კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო სხდომიდან გააძევა
მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო სხდომიდან გააძევა

გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე მო­სა­მარ­თლე იზა კე­ლენ­ჯე­რი­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­დან გა­ა­ძე­ვა. მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რო­დე­საც ჩიკ­ვა­ი­ძემ მო­სა­მარ­თლეს „30 ვერ­ცხლად გა­ყი­დუ­ლი მკვლე­ლი დე­და­კა­ცი უწო­და“.

  • „30 ვერ­ცხლად გა­ყი­დუ­ლი, შენ ხარ მკვლე­ლი დე­და­კა­ცი, მუ­რუ­სი­ძის მონა შენ ხარ, იუდა",- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. მისი თქმით, მან ინ­სულ­ტი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნა, ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი აქვს კი­დუ­რე­ბის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის დე­დის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ მო­სა­მარ­თლეს „მონა“ და „იუდა“ უწო­და, რის შემ­დე­გაც მო­სა­მარ­თლემ ისიც გა­ა­ძე­ვა სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან.

  • ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პა­ნია „ელთ ბილ­დინ­გის“ სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე.

კერ­ძოდ კი, შპს „ელთ ბილ­დინ­გის­თვის" ბრალ­დე­ბუ­ლებს, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძი­სა და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ას - „რამ­სეს ჯე­ორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორმს“ იახ­ტა უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. მათ შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 155 019 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ. ასე­ვე, მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

თუმ­ცა, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს და შპს „ელთ ბილ­დინგს“ იახ­ტა არ მი­ა­წო­დეს.

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი "ელთ ბილ­დინ­გის“ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს - ვა­ლე­რი გურ­გე­ნა­ძეს და ელ­გუ­ჯა თურ­მა­ნი­ძეს სხვა­დას­ხვა გა­მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზით, მათ შო­რის თურ­ქე­თის პორ­ტში მომ­ხდა­რი შტორ­მის შე­დე­გად იახ­ტის ძრა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის და მისი შე­კე­თე­ბის სა­ბა­ბით უვა­დებ­დნენ იახ­ტის გა­და­ცე­მის ვა­დებს, უგ­ზავ­ნიდ­ნენ თით­ქოს­და მათ­თვის შე­ძე­ნი­ლი იახ­ტის ვი­დე­ო­ებს და ლო­კა­ცი­ებს, ხოლო რე­ა­ლუ­რად იახ­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლი თან­ხით გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და­ფა­რა სხვა მო­ვა­ლე­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე 147 065 ლარი და­აბ­რუ­ნა, ამის შემ­დგომ დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის გა­დახ­და არ მომ­ხდა­რა.

გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182, II – „ა",დ’’, III -“ბ” მუხ­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა 7-დან 11- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო სხდომიდან გააძევა

მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო სხდომიდან გააძევა

გიორგი ჩიკვაიძე მოსამართლე იზა კელენჯერიძემ სასამართლო სხდომიდან გააძევა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ჩიკვაიძემ მოსამართლეს „30 ვერცხლად გაყიდული მკვლელი დედაკაცი უწოდა“.

  • „30 ვერცხლად გაყიდული, შენ ხარ მკვლელი დედაკაცი, მურუსიძის მონა შენ ხარ, იუდა",- განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

აღნიშნული მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი ჩიკვაიძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა. მისი თქმით, მან ინსულტი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიტანა, ასევე შეზღუდული აქვს კიდურების გამართული ფუნქციონირებაც.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გიორგი ჩიკვაიძის დედის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ბრალდებულის დედამ მოსამართლეს „მონა“ და „იუდა“ უწოდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ისიც გააძევა სასამართლო დარბაზიდან.

  • ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: