მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო
"პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"ეკ­ლე­სია არ არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლი­სად­მი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მომ­ღე­რალ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის­გან ითხო­ვა კურ­თხე­ვა, 9 აპ­რილს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გახ­სე­ნე­ბის მიზ­ნით, გამ­თე­ნი­ი­სას ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბი და­რე­კი­ლი­ყო. თუმ­ცა ის ასე­ვე "8-9 აპ­რილს აა­ნონ­სებს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის წა­მო­წყე­ბას და რო­გორც ჩანს, ზა­რე­ბის და­რეკ­ვაც მის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კონ­ტექ­სტში მო­ი­აზ­რე­ბა“.

„ა.წ. 6 აპ­რილს, ბა­ტონ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის­გან ითხო­ვა კურ­თხე­ვა, 9 აპ­რილს სამ­შობ­ლოს­თვის შე­წი­რულ­თა სუ­ლე­ბის სა­ო­ხად და მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გახ­სე­ნე­ბის მიზ­ნით, გამ­თე­ნი­ი­სას ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბი და­რე­კი­ლი­ყო; მაგ­რამ ბ-ნ პა­ა­ტას ბოლო გან­ცხა­დე­ბით­ვე, იგი 8-9 აპ­რილს აა­ნონ­სებს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის წა­მო­წყე­ბას და აკე­თებს მო­წო­დე­ბებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ჩანს, ზა­რე­ბის და­რეკ­ვაც მის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კონ­ტექ­სტში მო­ი­აზ­რე­ბა;

მი­უ­ხე­და­ვად ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ამა თუ იმ პო­ზი­ცი­ი­სა, ზო­გა­დად, ეკ­ლე­სია არ არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლი­სად­მი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. მას აქვს მრევ­ლის და, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის ზრუნ­ვის მო­ვა­ლე­ო­ბა და საღვთო სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბა; ეს ყვე­ლამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

1989 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 9 აპ­რი­ლი გა­მორ­ჩე­ულ დღედ იქცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში; ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, წელ­საც, მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის კურ­თხე­ვით, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, გა­დახ­დი­ლი იქ­ნე­ბა პა­ნაშ­ვი­დე­ბიც და პა­რაკ­ლი­სე­ბიც რო­გორც 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან, ასე­ვე ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სახ. ტა­ძარ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, რომ..." - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

  • განცხადების თანახმად, მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო. თუმცა ის ასევე "8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება“.

„ა.წ. 6 აპრილს, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება;

მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება; ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში; ამასთან დაკავშირებით, წელსაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ტრადიციისამებრ, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.