კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!" - დათო დოიაშვილი
"მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!" - დათო დოიაშვილი

“ვცხოვ­რობ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც სო­ლი­და­რო­ბის ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი აკე­თეს იმის­თვის, რომ ეს სო­ლი­და­რო­ბა და­შა­ლონ“, - ასე მი­მარ­თა რე­ჟი­სორ­მა და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა “ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის” წინ შეკ­რე­ბი­ლებს.

  • რო­გორც დო­ი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, თე­ატ­რი არ დაბ­რუნ­დე­ბო­და სცე­ნა­ზე, ვიდ­რე მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

“ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამ სო­ლი­და­რო­ბის­თვის. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი იმი­ტომ, რომ ჩემი მოხ­სნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის, რომ ვცხოვ­რობ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც სო­ლი­და­რო­ბის ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნი­ათ. ეს თე­ატ­რი იყო მა­გა­ლი­თი იმის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთ ადა­მი­ანს და­უ­ჭი­რო მხა­რი და გა­მო­უ­ცხა­დო სო­ლი­და­რო­ბა, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი აკე­თეს იმის­თვის, რომ ეს სო­ლი­და­რო­ბა და­შა­ლონ.

სა­ერ­თოდ არ ვნერ­ვი­უ­ლობ იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დი. ვე­ლო­დი უფრო ადრე, ვიდ­რე ეს მოხ­და. მიკ­ვირს, კი­დევ ამ­დე­ნი ხანი რომ გვა­ცა­ლეს. მე ვიქ­ნე­ბი ამ თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი თუ არ ვიქ­ნე­ბი, სა­ერ­თოდ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია ამ შემ­თხვე­ვა­ში. მე თვი­თონ არ ვიცი, დასი არის შეკ­რე­ბი­ლი და მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

ერ­თა­დერ­თი, რაც დღეს შე­მიძ­ლია ვთქვა, მე წა­ვალ თუ მო­ვალ, არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რი არის, გა­მო­უშ­ვათ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი. გა­მო­უშ­ვით სას­წრა­ფოდ!

ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო სწო­რედ ჩვენ­თვის, ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის კონ­კრე­ტუ­ლად, როცა შე­მო­ვიდ­ნენ და და­ი­ჭი­რეს ჩვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცი - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე და ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბას მოჰ­ყვა ის, რაც მოჰ­ყვა. ამი­ტო­მაც, დღეს თე­ატ­რი არ დაბ­რუნ­დე­ბა, თუ მე ვარ ხელ­მძღვა­ნე­ლი, თე­ატ­რი ვერ დაბ­რუნ­დე­ბო­და სცე­ნა­ზე, სა­ნამ ან­დროს არ გა­მო­უშ­ვებ­დნენ, ამი­ტომ, გა­ა­კე­თეს ის, რაც გა­ა­კე­თეს. გა­სა­გე­ბია, მი­სა­ღე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ნა­თე­ლია.

არ ვიცი, ხვალ მე რა პერ­ფორ­მან­სი ან სპექ­ტაკ­ლი უნდა გა­ვა­კე­თო ან რა უნდა შევ­ქმნა ამა­ზე დიდი, ვიდ­რე ის ის­ტო­რია, რაც მა­ჩუ­ქა ღმერ­თმა”, - გა­ნა­ცხა­და და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!" - დათო დოიაშვილი

"მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!" - დათო დოიაშვილი

“ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ“, - ასე მიმართა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” წინ შეკრებილებს.

  • როგორც დოიაშვილმა აღნიშნა, მისი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის პირობებში, თეატრი არ დაბრუნდებოდა სცენაზე, ვიდრე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არ გათავისუფლდებოდა.

“ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ სოლიდარობისთვის. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი იმიტომ, რომ ჩემი მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მხარი და გამოუცხადო სოლიდარობა, ამიტომ ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ.

საერთოდ არ ვნერვიულობ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ველოდი. ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მიკვირს, კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, საერთოდ მეორეხარისხოვანია ამ შემთხვევაში. მე თვითონ არ ვიცი, დასი არის შეკრებილი და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარი არის, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!

ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი - ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ამიტომაც, დღეს თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია.

არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი ან სპექტაკლი უნდა გავაკეთო ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

იხილეთ ასევე: