კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანიები, რომლებიც წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვებიან - ვის და სად დაასაჩუქრებენ წიგნებით "სოკარი", "ევროპული სკოლა", Holiday Inn Tbilisi და "კოკა-კოლა"
კომპანიები, რომლებიც წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვებიან - ვის და სად დაასაჩუქრებენ წიგნებით "სოკარი", "ევროპული სკოლა", Holiday Inn Tbilisi და "კოკა-კოლა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი კამ­პა­ნია უკვე და­ი­წყო და მას­ში, ცნო­ბი­ლი თუ არაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. კამ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბიც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და „ბიბ­ლუ­სი“ არი­ან, ტრა­დი­ცი­უ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ „სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უ­მი“ და „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა“. Holiday Inn Tbilisi წელს პირ­ვე­ლად იღებს მო­ნა­წი­ლე­ობს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში. „კოკა-კოლა“ კი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში სა­კუ­თარ ქარ­ხა­ნა­ში არ­სე­ბულ ბიბ­ლი­ო­თე­კას შე­ავ­სებს.

„სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უ­მი“ უკვე მე­ო­რე წე­ლია უერ­თდე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვას და ამ­ჯე­რად წიგ­ნე­ბით სა­კუ­თარ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე მი­სულ მომ­ხმა­რებ­ლებს და­ა­სა­ჩუქ­რე­ბენ.

„წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, „სო­კარ ჯორ­ჯია პეტრლე­უ­მი“ უკვე მე­ო­რე წე­ლია, უერ­თდე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მიერ ინი­ცი­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას „აჩუ­ქე წიგ­ნი“. 23 აპ­რილს ჩვე­ნი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს წიგ­ნე­ბით ვა­სა­ჩუქ­რებთ. ეს არის ჩვე­ნი მხრი­დან მცდე­ლო­ბა, მცი­რე, მაგ­რამ გულ­წრფე­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა­ში. წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა არის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ჩვე­ნი რწმე­ნი­სა, რომ ცოდ­ნი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რე­სის­კენ. გვჯე­რა, რომ ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი უმ­ცი­რე­სი ნა­ბი­ჯე­ბით იწყე­ბა - ერთი წიგ­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ახა­ლი ხედ­ვის, მო­ტი­ვა­ცი­ის და პი­როვ­ნუ­ლი ზრდის და­სა­წყი­სი“, – აღ­ნიშ­ნავს „სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უ­მის“ ბრენდ მე­ნე­ჯე­რი ქეთი მთივ­ლიშ­ვი­ლი.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, წელს კამ­პა­ნი­ა­ში „ევ­რო­პულ სკო­ლაც“ ჩა­ერ­თო.

„წიგ­ნი­ე­რე­ბა და წიგ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდა „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის“ პრი­ო­რი­ტე­ტია. წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბი­თაა პო­პუ­ლა­რუ­ლი. 1995 წელს იუ­ნეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით 23 აპ­რი­ლი წიგ­ნი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მსოფ­ლიო დღედ გა­მო­ცხად­და. მსოფ­ლი­ოს 195 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ნიშ­ნა­ვენ ამ დღეს და წიგ­ნის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვებს აწყო­ბენ. 2019 წელს კი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ კომ­პა­ნია „ბიბ­ლუს­თან“ ერ­თად, 23 აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღედ გა­მო­ა­ცხა­და და წა­მო­ი­წყო კამ­პა­ნია #აჩუ­ქე­წიგ­ნი. აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას "ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა“ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­უ­ერ­თდა და უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნაკ­ლა­სე­ლებს, წიგ­ნის კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლის ნიშ­ნად, წიგ­ნებს უსახ­სოვ­რე­ბენ. ამას­თან, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ესა­უბ­რა, რა­ტომ უნდა უყ­ვარ­დეთ წიგ­ნის კი­თხვა და რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად ვა­წყობთ შეხ­ვედ­რებს მწერ­ლებ­თან, მთარ­გმნე­ლებ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან. წელ­საც ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კვი­რე­უ­ლია“ და­გეგ­მი­ლი. გარ­და ამი­სა „ბიბ­ლუს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებს გა­ვუგ­ზავ­ნოთ წიგ­ნე­ბი და და­ვეხ­მა­როთ ბიბ­ლი­ო­თე­კის მო­წყო­ბა­ში“, – გვიყ­ვე­ბა „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ნინო კუს­რაშ­ვი­ლი.

წელს პირ­ვე­ლად ჩა­ერ­თო კამ­პა­ნი­ა­ში Holiday Inn Tbilisi, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ მათ­თვის ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ Holiday Inn Tbilisi წელს პირ­ვე­ლად ჩა­ერ­თო „ბიბ­ლუ­სის“ კამ­პა­ნი­ა­ში „აჩუ­ქე წიგ­ნი, აჩუ­ქე თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. ჩვე­ნი გუნ­დის მიერ შე­ძე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი გა­იგ­ზავ­ნე­ბა იმ ახალ­გაზ­რდებ­თან, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ზე მე­ტად აქვთ შე­ზღუ­დუ­ლი წვდო­მა გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი თა­ო­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. გვა­ხა­რებს, რომ „ბიბ­ლუ­სის“ მხარ­და­ჭე­რით გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ამ საქ­მე­ში. „აჭა­რა ჯგუ­ფის­თვის“ ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, ვი­ყოთ აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეყ­რდნო­ბა,“ – აღ­ნიშ­ნავს Holiday Inn Tbilisi-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი რუ­სუ­დან კა­ლან­და­ძე.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში „ბიბ­ლუს­თან“ უკვე ხუთი წე­ლია “კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­აც” თა­ნამ­შრომ­ლობს.

„ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იქე­დან, რომ ახალ ქარ­ხა­ნა­ში გად­მოს­ვლის შემ­დგომ, ბა­ტონ თე­მურს გა­უჩ­ნდა იდეა ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქო­ნო­და. ამის შე­სა­ხებ რომ მი­თხრა, მა­შინ­ვე კოკა-კო­ლას ბოთ­ლის დი­ზა­ინ­ზე გა­მე­ფიქ­რა და ეს იდეა სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნეთ. პე­რი­ო­დუ­ლად, ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე, ბიბ­ლი­ო­თე­კას ვავ­სებ. „კოკა-კო­ლას“ წიგ­ნე­ბის კუ­თხე ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა­საც იქ­ცევს. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რას კი­თხუ­ლო­ბენ ბედ­ნი­ე­რე­ბის ქარ­ხა­ნა­ში,” – გვიყ­ვე­ბა “კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­ას” ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მე­ნე­ჯე­რი ნინი დარ­ჯა­ნია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუს­მა“ გა­და­ი­ღო ვი­დე­ორ­გო­ლი, რომ­ლის მთა­ვარ გმირს წარ­მო­ად­გენს მარო მა­ყაშ­ვი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო, რომ­ლის დღი­ურ­შიც ნათ­ლად ჩანს აზ­როვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის როლი, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კამ­პა­ნი­ამ მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და დღეს უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში.

23 აპ­რილს „სითი მოლ­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც წიგ­ნი­სა და კი­თხვის მოყ­ვა­რულ უამ­რავ ადა­მი­ანს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ამ დღეს შე­ი­ძი­ნე წიგ­ნე­ბი „ბიბ­ლუ­სის“ ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში და მი­ი­ღე ერთი წიგ­ნი სა­ჩუქ­რად.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კომპანიები, რომლებიც წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვებიან - ვის და სად დაასაჩუქრებენ წიგნებით "სოკარი", "ევროპული სკოლა", Holiday Inn Tbilisi და "კოკა-კოლა"

კომპანიები, რომლებიც წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვებიან - ვის და სად დაასაჩუქრებენ წიგნებით "სოკარი", "ევროპული სკოლა", Holiday Inn Tbilisi და "კოკა-კოლა"

საქართველოში წიგნის ჩუქების ყოველწლიური კამპანია უკვე დაიწყო და მასში, ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანების პარალელურად აქტიურად არიან ჩართული კომპანიები. კამპანიაში, რომლის ინიციატორებიც გიორგი კეკელიძე და „ბიბლუსი“ არიან, ტრადიციულად მონაწილეობენ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ და „ევროპული სკოლა“. Holiday Inn Tbilisi წელს პირველად იღებს მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში. „კოკა-კოლა“ კი კამპანიის ფარგლებში საკუთარ ქარხანაში არსებულ ბიბლიოთეკას შეავსებს.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ უკვე მეორე წელია უერთდება ინიციატივას და ამჯერად წიგნებით საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე მისულ მომხმარებლებს დაასაჩუქრებენ.

„წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სოკარ ჯორჯია პეტრლეუმი“ უკვე მეორე წელია, უერთდება „ბიბლუსის“ მიერ ინიცირებულ კამპანიას „აჩუქე წიგნი“. 23 აპრილს ჩვენი ავტოგასამართი სადგურების მომხმარებლებს წიგნებით ვასაჩუქრებთ. ეს არის ჩვენი მხრიდან მცდელობა, მცირე, მაგრამ გულწრფელი წვლილი შევიტანოთ წიგნის კითხვის კულტურის გავრცელებაში. წიგნის ჩუქება არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი რწმენისა, რომ ცოდნისა და თვითგანვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოების პროგრესისკენ. გვჯერა, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უმცირესი ნაბიჯებით იწყება - ერთი წიგნიც კი შეიძლება გახდეს ახალი ხედვის, მოტივაციის და პიროვნული ზრდის დასაწყისი“, – აღნიშნავს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ბრენდ მენეჯერი ქეთი მთივლიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს კამპანიაში „ევროპულ სკოლაც“ ჩაერთო.

„წიგნიერება და წიგნიერი მომავალი თაობის აღზრდა „ევროპული სკოლის“ პრიორიტეტია. წიგნის ჩუქების ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული. 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღნიშნავენ ამ დღეს და წიგნის გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ. 2019 წელს კი გიორგი კეკელიძემ კომპანია „ბიბლუსთან“ ერთად, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოაცხადა და წამოიწყო კამპანია #აჩუქეწიგნი. აღნიშნულ ინიციატივას ,,ევროპული სკოლა“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა და უკვე მეშვიდე წელია, რაც მოსწავლეები თანაკლასელებს, წიგნის კითხვის სიყვარულის ნიშნად, წიგნებს უსახსოვრებენ. ამასთან, გიორგი კეკელიძე ჩვენს მოსწავლეებს ესაუბრა, რატომ უნდა უყვარდეთ წიგნის კითხვა და რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნის ჩუქების ტრადიციის გაგრძელება. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად ვაწყობთ შეხვედრებს მწერლებთან, მთარგმნელებსა და გამომცემლობებთან. წელსაც ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო „ლიტერატურული კვირეულია“ დაგეგმილი. გარდა ამისა „ბიბლუსთან“ თანამშრომლობით, ჩვენ საშუალება გვაქვს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს გავუგზავნოთ წიგნები და დავეხმაროთ ბიბლიოთეკის მოწყობაში“, – გვიყვება „ევროპული სკოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო კუსრაშვილი.

წელს პირველად ჩაერთო კამპანიაში Holiday Inn Tbilisi, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„მოხარულები ვართ, რომ Holiday Inn Tbilisi წელს პირველად ჩაერთო „ბიბლუსის“ კამპანიაში „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. ჩვენი გუნდის მიერ შეძენილი წიგნები გაიგზავნება იმ ახალგაზრდებთან, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული წვდომა განათლებაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის წიგნიერების ხელშეწყობა. გვახარებს, რომ „ბიბლუსის“ მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. „აჭარა ჯგუფისთვის“ ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ აქტიური მონაწილეები ინიციატივებში, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეყრდნობა,“ – აღნიშნავს Holiday Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი რუსუდან კალანდაძე.

კამპანიის ფარგლებში „ბიბლუსთან“ უკვე ხუთი წელია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც” თანამშრომლობს.

„ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ახალ ქარხანაში გადმოსვლის შემდგომ, ბატონ თემურს გაუჩნდა იდეა ბიბლიოთეკა გვქონოდა. ამის შესახებ რომ მითხრა, მაშინვე კოკა-კოლას ბოთლის დიზაინზე გამეფიქრა და ეს იდეა სისრულეში მოვიყვანეთ. პერიოდულად, ახალი, საინტერესო ლიტერატურის გამოცემისთანავე, ბიბლიოთეკას ვავსებ. „კოკა-კოლას“ წიგნების კუთხე ჩვენი სტუმრების ყურადღებასაც იქცევს. ყველას აინტერესებს, რას კითხულობენ ბედნიერების ქარხანაში,” – გვიყვება “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ადმინისტრაციული მენეჯერი ნინი დარჯანია.

შეგახსენებთ, რომ კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარებაა. კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსმა“ გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გმირს წარმოადგენს მარო მაყაშვილი, თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლის დღიურშიც ნათლად ჩანს აზროვნების, განათლებისა და თვითგანვითარების როლი, რომელიც შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორია.

წლების განმავლობაში, კამპანიამ მრავალი ადამიანი გააერთიანა და დღეს უკვე ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი აზროვნების განვითარებას ქვეყანაში.

23 აპრილს „სითი მოლში“ გაიმართება ღონისძიება, რომელიც წიგნისა და კითხვის მოყვარულ უამრავ ადამიანს გააერთიანებს. ამ დღეს შეიძინე წიგნები „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში და მიიღე ერთი წიგნი საჩუქრად.

R