საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 23 წელია იძიებენ - რა არის ცნობილი მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებაზე
არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 23 წელია იძიებენ - რა არის ცნობილი მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებაზე

გუ­შინ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ევ­გე­ნი აფ­რა­სი­ძის მე­უღ­ლე დოდო აფ­რა­სი­ძე და შვი­ლიშ­ვი­ლი ლედი აფ­რა­სი­ძე და­ი­კი­თხნენ.

"ევ­გე­ნი ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი დაჭ­რეს, იღ­ლი­ა­ში იყო დაჭ­რი­ლი. შე­იყ­ვა­ნეს მერე გო­ჩამ და ომე­ხიმ, თა­ვის­მა შვი­ლებ­მა. შემ­დეგ შე­მო­ვარ­დნენ, ორი­ვე და­ი­ჭი­რეს, ომე­ხი შე­ბორ­კეს, ისე გა­მო­იყ­ვა­ნეს, გოჩა გა­მო­იყ­ვა­ნეს და გზა­ში და­აგ­დეს, და­სე­რეს", - გა­იხ­სე­ნა დოდო აფ­რა­სი­ძემ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, სა­დაც 2004 წელს მომ­ხდა­რი სპე­ცო­პე­რა­ცია გა­იხ­სნეს.

ლედი აფ­რა­სი­ძის თქმით, ფან­ჯრე­ბი­დან, კა­რე­ბი­დან ყვე­ლა მხრი­დან წვი­მა­სა­ვით შე­მო­დი­ო­და ტყვი­ე­ბი, სწო­რედ იმ სახ­ლში, სა­დაც პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­კვეთ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა და ხელ­მძღვა­ნელ­მა ბა­რა­მი­ძემ, რომ იმ სახ­ლში, იმ დროს იყ­ვნენ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, 07:00 სა­ათ­ზე, სვა­ნე­თის სო­ფელ ეცერ­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ორ­მო­ცწუ­თი­ა­ნი ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად, სპეც­რაზ­მე­ლებ­მა სა­შიშ დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი ევ­გე­ნი აფ­რა­სი­ძე და მისი ვაჟი ომეხ აფ­რა­სი­ძე მოკ­ლეს, მოკ­ლუ­ლის კი­დევ ორი შვი­ლი გოჩა და შმა­გი აფ­რა­სი­ძე­ე­ბი და­ა­კა­ვეს და 19 და 17 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ძმებ­მა სა­პყრო­ბი­ლე 2013 წელს, ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვეს.

“ეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ჩა­მო­ყა­ლიბ­და ნამ­დვილ ბან­დად, რო­მე­ლიც 12 წლის მან­ძილ­ზე ატე­რო­რებ­და მთელ სვა­ნეთს. მათ მოკ­ლუ­ლი ჰყავთ ადა­მი­ა­ნე­ბი და ვე­რა­სო­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩი­ტიც კი ვერ აუფ­რი­ნა, გარ­და უბად­რუ­კი მცდე­ლო­ბე­ბი­სა.“ - ეს გან­ცხა­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2004 წლის მარ­ტში გა­ა­კე­თა.

  • გუ­შინ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სტუმ­რო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, 15 წლის მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მე გა­ახ­სე­ნა - რა არის ცნო­ბი­ლი ამ საქ­მის შე­სა­ხებ?

გო­გო­ნა 2002 წლის 24 ივ­ლისს წყნე­თი­დან გა­ი­ტა­ცეს. 23 წე­ლია რაც რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ საქ­მეს იძი­ებს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად, ინ­ტერ­პო­ლი დღემ­დე ეძებს მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვილს.

არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას გა­ტა­ცე­ბის საქ­მე იმ პე­რი­ოდ­ში ძალ­ზედ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო და იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბო­და მე­დი­ით, რომ შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს დღემ­დე ახ­სოვ­დეს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი.

მა­რი­ა­მი

ბუ­რუ­სით მო­ცულ საქ­მეს ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავ­და: მზე­სუმ­ზი­რის გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი. ის ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი, რო­მე­ლიც წყნეთ­ში, სა­კუ­თარ უბან­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად წა­ვი­და, გამ­ტა­ცებ­ლებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­უჯ­და მან­ქა­ნა­ში. ამ ფაქ­ტმა საქ­მის მოწ­მეს გა­უ­ჩი­ნა ეჭვი, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ბავ­შვის­თვის უცხო­ე­ბი არ იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, ფაქ­ტის შემ­სწრე ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვს მათი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­და კი­დეც. თუმ­ცა მან ვერ გა­იხ­სე­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი და ვერც კრი­მი­ნა­ლე­ბის სახე აღიდ­გი­ნა.

მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბი­დან მე­ო­რე დღეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მას და გო­გო­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 100 000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვეს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თან­ხა 70 ათას დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და. გო­გო­ნას მა­მამ 27 ივ­ლისს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს, მძე­ვა­ლი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მას შემ­დეგ გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯახ­საც აღარ და­კავ­ში­რე­ბი­ან.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მამა მხედ­რი­ო­ნე­ლი იყო, იმ დრო­ის­თვის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში გავ­ლე­ნი­ან პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ოჯა­ხი ჰქონ­და. მა­შინ გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, თით­ქოს ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა მის მხედ­რი­ო­ნელ მა­მა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მა­მამ ორ­ჯერ გა­და­უ­ხა­და სო­ლი­დუ­რი თან­ხა გამ­ტა­ცებ­ლებს. თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ სხვა პი­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ მომ­ხდა­რით და რე­ა­ლუ­რი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე არც არა­სო­დეს გა­მო­სუ­ლან.

კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გო­გი­ნაშ­ვი­ლი თით­ქოს­და ძმებ­მა აფ­რა­სი­ძე­ებ­მა გა­ი­ტა­ცეს.

სვა­ნეთ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რვა გვა­მი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი იყო. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გვა­მი იყო. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ უარ­ყო ეს ინ­ფორ­მა­ცია - დად­გინ­და, რომ ეს ცხედ­რე­ბი 19-ე სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი იყო. მა­შინ­ვე გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამით აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­და. ამ ვა­რა­უ­დის მარ­თე­ბუ­ლო­ბა გა­ამ­ყა­რა საქ­მის კი­დევ ერ­თმა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს­მა გა­რე­მო­ე­ბამ, რო­მე­ლიც 2019 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი.

აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი, რო­მე­ლიც აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მუ­შად მუ­შა­ობ­და, ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა სვა­ნეთ­ში, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სახ­ლში. 2006 წელს შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხსნის ნა­ნახს ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი. უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბაც - ვი­დე­ო­ში მუ­რა­ვი­ო­ვი ყვე­ბა: "ოქ­ტომ­ბე­რი ან ნო­ემ­ბე­რი იყო, და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მე­ლიც იქ შეჰ­ყავ­დათ, შე­ვი­ტა­ნე შეშა, და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და, იქვე და­ვი­ნა­ხე გო­გოც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ეს გოგო მო­ტა­ცე­ბუ­ლი იყო".

მა­შინ მუ­რა­ვი­ო­ვის ად­ვო­კა­ტი, მა­რი­ნა ტა­ბა­ტა­ძე ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა პირ­მა გო­გი­ნაშ­ვი­ლი ფო­ტო­ებ­ზე ამო­იც­ნო და და­ა­დას­ტუ­რა, რომ ისი­ნი აფ­რა­სი­ძის სახ­ლში ნახა.

მას შემ­დეგ, რაც "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" შე­იც­ვა­ლა, მუ­რა­ვი­ოვ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვის დრო­ზე იც­რუა, როცა თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი აფ­რა­სი­ძე­ებ­თან ნახა. მისი თქმით, ასე­თი ში­ნა­არ­სის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მას პი­რა­დად ადე­იშ­ვილ­მა მოს­თხო­ვა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ბათო სა­ღი­ნა­ძეც იძი­ებ­და. ბათო სა­ღი­ნა­ძე ამ­ბობ­და, რომ მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. ის 2019 წელს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და:

ბათო სა­ღი­ნა­ძე:

- აქ­ტი­უ­რად ვხვდე­ბო­დი მა­რი­ა­მის მა­მას, რო­მელ­მაც ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მოთ­ქვა ეჭვი, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­ტა­ცე­ბი­ნა მისი შვი­ლი. ის იყო პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი და მის­სა­ვე თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და მტრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი და­მუქ­რე­ბია მა­რი­ა­მის მა­მას, რომ გა­გამ­წა­რე­ბო. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და მშობ­ლებს, რო­გორც ვიცი, აყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ, მაგ­რამ მათი გაზ­რდი­ლი იყო და ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. მუ­რა­ვი­ო­ვი დე­ტა­ლუ­რად მოყ­ვა, რო­გორ მი­იყ­ვა­ნეს აფ­რა­სი­ძე­ებ­თან მა­რი­ა­მი. მა­შინ გა­მო­სას­ყი­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ტა­ცე­ბე­ბი ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ებ­ში. აფ­რა­სი­ძე­ე­ბი ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყ­ვნენ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და სვა­ნეთ­ში, რო­გორც მი­უ­ვალ ად­გი­ლას, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სახ­ლში ხდე­ბო­და გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით გა­ჩე­რე­ბა.

საქ­მი­დან გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძეს ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია მა­რი­ა­მი და უთ­ქვამს, რომ გო­გო­ნას შეშ­ვე­ბოდ­ნენ. ამ ვერ­სი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ვა­პი­რებ­დი ომეხ­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა ჩემ­ზე და­ი­წყო ზე­წო­ლე­ბი. შემ­დეგ ამო­წყვი­ტეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბი, ხოლო მე და­მი­ჭი­რეს. ცი­ხე­ში ჩემ­თან იყო მო­სუ­ლი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა, რო­მელ­მაც მი­თხრა, ძა­ლი­ან სან­დო კა­ცის­გან გა­ვი­გე, მა­რი­ა­მი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ და იქ შვი­ლიც კი გა­უ­ჩე­ნი­აო. ეს იყო და ეს. ეს საქ­მე გა­ი­ყი­ნა და არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­კი­თხავს. მუ­რა­ვი­ოვ­მა კი სა­კუ­თა­რი ჩვე­ნე­ბა უარ­ყო და თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი არ უნა­ხავს აფ­რა­სი­ძე­ებ­თან. მე არ ვიცი, რა­ტომ მო­იქ­ცა ასე, შე­იძ­ლე­ბა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის მიზ­ნი­თაც გა­ა­კე­თა ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 23 წელია იძიებენ - რა არის ცნობილი მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებაზე

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 23 წელია იძიებენ - რა არის ცნობილი მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებაზე

გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აფრასიძეების ოჯახის წევრები, ევგენი აფრასიძის მეუღლე დოდო აფრასიძე და შვილიშვილი ლედი აფრასიძე დაიკითხნენ.

"ევგენი ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა. შემდეგ შემოვარდნენ, ორივე დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და გზაში დააგდეს, დასერეს", - გაიხსენა დოდო აფრასიძემ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 წელს მომხდარი სპეცოპერაცია გაიხსნეს.

ლედი აფრასიძის თქმით, ფანჯრებიდან, კარებიდან ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ტყვიები, სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები იყვნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ სპეცოპერაციის შემკვეთმა სააკაშვილმა და ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში, იმ დროს იყვნენ პატარა ბავშვები.

  • შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. ორმოცწუთიანი ორმხრივი სროლის შედეგად, სპეცრაზმელებმა საშიშ დამნაშავედ ცნობილი ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს, მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.

“ეს კრიმინალური ჯგუფი ჩამოყალიბდა ნამდვილ ბანდად, რომელიც 12 წლის მანძილზე ატერორებდა მთელ სვანეთს. მათ მოკლული ჰყავთ ადამიანები და ვერასოდეს ხელისუფლებამ ჩიტიც კი ვერ აუფრინა, გარდა უბადრუკი მცდელობებისა.“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში გააკეთა.

  • გუშინ, საგამოძიებო კომისიაზე აფრასიძეების სტუმრობამ საზოგადოებას, 15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე გაახსენა - რა არის ცნობილი ამ საქმის შესახებ?

გოგონა 2002 წლის 24 ივლისს წყნეთიდან გაიტაცეს. 23 წელია რაც რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სხვა ბავშვებთან ერთად, ინტერპოლი დღემდე ეძებს მარიამ გოგინაშვილს.

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე იმ პერიოდში ძალზედ გახმაურებული იყო და იმდენად აქტიურად შუქდებოდა მედიით, რომ შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვდეს საქმის დეტალები.

მარიამი

ბურუსით მოცულ საქმეს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა: მზესუმზირის გამყიდველი ქალი. ის ამბობდა, რომ ბავშვი, რომელიც წყნეთში, საკუთარ უბანში მდებარე მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, გამტაცებლებს საკუთარი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. ამ ფაქტმა საქმის მოწმეს გაუჩინა ეჭვი, რომ დამნაშავეები ბავშვისთვის უცხოები არ იყვნენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტის შემსწრე ქალმა აღნიშნა, რომ ბავშვს მათი დანახვა გაუხარდა კიდეც. თუმცა მან ვერ გაიხსენა ავტომობილის ნომერი და ვერც კრიმინალების სახე აღიდგინა.

მოზარდის გატაცებიდან მეორე დღეს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ გოგინაშვილის მამას და გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოითხოვეს. მოლაპარაკებების შედეგად, თანხა 70 ათას დოლარამდე შემცირდა. გოგონას მამამ 27 ივლისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დათქმულ ადგილზე ფული მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მძევალი არ გაათავისუფლეს და მას შემდეგ გატაცებულის ოჯახსაც აღარ დაკავშირებიან.

  • როგორც ცნობილია, მარიამ გოგინაშვილის მამა მხედრიონელი იყო, იმ დროისთვის ძალოვან სტრუქტურებში გავლენიან პოზიციაზე მუშაობდა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი ჰქონდა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, თითქოს ბავშვის გატაცება მის მხედრიონელ მამაზე შურისძიებას უკავშირდებოდა.

გავრცელებული ვერსიით, გაუჩინარებული გოგონას მამამ ორჯერ გადაუხადა სოლიდური თანხა გამტაცებლებს. თუმცა სინამდვილეში სულ სხვა პირები სარგებლობდნენ მომხდარით და რეალური გამტაცებლები ოჯახთან კონტაქტზე არც არასოდეს გამოსულან.

კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, გოგინაშვილი თითქოსდა ძმებმა აფრასიძეებმა გაიტაცეს.

სვანეთში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადეს, რომ სამარხში აღმოჩენილი რვა გვამი აფრასიძეების მოქმედების შედეგი იყო. მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ერთ-ერთი მათგანი მარიამ გოგინაშვილის გვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უარყო ეს ინფორმაცია - დადგინდა, რომ ეს ცხედრები 19-ე საუკუნის დროინდელი იყო. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხელისუფლება ამით აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის გამართლებას ცდილობდა. ამ ვარაუდის მართებულობა გაამყარა საქმის კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა გარემოებამ, რომელიც 2019 წელს გახდა ცნობილი.

აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვლადიმერ მურავიოვი, რომელიც აფრასიძეების ოჯახში მუშად მუშაობდა, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა გაუჩინარებული გოგონა სვანეთში, აფრასიძეების სახლში. 2006 წელს შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხსნის ნანახს ვლადიმერ მურავიოვი. უწყებამ გაავრცელა ვიდეოჩვენებაც - ვიდეოში მურავიოვი ყვება: "ოქტომბერი ან ნოემბერი იყო, დავინახე ბიჭი, რომელიც იქ შეჰყავდათ, შევიტანე შეშა, დავინახე ბიჭი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, იქვე დავინახე გოგოც, მოგვიანებით გავიგე, რომ ეს გოგო მოტაცებული იყო".

მაშინ მურავიოვის ადვოკატი, მარინა ტაბატაძე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გოგინაშვილი ფოტოებზე ამოიცნო და დაადასტურა, რომ ისინი აფრასიძის სახლში ნახა.

მას შემდეგ, რაც "ვარდების ხელისუფლება" შეიცვალა, მურავიოვმა სამართალდამცავ უწყებას აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ თავის დროზე იცრუა, როცა თქვა, რომ გოგინაშვილი აფრასიძეებთან ნახა. მისი თქმით, ასეთი შინაარსის ჩვენების მიცემა მას პირადად ადეიშვილმა მოსთხოვა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარიამ გოგინაშვილის საქმეს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათო საღინაძეც იძიებდა. ბათო საღინაძე ამბობდა, რომ მარიამ გოგინაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა. ის 2019 წელს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჰყვებოდა:

ბათო საღინაძე:

- აქტიურად ვხვდებოდი მარიამის მამას, რომელმაც ჩემთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, თუ ვის შეიძლებოდა გაეტაცებინა მისი შვილი. ის იყო პოლიციის პოლკოვნიკი და მისსავე თანამშრომელთან ჰქონდა მტრული ურთიერთობა. ეს ადამიანი დამუქრებია მარიამის მამას, რომ გაგამწარებო. ერთადერთი შვილი ჰყავდა მშობლებს, როგორც ვიცი, აყვანილი ჰყავდათ, მაგრამ მათი გაზრდილი იყო და ძალიან უყვარდათ. მურავიოვი დეტალურად მოყვა, როგორ მიიყვანეს აფრასიძეებთან მარიამი. მაშინ გამოსასყიდის სანაცვლოდ გატაცებები ძალიან გავრცელებული იყო. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული ამ საქმეებში. აფრასიძეები ძალიან დაახლოებული იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სვანეთში, როგორც მიუვალ ადგილას, აფრასიძეების სახლში ხდებოდა გატაცებულების დროებით გაჩერება.

საქმიდან გამოიკვეთა, რომ ომეხ აფრასიძეს ძალიან მოსწონებია მარიამი და უთქვამს, რომ გოგონას შეშვებოდნენ. ამ ვერსიაზე ვმუშაობდი, ვაპირებდი ომეხთან დაკავშირებას, თუმცა ჩემზე დაიწყო ზეწოლები. შემდეგ ამოწყვიტეს აფრასიძეები, ხოლო მე დამიჭირეს. ციხეში ჩემთან იყო მოსული ადვოკატი ზურაბ თოდუა, რომელმაც მითხრა, ძალიან სანდო კაცისგან გავიგე, მარიამი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაუყვანიათ და იქ შვილიც კი გაუჩენიაო. ეს იყო და ეს. ეს საქმე გაიყინა და არავის არაფერი მოუკითხავს. მურავიოვმა კი საკუთარი ჩვენება უარყო და თქვა, რომ გოგინაშვილი არ უნახავს აფრასიძეებთან. მე არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, შეიძლება ციხიდან გამოსვლის მიზნითაც გააკეთა ეს.