საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას" - გიორგი ჩიკვაიძე
"ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას" - გიორგი ჩიკვაიძე

ვით­ვა­ლის­წი­ნებ ყვე­ლას თხოვ­ნას და ზუს­ტად 7 დღით ვწყვეტ შიმ­ში­ლო­ბას 30 დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ, - ამის შე­სა­ხებ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • რო­გორც ჩიკ­ვა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­ცი­ე­ლით, სურს „პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ხე­ლი­დან გა­მო­ა­ცა­ლოს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ 17 აპ­რი­ლის­თვის არ ჰქონ­დეთ რა­ი­მე სა­ბა­ბი და სა­სა­მარ­თლო­ზე არ და­ას­წო­რონ“.

„დიდი მად­ლო­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის დე­დებს თა­ნად­გო­მის­თვის; ასე­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მთხოვ­და, რომ შიმ­ში­ლო­ბა შე­მე­წყვი­ტა. ვით­ვა­ლის­წი­ნებ ყვე­ლას თხოვ­ნას და ზუს­ტად 7 დღით ვწყვეტ შიმ­ში­ლო­ბას 30 დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ, ამ ჟეს­ტით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ალი­ან­სში, მინ­და ხე­ლი­დან გა­მო­ვა­ცა­ლო სა­ფუძ­ვე­ლი, რომ 17 აპ­რი­ლის­თვის არ ჰქონ­დეთ რა­ი­მე სა­ბა­ბი და სა­სა­მარ­თლო­ზე არ და­მას­წრონ”, - წერს ჩიკ­ვა­ი­ძე.

ის მი­მარ­თავს მისი საქ­მის მო­ა­სა­მარ­თლეს.

„17 აპ­რი­ლი დიდი ხუთ­შა­ბა­თია; დიახ, ქალ­ბა­ტო­ნო იზა კე­ლენ­ჯე­რი­ძე, ნამ­დვი­ლად 33 ვერ­ცხლია თქვე­ნი და იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფასი, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენთ და სა­სა­მარ­თლოს ეძა­ხით. მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ ვერც მაგ 33 ვერ­ცხლს მი­ი­ღებთ, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ხართ, რომ თქვე­ნი გვა­რი ბრი­ტა­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი ტალ­ღის პირ­ველ ათე­ულ­შია.

ასე­ვე, 17 აპ­რილს გამ­ხელთ თქვენ და პრო­კუ­რა­ტუ­რას ერ­თად, თუ რო­გორ მოქ­მე­დებთ შე­თან­ხმე­ბუ­ლად. შე­გახ­სე­ნებთ, რომ თქვენ ხართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რაც თქვენ­მა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ დამ­მარ­თა - მე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მაქვს თა­ვის ტვი­ნის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მოძ­რა­ო­ბა­სა და მხედ­ვე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად მი­მუ­შა­ვებს მე­ტყვე­ლე­ბის და აზ­როვ­ნე­ბის ნა­წი­ლი.

ამ ჯერ­ზე, გა­ი­ძუ­ლებთ, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩემს მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი,რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას­თან, რაც შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპს არ­ღვევს, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თქვენც მო­გიყ­ვე­ბით თუ რას შე­ე­წი­რა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბ-ნი რა­მიშ­ვი­ლი და რა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­ხებ­ლო­ბა­შია ჩემს საქ­მეს­თან.

რო­გორც ვიცი, თქვენ ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობთ; შე­სა­ბა­მი­სად, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და სტუ­დენ­ტებ­მა იცოდ­ნენ თქვენს მიერ ჩა­დე­ნი­ლი უსა­მარ­თლო­ბი­სა და ბო­რო­ტე­ბის შე­სა­ხებ.

გპირ­დე­ბით, რომ თქვე­ნი და ჩემი გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი იქ­ნე­ბა პრე­ცე­დენ­ტუ­ლი.

მე­გობ­რე­ბო, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ყვე­ლას სო­ლი­და­რო­ბის­თვის, ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ და ეს ასეც იქ­ნე­ბა!

სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბო, გა­მაგრდით! ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა“, - წერს ჩიკ­ვა­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას" - გიორგი ჩიკვაიძე

"ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას" - გიორგი ჩიკვაიძე

ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, აღნიშნული საქციელით, სურს „პენიტენციურ დაწესებულებას, ხელიდან გამოაცალოს საფუძველი, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დაასწორონ“.

„დიდი მადლობა სინდისის პატიმრების დედებს თანადგომისთვის; ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მთხოვდა, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამ ჟესტით, პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს პროკურატურასთან ალიანსში, მინდა ხელიდან გამოვაცალო საფუძველი, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ”, - წერს ჩიკვაიძე.

ის მიმართავს მისი საქმის მოასამართლეს.

„17 აპრილი დიდი ხუთშაბათია; დიახ, ქალბატონო იზა კელენჯერიძე, ნამდვილად 33 ვერცხლია თქვენი და იმ დაწესებულების ფასი, რომელსაც წარმოადგენთ და სასამართლოს ეძახით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვერც მაგ 33 ვერცხლს მიიღებთ, რადგან, სავარაუდოდ, ინფორმირებული ხართ, რომ თქვენი გვარი ბრიტანული და ევროპული სანქციების ახალი ტალღის პირველ ათეულშია.

ასევე, 17 აპრილს გამხელთ თქვენ და პროკურატურას ერთად, თუ როგორ მოქმედებთ შეთანხმებულად. შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენმა უსამართლო გადაწყვეტილებამ დამმართა - მე დაზიანებული მაქვს თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობასა და მხედველობაზე, მაგრამ ძალიან კარგად მიმუშავებს მეტყველების და აზროვნების ნაწილი.

ამ ჯერზე, გაიძულებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობები,რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი ქმედებების შედეგად მტკიცებულებების განადგურებასთან, რაც შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს, ასევე საზოგადოებას და თქვენც მოგიყვებით თუ რას შეეწირა კორუმპირებული ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბ-ნი რამიშვილი და რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ფინანსური პოლიციის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ეგრეთწოდებული სპეცოპერაციის დროს.

ეს ყველაფერი შემხებლობაშია ჩემს საქმესთან.

როგორც ვიცი, თქვენ ლექციებს კითხულობთ; შესაბამისად, მინდა საზოგადოებამ და სტუდენტებმა იცოდნენ თქვენს მიერ ჩადენილი უსამართლობისა და ბოროტების შესახებ.

გპირდებით, რომ თქვენი და ჩემი გადაკვეთის წერტილი იქნება პრეცედენტული.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას სოლიდარობისთვის, ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება!

სინდისის პატიმრებო, გამაგრდით! ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ჩიკვაიძე.