სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორჯღალოსნები ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე" სამყურებს დაუპირისპირდებიან
ბორჯღალოსნები ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე" სამყურებს დაუპირისპირდებიან

ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი 2025 წლის ზა­ფხუ­ლის ტესტ მატ­ჩე­ბის პირ­ველ თა­მაშ­ში, რო­მე­ლიც 5 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა, სამ­ყუ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. ტიერ1-ის მე­სა­მე გუნდს (შოტ­ლან­დი­ის და იტა­ლი­ის შემ­დეგ), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა, მას­პინ­ძლებს „მი­ხე­ილ მეს­ხზე“ 21:00 სა­ათ­ზე შე­ერ­კი­ნე­ბა.ზა­ფხულ­ში რი­ჩარდ ქოქ­რი­ლის შე­გირ­დებს ორი უმაღ­ლე­სი დო­ნის ტესტ-მატ­ჩი ელით. ირ­ლან­დი­ე­ლებ­თან ჯა­ხის შემ­დეგ ისი­ნი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან და 12 ივ­ლისს ბლუმ­ფონ­ტე­ინ­ში ად­გი­ლობ­რივ ფრენ­ჩა­იზ ‘ტო­ი­ო­ტა ჩი­ტასს’ ეთა­მა­შე­ბი­ან, 19-ში კი ნელსპრუ­ი­ტში მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის, სამ­ხრეთ აფ­რი­კის წი­ნა­შე „მბომ­ბე­ლას“ სტა­დი­ონ­ზე წარ­სდგე­ბი­ან.

ბორ­ჯღა­ლოს­ნებს ირ­ლან­დი­ე­ლებ­თან აქამ­დე 5-ჯერ უთა­მა­ში­ათ და ჯერ­ჯე­რო­ბით მე­ტო­ქე სრულ უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობს. „სამ­ყუ­რებს“ პირ­ვე­ლად 1998 წელს, 1999 წლის მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე ვე­თა­მა­შეთ მე­ტო­ქემ დუბ­ლინ­ში 70:0 იმარ­ჯვა. 4 წლის შემ­დეგ ირ­ლან­დი­ამ კვლავ დუბ­ლინ­ში, მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩევ მატჩში 63:14 მო­ი­გო. 2007 წლის მსოფ­ლიო თას­ზე მე­ტო­ქეს­თან ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი და­ვა­ფიქ­სი­რეთ. ირ­ლან­დი­ე­ლებ­მა დიდი ძა­ლის­ხმე­ვით 14:10 მო­ი­გეს და ამ შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლომ მსოფ­ლიო თას­ზე პირ­ვე­ლი (ნუ­გეშ)-ქულა მო­ი­პო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მას შემ­დეგ ირ­ლან­დი­ას დუბ­ლინ­ში კი­დევ ორ­ჯერ ეთა­მა­შა. 2014 წელს მას­პინ­ძლებ­მა ტესტ-მატჩში 49:7 გა­ი­მარ­ჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მო­ი­გეს.

„ირ­ლან­დი­ას­თან ტეს­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლეა. წელს სა­უ­კე­თე­სო ზა­ფხუ­ლის ტეს­ტე­ბი გვე­ლის - 2 ყვე­ლა­ზე ძლი­ერ გუნდთან, რაც სა­რაგ­ბო ერე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს“ - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ქოქ­რილ­მა.

ირ­ლან­დია ექ­ვსი ერის 24-გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ბოლო ორი ტი­ტუ­ლი მან 2023 და 2024 წლებ­ში შე­მარ­თა, წელს კი პირ­ვე­ლო­ბა საფ­რან­გეთს და­უთ­მო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში ის ევ­რო­პულ გუნ­დებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო, მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს. პირ­ველ ად­გილ­ზე სამ­ხრეთ აფ­რი­კაა, მე­ო­რე­ზე კი ახა­ლი ზე­ლან­დია.

რაგ­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და­გეგ­მეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფან-ზონა მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აქ გულ­შე­მატ­კივ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ დატ­კბ­ნენ სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, და­ა­გე­მოვ­ნონ გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი და სას­მე­ლი, ასე­ვე შე­ი­ძი­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ატ­რი­ბუ­ტი­კა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბორჯღალოსნები ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე" სამყურებს დაუპირისპირდებიან

ბორჯღალოსნები ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე" სამყურებს დაუპირისპირდებიან

ბორჯღალოსნები 2025 წლის ზაფხულის ტესტ მატჩების პირველ თამაშში, რომელიც 5 ივლისს გაიმართება, სამყურებს დაუპირისპირდებიან. ტიერ1-ის მესამე გუნდს (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა, მასპინძლებს „მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე შეერკინება.ზაფხულში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს ორი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ირლანდიელებთან ჯახის შემდეგ ისინი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე „მბომბელას“ სტადიონზე წარსდგებიან.

ბორჯღალოსნებს ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ უთამაშიათ და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. „სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო. 2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ეთამაშა. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.

„ირლანდიასთან ტესტის ოფიციალურად დადასტურება ძალიან კარგი სიახლეა. წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის - 2 ყველაზე ძლიერ გუნდთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“ - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.

ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში შემართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია.

რაგბის მოყვარულებისთვის ორგანიზატორებმა დაგეგმეს განსაკუთრებული ფან-ზონა მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით, დააგემოვნონ გემრიელი საჭმელი და სასმელი, ასევე შეიძინონ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ატრიბუტიკა.

NS