სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!" - წილოსანი
"კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!" - წილოსანი

საკ­მა­ოდ გა­უ­გე­ბა­რია [გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი] სან­ქცი­ე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა - კი­თხვას ვსვამთ, რა შე­დე­გი სურს ჩვენს მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას ამ სან­ქცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბით და შემ­თხვე­ვით, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს?! - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა, ნინო წი­ლო­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მიერ 4 ქარ­თვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რას გუ­ლის­ხმობს „პო­ლი­ტი­კურ მი­ზან­ში“, წი­ლო­სა­ნი პა­სუ­ხობს, რომ „კი­თხვა იმი­ტომ არის რი­ტო­რი­კუ­ლი, რომ პა­სუხს თა­ვად სან­ქცი­ე­ბის დამ­წე­სებ­ლის­გან ითხოვს“.

წი­ლო­სა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­უ­გე­ბა­რია, ვის­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის და­ა­წე­სა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი.

„სამ­წუ­ხა­როდ, სან­ქცი­ე­ბი ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის და ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მცი­რედ გა­უ­გე­ბა­რია, ვის­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის არის აღ­ნიშ­ნუ­ლი [სან­ქცი­ე­ბი] მი­მარ­თუ­ლი. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, პი­რო­ბი­თად, უნდა გა­მო­ი­ძი­ოს, მათ შო­რის, „ნა­ცე­ბის“ რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დარ­ღვე­ვე­ბი და და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თუ ამ ადა­მი­ა­ნის და მას­თან ერ­თად სხვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს სან­ქცია, რა თქმა უნდა, საკ­მა­ოდ გა­უ­გე­ბა­რია თა­ვად სან­ქცი­ე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი­თხვას ვსვამთ - რა შე­დე­გი სურს ჩვენს მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას ამ სან­ქცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბით და შემ­თხვე­ვით ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს?! კი­თხვა იმი­ტომ არის რი­ტო­რი­კუ­ლი, რომ ითხოვს პა­სუხს თა­ვად სან­ქცი­ე­ბის დამ­წე­სებ­ლის­გან,“ - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში ოთხი პირი და­ა­სან­ქცი­რა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სან­ქცი­ე­ბის ეს პა­კე­ტი მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ზე, 2020 წლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად.

სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შალ­ვა ბე­დო­ი­ძეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს კარ­ლო კა­ცი­ტა­ძეს. სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას, დი­რექ­ტო­რის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სან­ქცი­ა­სა და სა­მოგ­ზა­უ­რო აკ­რძალ­ვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!" - წილოსანი

"კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!" - წილოსანი

საკმაოდ გაუგებარია [გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული] სანქციების მიზნობრიობა - კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

  • ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „პოლიტიკურ მიზანში“, წილოსანი პასუხობს, რომ „კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან ითხოვს“.

წილოსანი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ აღნიშნული სანქციები.

„სამწუხაროდ, სანქციები ძირითად შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის და ზემოქმედების საშუალებად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მცირედ გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის არის აღნიშნული [სანქციები] მიმართული. გენერალურმა პროკურორმა, პირობითად, უნდა გამოიძიოს, მათ შორის, „ნაცების“ რეჟიმის დანაშაულები, ის უმნიშვნელოვანესი დარღვევები და დანაშაულები, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება. თუ ამ ადამიანის და მასთან ერთად სხვა სამართალდამცავების მუშაობის შეფერხებას ემსახურება ეს სანქცია, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია თავად სანქციების მიზნობრიობა. ამ შემთხვევაში კითხვას ვსვამთ - რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ ითხოვს პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან,“ - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.