დიანა ნანუაშვილი ერთადერთი ქართველი ლიცენზირებული პროფესიონალი გიდია გაერთიანებულ არაბთა ემირატებში, ასევე ტურების ორგანიზატორი და ტურისტული კომპანიის DianaHolidays-ის დამფუძნებელი დუბაიში, მსოფლიო გიდების ფედერაციის წევრი და საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი. როგორც თავად აღნიშნავს, ემირატებში ტურების ორგანიზება მისთვის უბრალოდ პროფესია არაა, ეს მისი გატაცება და ცხოვრების სტილია.
დიანა ნანუაშვილი უკვე წლებია დუბაიში ცხოვრობს და მუშაობს. პროფესიული გზა დაიწყო საქართველოში, სადაც გიდების ასოციაციისა და მსოფლიო გიდების ფედერაციის წევრი იყო. საქმიანობა დუბაიში გააგრძელა, რასაც საკუთარი ტურისტული კომპანიის – Diana Holidays-ის დაფუძნება მოჰყვა. კომპანია უნიკალურ ტურებს სთავაზობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოგზაურებს.
მისთვის ქართველი ტურისტები განსაკუთრებულები არიან. როგორც თავად გვიამბობს, ისინი ოჯახის წევრებივით არიან და სწორედ ამიტომ ცდილობს, მათთვის შექმნას გამორჩეული ურთიერთობა, თბილი გარემო და ღირებული მოგზაურობა. თანამშრომლობს როგორც ქართულ კომპანიებთან, ასევე აკეთებს ინდივიდუალურ ტურებსა და შეკვეთებს.
უფრო მეტს კომპანია Diana Holidays-სა და მისი შეთავაზებების შესახებ თავად დიანა ნანუაშვილი გვიამბობს:
· რით არის გამორჩეული თქვენი ტურები ემირატებში?
ჩემთვის ტურები მხოლოდ დასათვალიერებელი ადგილები არაა — ეს არის ემოციების გაზიარება და ქალაქის სულის გადმოცემა, სადაც ტრადიციები და თანამედროვე სიცოცხლე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ყოველთვის ვცდილობ, რომ თითოეული ტური იყოს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ გულწრფელი, მეგობრული და სითბოთი სავსე. დუბაი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ეს არის ცხოვრების სტილი - და ჩემი სტუმრებისთვის ზუსტად ამის გადმოცემა არის ყველაზე მთავარი ჩემს ტურებში.
დილით, ჩემი ოჯახის წევრებიც კი ხვდებიან ხოლმე, როდის ვემზადები ტურზე წასასვლელად, რადგან ისეთ განწყობაზე ვარ, თითქოს ვიღაცის დაბადების დღეზე მივდივარ, ან ახლობელ ადამიანს უნდა ვესტუმრო. ეს იმიტომ ხდება, რომ თითოეული ტურისტი ჩემთვის განსაკუთრებულია და მათთან შეხვედრა ყოველთვის ახალი ემოციებითაა სავსე.
მიუხედავად იმისა, რომ ვარ Diana Holidays-ის დამფუძნებელი და ტურების ორგანიზატორი, ყველაზე მეტად მაინც გიდის სტატუსით ვამაყობ — რადგან სწორედ გიდობით დაიწყო ჩემი პროფესიული გზა საქართველოში და დღესაც წარმატებით ვუთავსებ გიდობასა და ორგანიზატორობას.
მჯერა, რომ როგორ იდეალურად ორგანიზებულიც არ უნდა იყოს ტური, ცნობილი კომპანიის მიერ ან მაღალი დონის ორგანიზატორის ან გამყოლის თანხლებით საბოლოო შთაბეჭდილებას და გამოცდილებას თავად გიდი ქმნის. გიდი ის ადამიანია, ვინც მოგზაურობას ემოციას, სიღრმესა და ხასიათს სძენს. სწორედ ამიტომ არის ეს პროფესია ფასდაუდებელი.
· რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტისთვის კომფორტი ტურის დროს?
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ტურისტს კომფორტული გარემო შევუქმნა როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, რათა მან მშვიდად და ჰარმონიულად გაატაროს დაგეგმილი დღეები. ვიცი, რომ ადგილები, რომელსაც ვსტუმრობთ, ჩემთვის უკვე ნაცნობია, მაგრამ ჩემი სტუმრისთვის შეიძლება უნიკალური და ერთჯერადი გამოცდილება იყოს. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რომ თითოეულ დეტალში მაქსიმალური კომფორტი შევთავაზო.
მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი მომსახურება ხშირად ასოცირდება მაღალ ფასთან, ვცდილობ, შევთავაზო ბალანსი: მაღალი დონის კომფორტი და გონივრულად დაგეგმილი ბიუჯეტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტმა არა მხოლოდ დაბალ ფასად იმგზავროს, არამედ მიიღოს ისეთი გამოცდილება, რომელიც ემოციურად გაამდიდრებს მას.
· რას მოიცავს ქალაქის ტურები თქვენთან ერთად?
გიდობა დუბაიში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში დავიწყე, სადაც ძირითადად VIP სტუმრებთან ვმუშაობდი. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც მასწავლა, რომ ტური მხოლოდ ინფორმაცია არ არის.
ტრენინგების პროცესში დავინახე, რომ ბევრ გიდს აკლდა ემოციური კავშირი სტუმრებთან და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციაც მშრალი და ერთფეროვანი იყო. სწორედ ამან გამიჩინა სურვილი შემექმნა სხვა ტიპის ტური, რომელიც იქნებოდა მრავალფეროვანი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული.
ჩემს ტურებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ სტუმრის ინტერესებს, განწყობასა და მოლოდინს. ჩემთვის დუბაი უბრალოდ ქალაქი არ არის — ეს არის ცხოვრების სტილი და სწორედ ამ განცდას ვუზიარებ ჩემს სტუმრებს.
Instagram: @DubaiwithDiana
Facebook: Diana Nanuashvili
TikTok: @DubaiwithDiana
Email: dianananuashvili@gmail.com
Website: www.dianaholidays.com
R