კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პროკურორი ნიკა გვარამიას შესახებ
"არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პროკურორი ნიკა გვარამიას შესახებ

არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე თა­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან და ხა­სი­ა­თი­დან, ვი­ნა­ი­დან, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და და­ნა­შა­უ­ლის გან­ზრახ ჩა­დე­ნას, - ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მა­რი­ამ მეშ­ვე­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მეშ­ვე­ლი­ა­ნის თქმით, გვა­რა­მი­ამ, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­შიც ჩა­ი­დი­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი გან­ზრახ­ვის და­ნა­შა­უ­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კა მე­ტყვე­ლებს კი­დევ ერთ საფრ­თხე­ზე, რაც გვა­რა­მი­ას­გან მომ­დი­ნა­რე­ობს.

“ბრალ­დე­ბის მხა­რე თი­თო­ე­უ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სა­ზღვრავს გი­რა­ოს ოდე­ნო­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ნიკა გვა­რა­მი­ას ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მის მი­მართ მო­თხოვ­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო გი­რაო 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სხდო­მა­ზე ვსა­უბ­რობთ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით და იმ საფრ­თხე­ებ­ზე, რაც არ­სე­ბობს. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­შიც, სა­სა­მარ­თლო­მაც ჩათ­ვა­ლა, რომ არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე თა­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან და ხა­სი­ა­თი­დან, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და და­ნა­შა­უ­ლის გან­ზრახ ჩა­დე­ნას.

ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­შიც ჩა­ი­დი­ნოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რა­ი­მე ქმე­დე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი გან­ზრახ­ვის და­ნა­შა­უ­ლი, ვი­ნა­ი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კა მე­ტყვე­ლებს სწო­რედ იმ მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ზე, რაც მო­დის ბრალ­დე­ბუ­ლის­გან”, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პროკურორი ნიკა გვარამიას შესახებ

"არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პროკურორი ნიკა გვარამიას შესახებ

არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა მარიამ მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მეშველიანის თქმით, გვარამიამ, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს ნებისმიერი განზრახვის დანაშაული.

მისი განმარტებით, დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს კიდევ ერთ საფრთხეზე, რაც გვარამიასგან მომდინარეობს.

“ბრალდების მხარე თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს გირაოს ოდენობას. ამ შემთხვევაშიც, ნიკა გვარამიას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოთხოვნილი ყოფილიყო გირაო 30 000 ლარის ოდენობით.

აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ვსაუბრობთ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლომაც ჩათვალა, რომ არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას.

ახალი დანაშაულის ჩადენაში იგულისხმება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე ქმედება, ნებისმიერი განზრახვის დანაშაული, ვინაიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს სწორედ იმ მომდინარე საფრთხეზე, რაც მოდის ბრალდებულისგან”, - განაცხადა პროკურორმა.