მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა - კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს ბიჭუნა შეეძინათ
მაკა ასათიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა - კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს ბიჭუნა შეეძინათ

ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლოს მაკა ასა­თი­ანს, კი­დევ ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მისი რძა­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი, მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და. ბავ­შვი 2025 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და.

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვილ­მა და კახი ჟორ­და­ნი­ამ, ვაჟს ლეო და­არ­ქვეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ხის ძმის, ლე­ვან ჟორ­და­ნი­ას პა­ტივ­სა­ცე­მად. პა­ტა­რა ლეო ოჯა­ხის მე­ო­რე შვი­ლიშ­ვი­ლია. 2020 წელს ნა­ნი­კო­სა და კა­ხის პირ­ვე­ლი შვი­ლი, საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნა ლეა შე­ე­ძი­ნათ.

მა­კას უფ­როს­მა ვაჟ­მა კახი ჟორ­და­ნი­ამ ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვილ­ზე 2017 წლის 11 სექ­ტემ­ბერს იქორ­წი­ნა. წყვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლი 2020 წლის 14 თე­ბერ­ვალს, ვა­ლენ­ტი­ნო­ბას შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას.

მაკა ასა­თი­ა­ნი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­ნი­კო ამ­ბობს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ორად იყო­ფა, კა­ხიმ­დე და კა­ხის გაც­ნო­ბის შემ­დეგ... პირ­ვე­ლი შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი დღემ­დე სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს პო­უ­ლობს. ყო­ველ­თვის სა­ათს უყუ­რებს, რო­დის მივა და დროს ლე­ას­თან გა­ა­ტა­რებს... კახი ჟორ­და­ნი­ას ოჯახს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ახ­ლოს სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს.

"კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ლე­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა პრინ­ცი­პი მა­ვი­წყდე­ბა. მისი აღ­ზრდის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვია, ახერ­ხებს, რომ ყვე­ლამ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლოს", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მაკა ასათიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა - კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს ბიჭუნა შეეძინათ

მაკა ასათიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა - კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს ბიჭუნა შეეძინათ

ქართული სილამაზის სიმბოლოს მაკა ასათიანს, კიდევ ერთი შვილიშვილი შეეძინა. მისი რძალი, მომხიბვლელი ნანიკო კლდიაშვილი, მეორე შვილის დედა გახდა. ბავშვი 2025 წლის გაზაფხულზე დაიბადა.

ნანიკო კლდიაშვილმა და კახი ჟორდანიამ, ვაჟს ლეო დაარქვეს. სავარაუდოდ, კახის ძმის, ლევან ჟორდანიას პატივსაცემად. პატარა ლეო ოჯახის მეორე შვილიშვილია. 2020 წელს ნანიკოსა და კახის პირველი შვილი, საყვარელი გოგონა ლეა შეეძინათ.

მაკას უფროსმა ვაჟმა კახი ჟორდანიამ ნუტრიციოლოგ ნანიკო კლდიაშვილზე 2017 წლის 11 სექტემბერს იქორწინა. წყვილის პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობას შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მოევლინა ქვეყანას.

მაკა ასათიანი შვეიცარიაში, მეორე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოდის.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიკო ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... პირველი შვილის დაბადების შემდეგ კი დღემდე საკუთარ თავში ახალ-ახალ შეგრძნებებს პოულობს. ყოველთვის საათს უყურებს, როდის მივა და დროს ლეასთან გაატარებს... კახი ჟორდანიას ოჯახს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ერთმანეთი ახლოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს.

"კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.

წაიკითხეთ ასევე: