საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრასთან დაკავშირებით?
რა ინფორმაციას ავრცელებს კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრასთან დაკავშირებით?

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და სტივ უიტ­კო­ფის შეხ­ვედ­რის თემა უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ას­პექ­ტე­ბი იყო, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას კრემ­ლი ავ­რცე­ლებს.

  • "რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, სტი­ვენ უიტ­კოფ­თან. შეხ­ვედ­რის თემა უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ას­პექ­ტე­ბი იყო“, - ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს, სტივ უიტ­კოფს შო­რის შეხ­ვედ­რა ოთხსა­ათ­ნა­ხე­ვარს გაგ­რძელ­და.

რას აცხა­დე­ბენ თეთრ სახ­ლში?

"პრე­ზი­დენ­ტმა სრუ­ლი­ად მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ კონ­ფლიქ­ტის ორი­ვე მხა­რის მიერ გა­მუდ­მე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. მას სურს, რომ ბრძო­ლა შე­წყდეს და ომი დას­რულ­დეს. გვჯე­რა, რომ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად ბერ­კე­ტე­ბი გვაქვს და ჩვენ ამ ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ვა­პი­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა, კე­რო­ლა­ინ ლე­ვიტ­მა ბრი­ფინგზე.

მისი თქმით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, სტივ უიტ­კო­ფის რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტი და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა დიპ­ლო­მა­ტი­ურ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპს წარ­მო­ად­გენს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, სტივ უიტ­კო­ფი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა ოთხსა­ათ­ნა­ხე­ვარს გაგ­რძელ­და და კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ხილ­ვის „თემა უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ას­პექ­ტე­ბი იყო.

სტივ უიტ­კო­ფი რუ­სე­თი­დან ომან­ში გაფ­რინ­და, სა­დაც აშშ-სა და ირანს შო­რის მა­ღა­ლი დო­ნის არა­პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრასთან დაკავშირებით?

რა ინფორმაციას ავრცელებს კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრასთან დაკავშირებით?

ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო, - ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.

  • "რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთან. შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.

რას აცხადებენ თეთრ სახლში?

"პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გუშინ, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა და კრემლის ინფორმაციით, განხილვის „თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო.

სტივ უიტკოფი რუსეთიდან ომანში გაფრინდა, სადაც აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება.