მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან..." - გიგი უგულავა
"ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან..." - გიგი უგულავა

"აღ­დგო­მა და ხვა­ლეო“. დრომ და სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა, რომ კომ­პლექ­სუ­რი საგ­ზაო რუკა უნდა დავ­დოთ - შე­საძ­ლოა, "ოც­ნე­ბას­თან“ პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი მოგ­ვი­წი­ოს, რაც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას. აქაც გა­მოჩ­ნდე­ბა, ვართ, თუ არა მარ­თლა სუ­ვე­რე­ნუ­ლი, ცი­ვი­ლუ­რი ხალ­ხი და შევ­ძლებთ, თუ არა ერთი ხე­ლის ცხვირ­ზე მო­ჭე­რით, შე­თან­ხმე­ბა­ზე მე­ო­რე ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა წერს.

უგუ­ლა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს სა­ტყუ­ა­რად გა­ნი­ხი­ლავს, ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

"პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის და შემ­დეგ გა­და­დე­ბის და­ა­ნონ­სე­ბამ სრუ­ლი­ად ცხა­დი გა­ხა­და, რომ "ოც­ნე­ბა“ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს სა­ტყუ­ა­რად გა­ნი­ხი­ლავს. დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში ის მარ­თლაც ოპო­ზი­ცი­ის­თვის ხა­ფან­გია. ზოგი ფიქ­რობს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ზოგი ყოყ­მა­ნობს, ზო­გიც უარ­ყოფს. არა­და ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­აა სა­ჭი­რო.

აქვე, ჩემს პო­ზი­ცი­ას ვი­ტყვი. დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერს რე­ჟი­მის ლეღ­ვის ფოთ­ლად აქ­ცევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­ჩევ­ნე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია. ხვალ მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო მძი­მე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე დღეს და ვიდ­რე 2024-ში იყო.

ამას­თა­ნა­ვე, ასე­ვე ნა­თე­ლია - ამ გა­მოწ­ვე­ვა­ზე მწყობ­რი პო­ზი­ცი­აა სა­ჭი­რო - ე.წ. საგ­ზაო რუკა - რათა ცხა­დი იყოს:

ა. რა­ტომ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ;

ბ. რა პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა;

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბას. ეს სა­მუ­შაო იდე­ე­ბია და ამით ვცდი­ლობ გა­ვი­დეთ ურ­თი­ერთ ბრალ­დე­ბის რე­ჟი­მი­დან.

ფაქ­ტია, "ოც­ნე­ბას“ ძა­ლი­ან უნდა შეგ­ვათ­რი­ოს ამ არ­ჩევ­ნებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, უნდა დავ­ტეს­ტოთ რამ­დე­ნად დი­დია ეს მათი სურ­ვი­ლი - რისი დამთმო­ბე­ბი არი­ან.

  • რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს პი­რო­ბე­ბი:

პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის (მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლის) გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.ყვე­ლა ბრუ­ტა­ლუ­რი და დრა­კო­ნუ­ლი კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბა, რაც "ოც­ნე­ბამ“ მი­ი­ღო ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ შო­რის არ­ჩევ­ნებ­თან და ცეს­კოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. (კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით არ­ჩევ­ნე­ბი ვერ ჩა­ტარ­დე­ბა).ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად ჩა­ტარ­დეს პლე­ბის­ცი­ტი შე­კი­თხვით - გსურთ თუ არა ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს 2025 წლის 27 დე­კემ­ბერს (თა­რი­ღი ცხა­დია სამ­სჯე­ლოა).პლე­ბის­ცი­ტში კი-ს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი "ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა გა­დად­გე­ბა; ზუ­რა­ბიშ­ვილ-ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის და ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი 4 + 1 (ოც­ნე­ბის) ეგი­დით დამ­ტკიც­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი გარ­და­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს არ­ჩევ­ნებს."ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფაქ­ტობ­რი­ვი უმ­რავ­ლე­სო­ბა იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და­ამ­ტკი­ცოს გარ­და­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბა.მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვი­ღებთ პლე­ბის­ცი­ტში არა-ს გა­მარ­ჯვე­ბის ანუ ჩვე­ნი მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში.

პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს - და­აკ­ლდეს, მო­ე­მა­ტოს. ამის­თვის მსჯე­ლო­ბაა სა­ჭი­რო.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი და მოძ­რა­ო­ბე­ბი - ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი უნდა მსჯე­ლობ­დეს ამა­ზე და არა დას­წრე­ბა­ზე ერ­თმა­ნეთს იარ­ლი­ყებს ვა­წე­ბებ­დეთ. თუ საგ­ზაო რუკა იარ­სე­ბებს ანუ მკა­ფიო პო­ზი­ცია იარ­სე­ბებს, გვერ­დზე გახ­ტო­მაც გა­უ­ჭირ­დე­ბათ კო­ლე­გებს. მარ­ტო გან­ცხა­დე­ბა, არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, არაა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი. ისე­ვე რო­გორც ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ვემ­ზა­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის - ღა­ლა­ტი­სა და გა­რი­გე­ბის კვალს ტო­ვებს.

მოკ­ლედ, "აღ­დგო­მა და ხვა­ლეო“. დრომ და სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა, რომ კომ­პლექ­სუ­რი საგ­ზაო რუკა უნდა დავ­დოთ.

ცალ­კე სა­კი­თხია - ასე­თი თე­მე­ბი რო­გორც წესი შუ­ა­მა­ვალ, მომ­ლა­პა­რა­კე­ბელს გუ­ლის­ხმობს - შარლ მი­შე­ლი, ბე­ი­კე­რი, მიხ­ნი­კი და ასე შემ­დეგ. გვაქვს ჩვენ მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. დღეს ვი­თა­რე­ბა სხვაგ­ვა­რია. სა­ნამ შევ­ძა­ხებთ - არ მინ­და შარლ მი­შე­ლი! უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ არც არა­ვინ იხევს კალ­თებს. შე­საძ­ლოა "ოც­ნე­ბას­თან“ პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი მოგ­ვი­წი­ოს, რაც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას. აქაც გა­მოჩ­ნდე­ბა ვართ თუ არა მარ­თლა სუ­ვე­რე­ნუ­ლი, ცი­ვი­ლუ­რი ხალ­ხი და შევ­ძლებთ თუ არა ერთი ხე­ლის ცხვირ­ზე მო­ჭე­რით, შე­თან­ხმე­ბა­ზე მე­ო­რე ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას“, - წერს უგუ­ლა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან..." - გიგი უგულავა

"ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან..." - გიგი უგულავა

"აღდგომა და ხვალეო“. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ - შესაძლოა, "ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება, ვართ, თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ, თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს.

უგულავა მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს, ამიტომ ოპოზიციონერ კოლეგებს რამდენიმე მოსაზრებას სთავაზობს.

"პარტიების აკრძალვის და შემდეგ გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ "ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს. დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმანობს, ზოგიც უარყოფს. არადა ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო.

აქვე, ჩემს პოზიციას ვიტყვი. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო.

ამასთანავე, ასევე ნათელია - ამ გამოწვევაზე მწყობრი პოზიციაა საჭირო - ე.წ. საგზაო რუკა - რათა ცხადი იყოს:

ა. რატომ არ ვმონაწილეობთ;

ბ. რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა;

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან.

ფაქტია, "ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი - რისი დამთმობები არიან.

  • რა შეიძლება იყოს ეს პირობები:

პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება.ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც "ოცნებამ“ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული. (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება).ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით - გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს (თარიღი ცხადია სამსჯელოა).პლებისციტში კი-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული "ოცნების“ მთავრობა გადადგება; ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4 + 1 (ოცნების) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს."ქართული ოცნების“ ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა.მოსაფიქრებელია, რა ვალდებულებას ვიღებთ პლებისციტში არა-ს გამარჯვების ანუ ჩვენი მარცხის შემთხვევაში.

პირობები შეიძლება შეიცვალოს - დააკლდეს, მოემატოს. ამისთვის მსჯელობაა საჭირო.

პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები - ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწებებდეთ. თუ საგზაო რუკა იარსებებს ანუ მკაფიო პოზიცია იარსებებს, გვერდზე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება, არ ვმონაწილეობ, არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის - ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს.

მოკლედ, "აღდგომა და ხვალეო“. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ.

ცალკე საკითხია - ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს - შარლ მიშელი, ბეიკერი, მიხნიკი და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ მსგავსი გამოცდილება. დღეს ვითარება სხვაგვარია. სანამ შევძახებთ - არ მინდა შარლ მიშელი! უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს. შესაძლოა "ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას“, - წერს უგულავა "ფეისბუქზე“.