მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუჯერებელი ამბავი: ღაზაში ცახალის სამხედროებმა იპოვეს ისრაელიდან პატრონთან ერთად გატაცებული ძაღლი -  ალექსი ტერორისტებმა მოკლეს, ბილი ოჯახს დაუბრუნდა
დაუჯერებელი ამბავი: ღაზაში ცახალის სამხედროებმა იპოვეს ისრაელიდან პატრონთან ერთად გატაცებული ძაღლი -  ალექსი ტერორისტებმა მოკლეს, ბილი ოჯახს დაუბრუნდა

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ებ­მა ღა­ზის სექ­ტო­რის ქა­ლაქ რა­ფა­ში, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტეს ესა­ზღვრე­ბა, იპო­ვეს ძაღ­ლი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად ნა­ხევ­რის წინ ნირ ოზის კი­ბუ­ცი­დან ტე­რო­რის­ტებ­მა გა­ი­ტა­ცეს. 3.5 წლის, კა­ვა­ლი­ერ კინგ ჩარლზ სპა­ნი­ე­ლი, სა­ხე­ლად ბილი ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის დროს გა­უ­ჩი­ნარ­და. ამ ცოტა ხნის წინ, ის რა­ფა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, "გო­ლა­ნის“ მებ­რძო­ლებ­მა იპო­ვეს. ის­რა­ელ­ში ჩაყ­ვა­ნის შემ­დეგ, ძაღ­ლი ვე­ტე­რი­ნარ­თან წა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ჩი­პის მეშ­ვე­ო­ბით მისი მფლო­ბე­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნეს. ასე აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ეკუთ­ვნის რა­ხელ დან­ციგს - ის­რა­ე­ლე­ლი ის­ტო­რი­კო­სის ალექს დან­ცი­გის ქვრივს.

75 წლის ალექს (ალექ­სან­დრე) დან­ცი­გი "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტებ­მა 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს და ტყვე­ო­ბა­ში მოკ­ლეს (მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2024 წლის 22 ივ­ლისს და­დას­ტურ­და). ალექ­სის ცხე­და­რი, კი­დევ ხუთი მძევ­ლის ცხე­დარ­თან ერ­თად, ღა­ზი­დან 2024 წლის 20 აგ­ვის­ტოს ის­რა­ელ­ში IDF-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს გა­და­ას­ვე­ნეს. ალექს დან­ცი­გი იყო პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ის­რა­ე­ლე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, იად ვა­შე­მის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ებ­რა­ულ-პო­ლო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აქ­ტი­ვის­ტი და ფერ­მე­რი. დან­ცი­გის ცოლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი თავ­დას­ხმას თავ­შე­სა­ფარ­ში და­მალ­ვით გა­და­ურჩნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ის და ბილი მტრის ხელ­ში ჩაც­ვივ­დნენ... ალექ­სი მოკ­ლეს, ბილი კი ამ­დე­ნი ხნის მერე ოჯახს და­უბ­რუნ­და...

ალექს დან­ცი­გი

ის­რა­ე­ლის მე-12 არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაღ­ლი "გო­ლა­ნის“ მე-13 ბა­ტა­ლი­ო­ნის რე­ზერ­ვის­ტმა ავი­ად შა­პი­რამ იპო­ვა.

"მი­ვე­დი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორ­თან და და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მორ­ბო­და ჩემ­კენ საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი, პირ­და­პირ ხე­ლებ­ში შე­მო­მა­ხა­ტა. მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მას აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვიყ­ვან­დი ის­რა­ელ­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვიბ­რძო­ლე იმის­თვის, რომ ჩემ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლი­ყო", - ამ­ბობს ის.

მისი თქმით, ბი­ლიმ მას­თან ერ­თად ღა­ზა­ში ოთხი დღე გა­ა­ტა­რა. მალე ბიჭი ისა­რა­ელ­ში თა­ვის ოჯახ­ში დაბ­რუნ­და და ბი­ლიც მათ­თან ერ­თად იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძაღ­ლი ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ჩი­პის მეშ­ვე­ო­ბით და­ად­გი­ნეს, რომ ის კი­ბუც ნირ-ოზის მკვიდრს ეკუთ­ვნო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს იყო. ოჯა­ხი, რო­მელ­მაც 7 ოქ­ტომ­ბერს უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი გა­მო­ი­ა­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბილი ერ­თა­დერ­თი ძაღ­ლი არ არის, რო­მე­ლიც 7 ოქ­ტომ­ბრის იმ ტრა­გი­კულ შა­ბათს ნირ-ოზი­დან გა­ი­ტა­ცეს. გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან ასე­ვე ჰას­კის ჯი­შის ლუნა და შე­რე­უ­ლი ჯი­შის კე­ი­სი. მათ შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. სხვა ორი ძაღ­ლი - ჩუტი და ტიკა ასე­ვე ნირ-ოზი­დან წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მათ გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს და დაბ­რუნ­დნენ ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ავ­ტო­რი: მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძე

  • ნა­ხეთ ბი­ლის ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ვი­დეო
00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დაუჯერებელი ამბავი: ღაზაში ცახალის სამხედროებმა იპოვეს ისრაელიდან პატრონთან ერთად გატაცებული ძაღლი -  ალექსი ტერორისტებმა მოკლეს, ბილი ოჯახს დაუბრუნდა

დაუჯერებელი ამბავი: ღაზაში ცახალის სამხედროებმა იპოვეს ისრაელიდან პატრონთან ერთად გატაცებული ძაღლი -  ალექსი ტერორისტებმა მოკლეს, ბილი ოჯახს დაუბრუნდა

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, იპოვეს ძაღლი, რომელიც წელიწად ნახევრის წინ ნირ ოზის კიბუციდან ტერორისტებმა გაიტაცეს. 3.5 წლის, კავალიერ კინგ ჩარლზ სპანიელი, სახელად ბილი ტერორისტების თავდასხმის დროს გაუჩინარდა. ამ ცოტა ხნის წინ, ის რაფაში საომარი მოქმედებების დროს, "გოლანის“ მებრძოლებმა იპოვეს. ისრაელში ჩაყვანის შემდეგ, ძაღლი ვეტერინართან წაიყვანეს, სადაც ჩიპის მეშვეობით მისი მფლობელის ვინაობა დაადგინეს. ასე აღმოჩნდა, რომ ის ეკუთვნის რახელ დანციგს - ისრაელელი ისტორიკოსის ალექს დანციგის ქვრივს.

75 წლის ალექს (ალექსანდრე) დანციგი "ჰამასის" ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს და ტყვეობაში მოკლეს (მისი გარდაცვალება ოფიციალურად 2024 წლის 22 ივლისს დადასტურდა). ალექსის ცხედარი, კიდევ ხუთი მძევლის ცხედართან ერთად, ღაზიდან 2024 წლის 20 აგვისტოს ისრაელში IDF-ის სპეციალური ოპერაციის დროს გადაასვენეს. ალექს დანციგი იყო პოლონური წარმოშობის ისრაელელი ისტორიკოსი, იად ვაშემის ინსტიტუტის თანამშრომელი, ებრაულ-პოლონური ურთიერთობების აქტივისტი და ფერმერი. დანციგის ცოლი და შვილიშვილები თავდასხმას თავშესაფარში დამალვით გადაურჩნენ. სამწუხაროდ, ის და ბილი მტრის ხელში ჩაცვივდნენ... ალექსი მოკლეს, ბილი კი ამდენი ხნის მერე ოჯახს დაუბრუნდა...

ალექს დანციგი

ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ძაღლი "გოლანის“ მე-13 ბატალიონის რეზერვისტმა ავიად შაპირამ იპოვა.

"მივედი ჯავშანტრანსპორტიორთან და დავინახე, როგორ მორბოდა ჩემკენ საყვარელი ძაღლი, პირდაპირ ხელებში შემომახატა. მაშინვე გადავწყვიტე, რომ მას აუცილებლად წავიყვანდი ისრაელში. ფაქტობრივად, ვიბრძოლე იმისთვის, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო", - ამბობს ის.

მისი თქმით, ბილიმ მასთან ერთად ღაზაში ოთხი დღე გაატარა. მალე ბიჭი ისარაელში თავის ოჯახში დაბრუნდა და ბილიც მათთან ერთად იყო. მოგვიანებით ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა, სადაც ჩიპის მეშვეობით დაადგინეს, რომ ის კიბუც ნირ-ოზის მკვიდრს ეკუთვნოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო. ოჯახი, რომელმაც 7 ოქტომბერს უდიდესი ტკივილი გამოიარა.

აღსანიშნავია, რომ ბილი ერთადერთი ძაღლი არ არის, რომელიც 7 ოქტომბრის იმ ტრაგიკულ შაბათს ნირ-ოზიდან გაიტაცეს. გატაცებულები არიან ასევე ჰასკის ჯიშის ლუნა და შერეული ჯიშის კეისი. მათ შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. სხვა ორი ძაღლი - ჩუტი და ტიკა ასევე ნირ-ოზიდან წაიყვანეს, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს და დაბრუნდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

  • ნახეთ ბილის ოჯახში დაბრუნების ვიდეო