­ლი წი­ნა­პა­რი“. ფოტო: ტა­ტი­ა­ნა ჩიპ­სა­ნა­ვა, პუ­ლი­ცე­რის ცენ­ტრი, New Zealand Geographic.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ტე ურე­ვე­რას რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ნგაი ტუ­ჰო­ეს ხალ­ხი დიდი ხა­ნია ინარ­ჩუ­ნებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ტა­ტი­ა­ნამ გა­და­ი­ღო რე­გი­ო­ნი, სა­დაც ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

  • ევ­რო­პა, "თხრი­ლებს მიღ­მა“. ფოტო: ფლო­რი­ან ბახ­მა­ი­ე­რი

ფო­ტო­ზე ექ­ვსი წლის ან­გე­ლი­ნაა. ის პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბით იტან­ჯე­ბა. რუ­სუ­ლი არ­მი­ის მიერ ხარ­კო­ვის ოლ­ქის ოკუ­პა­ცი­ის გამო, გო­გო­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი კუ­პი­ანსკის მახ­ლობ­ლად და გა­და­სუ­ლი­ყო ბე­ბია ლა­რი­სას­თან ბორშჩივ­კა­ში, რო­მე­ლიც კუ­პი­ანსკი­დან 95 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. მისი დედა ხარ­კოვ­ში დარ­ჩა სა­მუ­შა­ოდ.

  • ევ­რო­პა, "მა­რია“. ფოტო: მა­რია აბ­რან­ჩე­სი

ანა მა­რია ჟე­რე­მი­ა­ში 40 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და მომ­ვლე­ლად და დი­ა­სახ­ლი­სად პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში - მისი ის­ტო­რია ასა­ხავს მრა­ვა­ლი ქა­ლის ბედს.

ცხრა წლის ასაკ­ში ის ან­გო­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის და­პი­რე­ბით (და­პი­რე­ბა არ შეს­რულ­და). მას შემ­დეგ ის მნიშ­ვნე­ლო­ვან, მაგ­რამ ხში­რად შე­უმ­ჩნე­ველ როლს ას­რუ­ლებს იმ ოჯა­ხე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და.

  • ევ­რო­პა, "სახ­ლში კვამ­ლის სუნი დგას“. ფოტო: ალე­ნა კარ­და­ში, DOCKS Collective, ჟურ­ნალ Stern-ის­თვის

კარ­და­ში რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია, ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ის ცდი­ლობს აღ­ბეჭ­დოს, თუ რო­გორ ცვლის ომი ადა­მი­ა­ნე­ბის ბედს, ამავდრო­უ­ლად ინარ­ჩუ­ნებს იმედს, რომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღრმა გან­ხეთ­ქი­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი.

  • ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კა, "დო­ნალდ ტრამპზე თავ­დას­ხმა“. ფოტო: ჯა­ბინ ბოტსფორ­დი, Washington Post-ის­თვის

დო­ნალდ ტრამპზე თავ­დას­ხმა 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი გახ­და, რაც გრძელ­ვა­დი­ან შე­დე­გებს მო­ი­ტანს აშშ-ის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის.

რო­დე­საც ტრამ­პი სცე­ნი­დან გაჰ­ყავ­დათ სრო­ლის შემ­დეგ, ის ყვი­რო­და: "ბრძო­ლა, ბრძო­ლა, ბრძო­ლა!“ თავ­დას­ხმი­დან რამ­დე­ნი­მე წამ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გვიჩ­ვე­ნებს პო­ლი­ტი­კო­სის ცხოვ­რე­ბის იშ­ვი­ათ მო­მენტს.

  • ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კა, "სიკ­ვდი­ლის ად­გი­ლი“. ფოტო: ოლი­ვერ ფარ­ში

ფარ­შის ფო­ტო­ე­ბის სე­რია ეძღვნე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბას. ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია ვა­შინგტო­ნის შტა­ტის წყნარ სა­ცხოვ­რე­ბელ რა­ი­ონ­ში. ამ სახ­ლში სა­სიკ­ვდი­ლო სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­ტა­რონ თა­ვი­ან­თი ბოლო სა­ა­თე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში და მოკ­ვდნენ ღირ­სე­უ­ლად და მხარ­და­ჭე­რის შეგ­რძნე­ბით.

  • ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კა, "ცხოვ­რე­ბა და სიკ­ვდი­ლი ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე“. ფოტო: კარ­ლოს ბარ­ე­რა, El Faro, NPR-ის­თვის

2022 წელს სალ­ვა­დორ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და ქუ­ჩის და­ნა­შა­ულ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. 2025 წლის მარ­ტის­თვის ის უკვე 35-ჯერ გაგ­რძელ­და. შე­ი­ზღუ­და ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა. ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ცი­ხე­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ბარ­ე­რას პრო­ექ­ტი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად ის­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ რეპ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მსხვერ­პლნი გახ­დნენ.

  • სამ­ხრეთ ამე­რი­კა, "თვითმფრი­ნა­ვი დატ­ბო­რილ ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე“. ფოტო: ან­სელ­მო კუნი, Agence France-Presse

2024 წლის აპ­რი­ლი­დან ივ­ნი­სამ­დე ბრა­ზი­ლი­ის რიუ-გრან­დი-დუ-სუ­ლის შტატ­ში რე­კორ­დუ­ლი ნა­ლე­ქი მო­ვი­და, რა­მაც რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • სამ­ხრეთ ამე­რი­კა, Jaidë. ფოტო: სან­ტი­ა­გო მესა

კო­ლუმ­ბი­ის მომ­თა­ბა­რე ძი­რძვე­ლი ხალ­ხი ემ­ბე­რა დო­ბი­და ბო­გო­ტა­ში გა­და­სახ­ლდა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. თუმ­ცა, დე­და­ქა­ლაქ­ში ისი­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­ას აწყდე­ბი­ან. თემ­ში თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის რი­ცხვი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და - 2024 წლის­თვის ეს რი­ცხვი 67 თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე და 400-ზე მეტ მცდე­ლო­ბამ­დე ავი­და.

პრო­ექ­ტი მოგ­ვი­თხრობს ემ­ბე­რა ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც კრი­ზი­სის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდნენ.

  • სამ­ხრეთ ამე­რი­კა, "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი იმე­დის ბი­ლი­კე­ბი“. ფოტო: ფე­დე­რი­კო რი­ო­სი

პრო­ექ­ტი მოგ­ვი­თხრობს მიგ­რან­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც კვე­თენ და­რი­ენს - და­ახ­ლო­ე­ბით 100 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძის გა­უ­ვალ ჯუნ­გლებს კო­ლუმ­ბი­ა­სა და პა­ნა­მას შო­რის. ეს გზა სავ­სეა საფრ­თხე­ე­ბით: ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბი, რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი და მა­ღა­ლი კრი­მი­ნა­ლი.

  • და­სავ­ლე­თი, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ აზია, "დრო­ნე­ბის თავ­დას­ხმა ბე­ი­რუთ­ში“. ფოტო: მუ­რატ სენ­გი­უ­ლი, Anadolu Agency

ღა­ზა­ში კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გახ­შირ­და სრო­ლე­ბი ის­რა­ელ­სა და ლი­ბან­ში ბა­ზი­რე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰეზ­ბო­ლას“ შო­რის. 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მკვეთ­რად გამ­წვავ­და.

  • და­სავ­ლე­თი, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ აზია, "მიწა, რო­მე­ლიც ქა­ლებს არ ეკუთ­ვნით“. ფოტო: კი­ა­ნა ჰა­ი­ე­რი, Carmignac-ის ფონ­დი

ავ­ღა­ნეთ­ში თა­ლი­ბე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მათ 12 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის გო­გო­ნებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა აუკ­რძა­ლეს. ქა­ლე­ბის­თვის ვა­კან­სი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­უწ­ვდო­მე­ლია, ხოლო ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სახ­ლი­დან გას­ვლა მა­მა­კა­ცის გა­რე­შე ან და­უ­ფა­რა­ვი სა­ხით. სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც ქა­ლე­ბი ადრე თა­ვი­სუფ­ლად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ახლა მი­უწ­ვდო­მე­ლია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბის მშვი­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გრძელ­დე­ბა.

  • და­სავ­ლე­თი, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ აზია, "ტყვი­ებს სა­ზღვრე­ბი არ აქვთ“. ფოტო: იბ­რა­ჰიმ ალი­პუ­რი

კოლ­ბა­რე­ბი უკა­ნო­ნო სა­სა­ზღვრო ვაჭ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი ვაჭ­რო­ბენ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კით, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­თა და ტან­საც­მლით, და სა­ქო­ნე­ლი ზურ­გით გა­და­აქვთ მთის ბი­ლი­კე­ბით ერა­ყი­დან და თურ­ქე­თი­დან ირა­ნის ქურ­თის­ტან­ში.

ქურ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ამ რე­გი­ონ­ში მა­სობ­რი­ვი უმუ­შევ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი ხდე­ბა კოლ­ბა­რი და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ცდი­ლობს ლუკ­მა-პუ­რის შოვ­ნას.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

სულის შემძვრელი კადრები: პალესტინელი ბიჭი, უკრაინელი გოგო, "მიწა, რომელიც ქალებს არ ეკუთვნით" და სხვ. - World Press Photo-ს 2024 წლის საუკეთესო ფოტოები

სულის შემძვრელი კადრები: პალესტინელი ბიჭი, უკრაინელი გოგო, "მიწა, რომელიც ქალებს არ ეკუთვნით" და სხვ. - World Press Photo-ს 2024 წლის საუკეთესო ფოტოები

ღაზის სექტორიდან უხელო პალესტინელი ბიჭის ფოტო World Press Photo-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფოტოდ აღიარეს. ცხრა წლის მაჰმუდ აჯურიმ ორივე ხელი დაკარგა 2024 წლის მარტში ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

  • ფოტო გადაღებულია პალესტინელი ფოტოჟურნალისტის, სამარ აბუ ელუფის მიერ New York Times-ისთვის.

ფინალში, ამ ფოტოს გარდა, კიდევ ორი სურათი გავიდა.

  • ესენია ჯონ მურის "ღამის გადასვლა“, რომელიც გადაღებულია სააგენტო Getty Images-თვის, და მუსუკ ნოლტეს "გვალვა ამაზონიაში".

"ღამის გადასვლა“ გვიჩვენებს საზღვარზე ცხოვრების რთულ რეალობას, რომელიც ხშირად იკარგება პოლიტიკურ დებატებში, სადაც ჩვეულებრივ წარმოდგენილია საპირისპირო მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა ხდება.

ფოტოზე "გვალვა ამაზონიაში“ ახალგაზრდა კაცს, დედისთვის საკვები მიაქვს სოფელ მანაკაპურუში - ადრე იქ ნავით მისვლა შეიძლებოდა, მაგრამ გვალვის გამო გზის გავლა ფეხით უწევს, გამხმარი მდინარის კალაპოტზე.

პლანეტის უდიდესი ტროპიკული ტყის გამომშრალი, თითქმის უდაბნო მიწის ხედი ხაზს უსვამს მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის და რეგიონში მზარდი წყლის კრიზისის მასშტაბებს.

2025 წლის გამარჯვებულები შეირჩნენ 59 320 ფოტოდან, რომელიც 141 ქვეყნის 3 778 ფოტოგრაფმა გაგზავნა.

  • აფრიკა, ტამალე საფალუ. ფოტო: მარინ ფიდერი

უგანდა, ტამალე საფალუ ვარჯიშობს თავის სახლთან კამპალაში. მან მარჯვენა ფეხი ავარიაში დაკარგა, მაგრამ გახდა უგანდის პირველი ბოდიბილდერი, რომელიც შეჯიბრებაზე არაინვალიდ სპორტსმენებთან ერთად გამოვიდა.

  • აფრიკა, "ლივინგსტონის სპილოების მომთვინიერებლები“. ფოტო: ტომი ტრენჩარდი, Panos Pictures, NPR-ისთვის

2024 წელს ლივინგსტონში (ზამბია) სპილოებმა სულ მცირე 11 ადამიანი მოკლეს. ცხოველებსა და ადამიანებს შორის გახშირებული კონფლიქტების მიზეზებია: გვალვა და ადამიანების მზარდი დასახლებები.

ადგილობრივი მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს როგორც ადამიანების, ისე გარეული ცხოველების დასაცავად.

  • აფრიკა, "ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი“. ფოტო: ჩინცია კანერი, ასოციაცია "კამილ ლეპაჟი“

2017 წელს იტალიელმა ფოტოგრაფმა ჩინცია კანერიმ დაიწყო ერიტრეელი ქალების ცხოვრების გადაღება, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმს გაურბოდნენ.

მისი გმირები ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან, მათ შორის სექსუალური ძალადობის. 23 წლის ზაიდი (სახელი შეცვლილია), რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული, ამჰარას რეგიონში, ლტოლვილთა ბანაკში გააუპატიურეს. როდესაც ის ოჯახთან ერთად ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ჩასვლას ცდილობდა, მას და მის დას ამჰარაელმა ჯარისკაცებმა ესროლეს და დაჭრეს.

  • აზია, "კორეული შვილად აყვანის აფიორა“. ფოტო: ჯეი ს. ჰონგი, Associated Press-ისთვის

1950-იანი წლებიდან დაახლოებით 200 000 კორეელი ბავშვი იქნა გაშვილებული შეერთებულ შტატებში. Associated Press-ის გამოძიებამ გამოავლინა შვილად აყვანის დოკუმენტებში მასშტაბური გაყალბებები, რის გამოც ბევრი ნაშვილები გაიზარდა ცრუ ან არასრული ინფორმაციით საკუთარი წარსულის შესახებ. საზღვარგარეთ გაჰყავდათ ის ბავშვებიც, რომლებსაც მშობლები ცოცხალი ჰყავდათ.

ნიკოლმა, ფოტოზე გამოსახულმა ქალმა, 40 წლის შემდეგ იპოვა თავისი მამა.

  • აზია, "კონფლიქტი“. ფოტო: იე აუნგ ტუ

მიანმარში (ყოფილი ბირმა) სამხედრო კონფლიქტები ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, უკვე ათწლეულებია გრძელდება. იე აუნგ ტუმ, რომელმაც ექვსი წლის ასაკში 1988 წლის სამხედრო გადატრიალება იხილა, 2021 წელს ისტორიის გამეორება ნახა. მას შემდეგ ის მოგზაურობს ქვეყანაში და იღებს ამბოხებულთა ჯგუფების ქმედებებს.

  • აზია, "ტე ურევერა - ტუჰოეს ხალხის ცოცხალი წინაპარი“. ფოტო: ტატიანა ჩიპსანავა, პულიცერის ცენტრი, New Zealand Geographic.

ახალი ზელანდიის ტე ურევერას რეგიონში მცხოვრები ნგაი ტუჰოეს ხალხი დიდი ხანია ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. ტატიანამ გადაიღო რეგიონი, სადაც ტრადიციები შენარჩუნებულია.

  • ევროპა, "თხრილებს მიღმა“. ფოტო: ფლორიან ბახმაიერი

ფოტოზე ექვსი წლის ანგელინაა. ის პანიკური შეტევებით იტანჯება. რუსული არმიის მიერ ხარკოვის ოლქის ოკუპაციის გამო, გოგონა იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური სოფელი კუპიანსკის მახლობლად და გადასულიყო ბებია ლარისასთან ბორშჩივკაში, რომელიც კუპიანსკიდან 95 კილომეტრში მდებარეობს. მისი დედა ხარკოვში დარჩა სამუშაოდ.

  • ევროპა, "მარია“. ფოტო: მარია აბრანჩესი

ანა მარია ჟერემიაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა მომვლელად და დიასახლისად პორტუგალიაში - მისი ისტორია ასახავს მრავალი ქალის ბედს.

ცხრა წლის ასაკში ის ანგოლიდან გაიყვანეს განათლების მიღების დაპირებით (დაპირება არ შესრულდა). მას შემდეგ ის მნიშვნელოვან, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველ როლს ასრულებს იმ ოჯახების ცხოვრებაში, სადაც მუშაობდა.

  • ევროპა, "სახლში კვამლის სუნი დგას“. ფოტო: ალენა კარდაში, DOCKS Collective, ჟურნალ Stern-ისთვის

კარდაში რუსეთში დაბადებული ფოტოგრაფია, ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული, ის ცდილობს აღბეჭდოს, თუ როგორ ცვლის ომი ადამიანების ბედს, ამავდროულად ინარჩუნებს იმედს, რომ ადამიანებს შორის კავშირი შეიძლება გადარჩეს საზოგადოების ღრმა განხეთქილების პირობებშიც კი.

  • ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, "დონალდ ტრამპზე თავდასხმა“. ფოტო: ჯაბინ ბოტსფორდი, Washington Post-ისთვის

დონალდ ტრამპზე თავდასხმა 2024 წლის საარჩევნო კამპანიის გარდამტეხი მომენტი გახდა, რაც გრძელვადიან შედეგებს მოიტანს აშშ-ის პოლიტიკური მომავლისთვის.

როდესაც ტრამპი სცენიდან გაჰყავდათ სროლის შემდეგ, ის ყვიროდა: "ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა!“ თავდასხმიდან რამდენიმე წამში გადაღებული ფოტო გვიჩვენებს პოლიტიკოსის ცხოვრების იშვიათ მომენტს.

  • ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, "სიკვდილის ადგილი“. ფოტო: ოლივერ ფარში

ფარშის ფოტოების სერია ეძღვნება ნებაყოფლობით სიცოცხლის დასრულებას. ეს ფოტო გადაღებულია ვაშინგტონის შტატის წყნარ საცხოვრებელ რაიონში. ამ სახლში სასიკვდილო სენით დაავადებულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაატარონ თავიანთი ბოლო საათები ახლობლების გარემოცვაში და მოკვდნენ ღირსეულად და მხარდაჭერის შეგრძნებით.

  • ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, "ცხოვრება და სიკვდილი ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების გარეშე“. ფოტო: კარლოს ბარერა, El Faro, NPR-ისთვის

2022 წელს სალვადორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქუჩის დანაშაულთან საბრძოლველად. 2025 წლის მარტისთვის ის უკვე 35-ჯერ გაგრძელდა. შეიზღუდა ძირითადი უფლებები, როგორიცაა შეკრების თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ქვეყანაში მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს, ციხეები გადატვირთულია. ბარერას პროექტი ყურადღებას ამახვილებს იმ ადამიანების პირად ისტორიებზე, რომლებიც ამ რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ.

  • სამხრეთ ამერიკა, "თვითმფრინავი დატბორილ ასაფრენ ბილიკზე“. ფოტო: ანსელმო კუნი, Agence France-Presse

2024 წლის აპრილიდან ივნისამდე ბრაზილიის რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატში რეკორდული ნალექი მოვიდა, რამაც რეგიონის ისტორიაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.

  • სამხრეთ ამერიკა, Jaidë. ფოტო: სანტიაგო მესა

კოლუმბიის მომთაბარე ძირძველი ხალხი ემბერა დობიდა ბოგოტაში გადასახლდა გასამხედროებული დაჯგუფებების ძალადობისგან თავის დასაღწევად. თუმცა, დედაქალაქში ისინი დისკრიმინაციას აწყდებიან. თემში თვითმკვლელობების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა - 2024 წლისთვის ეს რიცხვი 67 თვითმკვლელობამდე და 400-ზე მეტ მცდელობამდე ავიდა.

პროექტი მოგვითხრობს ემბერა ქალების ცხოვრებაზე, რომლებიც კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ.

  • სამხრეთ ამერიკა, "სასოწარკვეთილი იმედის ბილიკები“. ფოტო: ფედერიკო რიოსი

პროექტი მოგვითხრობს მიგრანტებზე, რომლებიც კვეთენ დარიენს - დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძის გაუვალ ჯუნგლებს კოლუმბიასა და პანამას შორის. ეს გზა სავსეა საფრთხეებით: ადიდებული მდინარეები, რთული რელიეფი და მაღალი კრიმინალი.

  • დასავლეთი, ცენტრალური და სამხრეთ აზია, "დრონების თავდასხმა ბეირუთში“. ფოტო: მურატ სენგიული, Anadolu Agency

ღაზაში კონფლიქტის დაწყებისთანავე გახშირდა სროლები ისრაელსა და ლიბანში ბაზირებულ დაჯგუფება "ჰეზბოლას“ შორის. 2024 წლის სექტემბერში საბრძოლო მოქმედებები მკვეთრად გამწვავდა.

  • დასავლეთი, ცენტრალური და სამხრეთ აზია, "მიწა, რომელიც ქალებს არ ეკუთვნით“. ფოტო: კიანა ჰაიერი, Carmignac-ის ფონდი

ავღანეთში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ 12 წელზე უფროსი ასაკის გოგონებს განათლების მიღება აუკრძალეს. ქალებისთვის ვაკანსიების უმეტესობა მიუწვდომელია, ხოლო ზოგიერთ რეგიონში ქალებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა მამაკაცის გარეშე ან დაუფარავი სახით. სივრცეები, სადაც ქალები ადრე თავისუფლად იკრიბებოდნენ, ახლა მიუწვდომელია. ამის მიუხედავად, ავღანელი ქალების მშვიდი წინააღმდეგობა გრძელდება.

  • დასავლეთი, ცენტრალური და სამხრეთ აზია, "ტყვიებს საზღვრები არ აქვთ“. ფოტო: იბრაჰიმ ალიპური

კოლბარები უკანონო სასაზღვრო ვაჭრები არიან. ისინი ვაჭრობენ საყოფაცხოვრებო ტექნიკით, მობილური ტელეფონებითა და ტანსაცმლით, და საქონელი ზურგით გადააქვთ მთის ბილიკებით ერაყიდან და თურქეთიდან ირანის ქურთისტანში.

ქურთული მოსახლეობის ათწლეულების განმავლობაში მარგინალიზაციამ რეგიონში მასობრივი უმუშევრობა გამოიწვია. ბევრი ხდება კოლბარი და სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ლუკმა-პურის შოვნას.

წყარო