მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით - გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდი" - სააკაშვილი
"პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით - გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდი" - სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" წი­ნა­და­დე­ბე­ბით მი­მარ­თავს და სთა­ვა­ზობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ახა­ლი მე­თო­დის შე­მო­ღე­ბას, სა­დაც ყვე­ლა ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ამომ­რჩევ­ლებ­თან, პარ­ტი­ის “ლი­დერ­ში­პთან” და მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პით, ელექტრო­ნუ­ლად და კენ­ჭისყ­რით უნდა მოხ­დეს.

  • რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ახლა დაღ­ლის და ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბის კი არა, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და შე­ტე­ვის დროა. ამას­თან, ის „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ლი­დე­რებს მი­მარ­თავს, წი­ნა­და­დე­ბე­ბი დრო­უ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ.

"ჩემი წი­ნა­და­დე­ბე­ბი „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის”: სა­ქარ­თვე­ლოს 2012 წლი­დან მარ­თავს კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტუ­ლი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც გა­და­ი­ზარ­და სუფ­თა რუ­სულ დიქ­ტა­ტუ­რა­ში. რუ­სებ­მა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გზით ივა­ნიშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნეს ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­ნო­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად და ჩვე­ნი მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის და მსოფ­ლი­ოს­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით. იმის შემ­დეგ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი ჰიბ­რი­დუ­ლად მუ­შა­ობს ყვე­ლა ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

ფაქ­ტი ჯი­უ­ტია, მათი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ვარ მე და არის “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და მსოფ­ლიო მას­შტა­ბის წარ­მა­ტე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი. ისი­ნი გეგ­მა­ვენ პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვას და ჩემს გა­ნად­გუ­რე­ბას. ახლა, როცა აღარც არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა და რეპ­რე­სი­ე­ბიც სულ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის როლი მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა. მათ შო­რის, ახ­ლე­ბუ­რად უნდა გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი პარ­ტი­ის ფუნ­ქცია და ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი. ჩვენ კლა­სი­კუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან უნდა გარ­და­ვიქ­მნათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბად და ამ მოძ­რა­ო­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა დიქ­ტა­ტუ­რის და­მარ­ცხე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაბ­რუ­ნე­ბა. ამა­ვე დროს, ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ დიქ­ტა­ტუ­რა ახლა მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ვე­ლი­დან მთლი­ა­ნად მო­შო­რე­ბა­ზე და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მივ­ცეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთა­ვარ მიზ­ნად რო­გორც აქამ­დე, რჩე­ბა მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად თვი­თონ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” შიგ­ნით უნდა შე­იც­ვა­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ ეს არის მათი პარ­ტია, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი სახ­ლი, სა­დაც თვი­თონ არი­ან ბა­ტონ-პატ­რო­ნე­ბი.

პარ­ტია არ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს ჩემი წე­რი­ლე­ბით ან ვიწ­რო, თუნ­დაც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ჯგუ­ფის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის ნო­ვა­ტო­რე­ბი ვი­ყა­ვით და ახ­ლაც გთა­ვა­ზობთ, რომ შე­მო­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი მე­თო­დი - ყვე­ლა ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ელექტრო­ნუ­ლად და კენ­ჭისყ­რით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დე­ბა ჩვენს ამომ­რჩევ­ლებ­თან, პარ­ტი­ის “ლი­დერ­ში­პთან” და ჩემ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პით. ასე­თი გზით მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პრო­ტეს­ტის ფორ­მებ­ზე, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა-არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მას შემ­დეგ, რაც მი­ვაღ­წევთ თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებს - სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ზე, სხვა პარ­ტი­ებ­თან პო­ლი­ტი­კურ ალი­ან­სებ­ზე, შიდა სა­კად­რო სა­კი­თხე­ბიც გა­და­წყდე­ბა მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი კენ­ჭისყ­რით. ამ სის­ტე­მით ხდე­ბა პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია.

ეს იქ­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჩვე­ნი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­იხ­დი­ან სიმ­ბო­ლურ სა­წევ­რო გა­და­სა­ხადს, მუდ­მი­ვად მი­ი­ღე­ბენ პარ­ტი­ის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას და გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვის იდე­ებს. ამა­ვე დროს პარ­ტი­ის წევ­რე­ბი რჩე­ბი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ, რო­გორც უშუ­ა­ლოდ თვი­თონ, ასე­ვე მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ბოლო წლებ­ში პარ­ტი­ა­ში მი­ვი­და ახალ­გაზ­რდე­ბის ძა­ლი­ან იდე­ა­ლის­ტუ­რი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სულ უფრო გა­ნიმ­ტკი­ცებს თა­ვის პო­ზი­ცი­ებს, რო­გორც პარ­ტი­ის მარ­თვა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამა­ვე დროს ენმ-ს ჰყავს მთე­ლი არ­მია ძვე­ლი გა­მობ­რძმე­დი­ლი მებ­რძო­ლე­ბის, რო­მელ­თაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შეს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ 9- წლი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და რომ­ლის კი­სერ­ზეც წის­ქვი­ლის ქვა­სა­ვით გა­და­ი­ა­რა რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მმარ­თვე­ლო­ბამ და ის, რომ ეს ხალ­ხი რჩე­ბა პარ­ტი­ა­ში, მათ ნამ­დვილ გმი­რო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ამ ხალ­ხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ეკუთ­ვნის და მათი გა­მოც­დი­ლე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლახ­ლა გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი არ­სე­ბო­ბაც კი ახლა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. ამი­ტომ ახლა დაღ­ლის და ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბის კი არა, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და შე­ტე­ვის დროა.

და კი­დევ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი: პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის, ელექტრო­ნუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად ვთხოვ თიკა ბო­კუ­ჩა­ვას, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­სა და ლე­ვან სა­ნი­კი­ძეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ და ამ რე­ფორ­მის ფორ­მა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ პარ­ტი­ის წეს­დე­ბა­ში შე­ტა­ნით. რა თქმა უნდა, ჩემი თხოვ­ნაა, რომ ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ პარ­ტი­ის აქ­ტივ­თან და მათი მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღოთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა პარ­ტი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის ამუ­შა­ვე­ბა, რათა ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ შეხ­ვედ­რე­ბის და ურ­თი­ერთქმე­დე­ბე­ბის მუდ­მი­ვი ლო­კა­ცია”,- წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით - გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდი" - სააკაშვილი

"პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით - გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდი" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას" წინადადებებით მიმართავს და სთავაზობს გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდის შემოღებას, სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ამომრჩევლებთან, პარტიის “ლიდერშიპთან” და მასთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით, ელექტრონულად და კენჭისყრით უნდა მოხდეს.

  • როგორც ის სოციალურ ქსელში, ახლა დაღლის და ხელების ჩამოშვების კი არა, მობილიზაციის და შეტევის დროა. ამასთან, ის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ლიდერებს მიმართავს, წინადადებები დროულად ჩამოაყალიბონ.

"ჩემი წინადადებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”: საქართველოს 2012 წლიდან მართავს კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც გადაიზარდა სუფთა რუსულ დიქტატურაში. რუსებმა სპეცოპერაციის გზით ივანიშვილი მოიყვანეს ჩემს მოსაშორებლად, საქართველოს წარმატებული განვითარების შესაჩერებლად, ქართველი ხალხის მონობაში დასაბრუნებლად და ჩვენი მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითის დისკრედიტაციის მიზნით. იმის შემდეგ რუსული რეჟიმი ჰიბრიდულად მუშაობს ყველა ამ მიზნის მისაღწევად.

ფაქტი ჯიუტია, მათი მთავარი სამიზნე ვარ მე და არის “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და მსოფლიო მასშტაბის წარმატების შემქმნელები. ისინი გეგმავენ პარტიის აკრძალვას და ჩემს განადგურებას. ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება. მათ შორის, ახლებურად უნდა გავიაზროთ ჩვენი პარტიის ფუნქცია და ბრძოლის მეთოდები. ჩვენ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება და დემოკრატიის დაბრუნება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიქტატურა ახლა მიმართულია ჩვენი პარტიის პოლიტიკური ბრძოლის ველიდან მთლიანად მოშორებაზე და ამის შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად როგორც აქამდე, რჩება მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, მაგრამ ამის პარალელურად თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონები.

პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, რომ შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების სრულიად ახალი მეთოდი - ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით. გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის “ლიდერშიპთან” და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით. ასეთი გზით მივიღებთ გადაწყვეტილებებს პროტესტის ფორმებზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს - საარჩევნო სიებზე, სხვა პარტიებთან პოლიტიკურ ალიანსებზე, შიდა საკადრო საკითხებიც გადაწყდება მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრით. ამ სისტემით ხდება პარტიის მხარდამჭერების ინსტიტუციონალიზაცია.

ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი რეგისტრირებული თანამემამულეები, რომლებიც გადაიხდიან სიმბოლურ საწევრო გადასახადს, მუდმივად მიიღებენ პარტიისგან ინფორმაციას და გაგვიზიარებენ თავის იდეებს. ამავე დროს პარტიის წევრები რჩებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც უშუალოდ თვითონ, ასევე მათ მიერ არჩეული პარტიის მმართველი ორგანოების მეშვეობით.

ბოლო წლებში პარტიაში მივიდა ახალგაზრდების ძალიან იდეალისტური და ბრძოლისუნარიანი ჯგუფი, რომელიც სულ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციებს, როგორც პარტიის მართვაში, ასევე საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში. ამავე დროს ენმ-ს ჰყავს მთელი არმია ძველი გამობრძმედილი მებრძოლების, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყველაზე წარმატებულ 9- წლიან პერიოდში საქართველოს ისტორიაში და რომლის კისერზეც წისქვილის ქვასავით გადაიარა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მმართველობამ და ის, რომ ეს ხალხი რჩება პარტიაში, მათ ნამდვილ გმირობაზე მიუთითებს. ამ ხალხს განსაკუთრებული დაფასება და პატივისცემა ეკუთვნის და მათი გამოცდილება ფასდაუდებელია საქართველოს ხელახლა გადარჩენის საქმეში. საქართველოს შემდგომი არსებობაც კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ ახლა დაღლის და ხელების ჩამოშვების კი არა, მობილიზაციის და შეტევის დროა.

და კიდევ, ორგანიზაციული საკითხები: პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ახალი მექანიზმების, ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად ვთხოვ თიკა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს წინადადებები ჩამოაყალიბონ და ამ რეფორმის ფორმალიზება მოვახდინოთ პარტიის წესდებაში შეტანით. რა თქმა უნდა, ჩემი თხოვნაა, რომ ეს წინადადებები დეტალურად განვიხილოთ პარტიის აქტივთან და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე, აუცილებლად საჭიროა პარტიის ადეკვატური ფუნქციონალური ოფისის ამუშავება, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შეხვედრების და ურთიერთქმედებების მუდმივი ლოკაცია”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.