კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შეტანა იგეგმება - კიდევ რას გულისხმობს ზოგადი განათლების ახალი ხედვა?
სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შეტანა იგეგმება - კიდევ რას გულისხმობს ზოგადი განათლების ახალი ხედვა?

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძემ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა და მის ფარ­გლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი მათ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა.

  • ახა­ლი ხედ­ვის ფარ­გლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და - სკო­ლებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე; მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის სქე­მის გა­ნახ­ლე­ბა­ზე; სას­კო­ლო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.

ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დეთ ყვე­ლა ის სა­ჭი­რო უნა­რი და კომ­პე­ტენ­ცია, რაც მათ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და ხელს შე­უ­წყობს მათი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდას.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბას ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე, სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვას სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, STEAM კლუ­ბე­ბის, ოლიმ­პი­ა­დე­ბი­სა და კონ­კურ­სე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა სკო­ლებ­ში ფი­ზი­კი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ცალ­კე დამ­ტკიც­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სტან­დარ­ტი, რაც ხელს შე­უ­წყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას. ამას­თან, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ბი­ლინგვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა­ზე. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს მოს­წავ­ლე­ებ­ში პატ­რი­ო­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს.

შე­იც­ვლე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მო­წყო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. ერ­თის მხრივ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ აკა­დე­მი­უ­რი კუ­თხით და ის­წავ­ლონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად. მე­ო­რეს მხრივ, პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა­ზე გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა და ატეს­ტატ­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი დიპ­ლო­მი მი­ი­ღონ.

ახა­ლი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნახ­ლდე­ბა ყვე­ლა სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ასე­ვე, მშობ­ლე­ბი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე, რაც პრო­ცესს მე­ტად გამჭვირ­ვა­ლე­სა და ინ­კლუ­ზი­ურს გახ­დის.

დამ­ტკიც­დე­ბა ჩი­ნუ­რის, რო­გორც მე­ო­რე ენის სტან­დარ­ტი და და­ი­წყე­ბა ჩი­ნუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

ხედ­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი ასე­ვე შე­ე­ხო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პლატ­ფორ­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. მათ შო­რის, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის, იგი­ვე, E სახ­ლის, სწავ­ლის პრო­ცე­სის მარ­თვის სის­ტე­მი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. პლატ­ფორ­მე­ბი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სას­წავ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რულ წინსვლას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სქე­მის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ზა­ფხულ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე მი­ნის­ტრმა ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა – სას­კო­ლო გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე; მოს­წავ­ლე­ე­ბის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რა­ზე; ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის ხელ­შე­წყო­ბა­სა და ამ მიზ­ნით, სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ახა­ლი ხედ­ვის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­მა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა, ექ­სპერ­ტებ­მა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­მა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებ­მა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შეტანა იგეგმება - კიდევ რას გულისხმობს ზოგადი განათლების ახალი ხედვა?

სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შეტანა იგეგმება - კიდევ რას გულისხმობს ზოგადი განათლების ახალი ხედვა?

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარუდგინა და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა.

  • ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა - სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებაზე; სასკოლო გარემოს განვითარებასა და გაჯანსაღების უზრუნველყოფაზე.

ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდეთ ყველა ის საჭირო უნარი და კომპეტენცია, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა STEAM მიმართულების გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას ყველა საფეხურზე, სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, STEAM კლუბების, ოლიმპიადებისა და კონკურსების მხარდაჭერას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სკოლების ინტელექტუალური რესურსი გამოყენებული იქნება სხვა სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისთვის.

ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ამასთან, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს.

შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის.

დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.

ხედვის პრეზენტაციაზე საუბარი ასევე შეეხო სასწავლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს მრავალფეროვანი პლატფორმების შეთავაზებას. მათ შორის, მასწავლებლის პროფესიული ზრდის ელექტრონული პლატფორმის, იგივე, E სახლის, სწავლის პროცესის მართვის სისტემისა და ელექტრონული ჟურნალის განვითარებას. პლატფორმები მოგვცემს საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და სასწავლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა.

რაც შეეხება მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება.

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა – სასკოლო გარემოს გაჯანსაღებაზე; მოსწავლეების ფსიქოსოციალურ და ემოციურ მხარდაჭერაზე; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ახალი ხედვის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა, პარლამენტის წევრებმა, ექსპერტებმა, სკოლის დირექტორებმა, ზოგადი განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.