საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დღეს ჩვენს თეფშზე ანტიბიოტიკები, ჰორმონები, პესტიციდები და მძიმე მეტალები ხვდებიან - მათი გავლენა ორგანიზმზე მძიმეა“ - ლაშა უჩავა საკვებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს
“დღეს ჩვენს თეფშზე ანტიბიოტიკები, ჰორმონები, პესტიციდები და მძიმე მეტალები ხვდებიან - მათი გავლენა ორგანიზმზე მძიმეა“ - ლაშა უჩავა საკვებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს

“დღეს ჩვე­ნი საკ­ვე­ბის თეფ­შზე მხო­ლოდ ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი კი არა, ხში­რად - ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ჰორ­მო­ნე­ბი, პეს­ტი­ცი­დე­ბი და მძი­მე მე­ტა­ლე­ბიც ხვდე­ბი­ან. ისი­ნი შე­საძ­ლოა უგე­მოვ­ნო და უჩი­ნა­რი იყოს, მაგ­რამ მათი გავ­ლე­ნა ორ­გა­ნიზ­მზე, რე­ა­ლუ­რია და მძი­მე,“ - ამის შე­სა­ხებ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა წერს.

  • მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი სუს­ტია.

“მრა­ვალ ფერ­მა­ში ცხო­ვე­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აძ­ლე­ვენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს არა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, არა­მედ პრე­ვენ­ცი­ი­სა და სწრა­ფი წო­ნის მო­სა­მა­ტებ­ლად. ასე­თი ცხო­ვე­ლე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში რჩე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ნარ­ჩე­ნე­ბი, რაც სა­ბო­ლო­ოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა. შე­დე­გად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ მდგრა­დო­ბა (რე­ზის­ტენ­ტო­ბა) უკვე ერთ-ერთი უმწვა­ვე­სი პრობ­ლე­მაა მსოფ­ლი­ო­ში - მკურ­ნა­ლო­ბა რთულ­დე­ბა, ინ­ფექ­ცი­ე­ბი აღარ ემორ­ჩი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას.

ასე­ვე, ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა­ში ზრდის ცხო­ველ­თა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად. ეს ჰორ­მო­ნე­ბი რჩე­ბა რძე­სა და ხორ­ცში. რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა ბავ­შვებ­ში იწ­ვევს პუ­ბერ­ტა­ტის დაჩ­ქა­რე­ბას, ჰორ­მო­ნულ დის­ბა­ლანსს და ზრდის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ბევ­რი ასე­თი ჰორ­მო­ნი აკ­რძა­ლუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მათ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­გუ­ლა­ცია ჯერ არ მოქ­მე­დებს.

  • საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ჩვენს ბაზ­რებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბოსტნე­უ­ლი და ხილი, ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პეს­ტი­ცი­დე­ბი. ისი­ნი ორ­გა­ნიზ­მში გროვ­დე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, იწ­ვევს ალერ­გი­ებს და მე­ტა­ბო­ლურ დარ­ღვე­ვებს. მძი­მე მე­ტა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტყვია ან კად­მი­უ­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ინ­დუსტრი­ულ ზო­ნებ­თან ახ­ლოს მოყ­ვა­ნილ პრო­დუქ­ტებ­ში.

ვინ უნდა და­იც­ვას მომ­ხმა­რე­ბე­ლი?

დღეს მომ­ხმა­რე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად დარ­ჩე­ნი­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად. ხში­რად არც მწარ­მო­ე­ბე­ლი, არც დის­ტრი­ბუ­ტო­რი და არც სა­ხელ­მწი­ფო არ იღებს საკ­მა­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას საკ­ვე­ბის ხა­რისხზე

საკ­ვე­ბის ფასი დღეს, მხო­ლოდ ლარი არ არის, დღეს საკ­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი ფასი ჯან­მრთე­ლო­ბით იზო­მე­ბა. საკ­ვე­ბი უნდა იყოს უსაფრ­თხო, სუფ­თა და ბუ­ნებ­რი­ვი. ამა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ - კა­ნო­ნით, კონ­ტრო­ლი­თა და რე­გუ­ლა­ცი­ით, რაც დღეს სამ­წუ­ხა­როდ არ ხდე­ბა, არ ხდე­ბა ეს დიდი ხანი უკვე და დიდი ხა­ნია უკვე ვსა­უბ­რობთ ამა­ზე, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, რად­გან სის­ტე­მა არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და მის­თვის არა­რის პრი­ო­რი­ტე­ტი ადა­მი­ა­ნი, მისი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა,“ - წერს ლაშა უჩა­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“დღეს ჩვენს თეფშზე ანტიბიოტიკები, ჰორმონები, პესტიციდები და მძიმე მეტალები ხვდებიან - მათი გავლენა ორგანიზმზე მძიმეა“ - ლაშა უჩავა საკვებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს

“დღეს ჩვენს თეფშზე ანტიბიოტიკები, ჰორმონები, პესტიციდები და მძიმე მეტალები ხვდებიან - მათი გავლენა ორგანიზმზე მძიმეა“ - ლაშა უჩავა საკვებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს

“დღეს ჩვენი საკვების თეფშზე მხოლოდ ვიტამინები და მინერალები კი არა, ხშირად - ანტიბიოტიკები, ჰორმონები, პესტიციდები და მძიმე მეტალებიც ხვდებიან. ისინი შესაძლოა უგემოვნო და უჩინარი იყოს, მაგრამ მათი გავლენა ორგანიზმზე, რეალურია და მძიმე,“ - ამის შესახებ ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა წერს.

  • მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში საკვების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი სუსტია.

“მრავალ ფერმაში ცხოველებს რეგულარულად აძლევენ ანტიბიოტიკებს არა დაავადების სამკურნალოდ, არამედ პრევენციისა და სწრაფი წონის მოსამატებლად. ასეთი ცხოველების პროდუქტებში რჩება ანტიბიოტიკის ნარჩენები, რაც საბოლოოდ ადამიანების ორგანიზმში ხვდება. შედეგად, ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა (რეზისტენტობა) უკვე ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა მსოფლიოში - მკურნალობა რთულდება, ინფექციები აღარ ემორჩილება ჩვეულებრივ მკურნალობას.

ასევე, ჰორმონების გამოყენება მესაქონლეობაში ზრდის ცხოველთა პროდუქტიულობას, მაგრამ ჯანმრთელობის ფასად. ეს ჰორმონები რჩება რძესა და ხორცში. რეგულარული მიღება ბავშვებში იწვევს პუბერტატის დაჩქარებას, ჰორმონულ დისბალანსს და ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს. ევროკავშირის ქვეყნებში ბევრი ასეთი ჰორმონი აკრძალულია, საქართველოში კი მათზე ეფექტიანი რეგულაცია ჯერ არ მოქმედებს.

  • საფრთხის შემცველია ჩვენს ბაზრებზე წარმოდგენილი ბოსტნეული და ხილი, ხშირად ფიქსირდება აკრძალული ან გადამეტებული დოზით გამოყენებული პესტიციდები. ისინი ორგანიზმში გროვდება და დროთა განმავლობაში მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე, იწვევს ალერგიებს და მეტაბოლურ დარღვევებს. მძიმე მეტალები, როგორიცაა ტყვია ან კადმიუმი, განსაკუთრებით ხშირია ინდუსტრიულ ზონებთან ახლოს მოყვანილ პროდუქტებში.

ვინ უნდა დაიცვას მომხმარებელი?

დღეს მომხმარებელი პრაქტიკულად დარჩენილია საკუთარი თავის იმედად. ხშირად არც მწარმოებელი, არც დისტრიბუტორი და არც სახელმწიფო არ იღებს საკმარის პასუხისმგებლობას საკვების ხარისხზე

საკვების ფასი დღეს, მხოლოდ ლარი არ არის, დღეს საკვების რეალური ფასი ჯანმრთელობით იზომება. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო, სუფთა და ბუნებრივი. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ - კანონით, კონტროლითა და რეგულაციით, რაც დღეს სამწუხაროდ არ ხდება, არ ხდება ეს დიდი ხანი უკვე და დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ უშედეგოდ, რადგან სისტემა არ არის ორიენტირებული საზოგადოებაზე და მისთვის არარის პრიორიტეტი ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა,“ - წერს ლაშა უჩავა.

იხილეთ ასევე: