სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი "მის და მისტერ" აჭარის გარშემო, ყოფილი კონკურსანტი ორგანიზატორს გამარჯვებისთვის ფულის მოთხოვნაში ადანაშაულებს - რა პასუხობს გიორგი მასხულია ბრალდებას?
სკანდალი "მის და მისტერ" აჭარის გარშემო, ყოფილი კონკურსანტი ორგანიზატორს გამარჯვებისთვის ფულის მოთხოვნაში ადანაშაულებს - რა პასუხობს გიორგი მასხულია ბრალდებას?

მე­ექ­ვსე წე­ლია რაც დი­ზა­ი­ნე­რი და მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი გი­ორ­გი მას­ხუ­ლია ბა­თუმ­ში კონ­კურსს "მის და მის­ტერ აჭა­რას“ ატა­რებს. ტრა­დი­ცი­ას წელ­საც არ უღა­ლა­ტა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2023 წელს ბელ­გი­ას ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით ჩა­ბარ­და, 5 აპ­რილს ბა­თუმ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი ჩა­ა­ტა­რა.

გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ კონ­კურ­სის სა­ხელ­წო­დე­ბა ათი წლის წინ, საქპა­ტენ­ტში და­ა­რე­გის­ტრი­რა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლია. წელს, მის და მის­ტერ აჭა­რას სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. კონ­კუ­რის დას­რუ­ლე­ბი­დან ორ დღე­ში 22 წლი­სა მა­რი­ამ თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ მას­ხუ­ლი­ამ, მას კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის სა­ნაც­ვლოდ თავ­და­პირ­ვე­ლად 5500 ლა­რის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თან­ხა 1700 ლა­რამ­დე შე­ამ­ცი­რა.

გი­ორ­გი მას­ხუ­ლია გა­მარ­ჯვე­ბულ კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად

მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ გა­რი­გე­ბას არ და­თან­ხმდა და კონ­კურ­სზე აღარ გა­სუ­ლა, თუმ­ცა მას­ხუ­ლია 500 ლარს, რო­მე­ლიც რე­გის­ტრა­ცი­ი­სას გა­და­რი­ცხა, აღარ უბ­რუ­ნებს. უფრო მე­ტიც, მა­რი­ა­მის თქმით, სა­ჯა­რო პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­და და "სოფ­ლის გომ­ბიო" ეძა­ხა. გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ თა­ვა­დაც უკ­ვირს, რო­გორ გა­ბე­და ამ­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, რად­გან სხვა­ზე ცუდი არა­სო­დეს და­უ­წე­რია.

თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ა­საც, რო­მე­ლიც ბრი­უ­სე­ლის აე­რო­პორ­ტში ჩავ­წე­რეთ. მისი თქმით, კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნას და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის გა­დახ­და, არა გა­მარ­ჯვე­ბის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე გაყ­ვა­ნის­თვის შეს­თა­ვა­ზა.

მა­რი­ამ თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი:

- გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ას­თან აქამ­დე შე­ხე­ბა არ მქო­ნია. რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­ზე გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, ბა­თუმ­ში მე­ნე­ჯე­რი ჰყავს ვახო ყა­დი­ძე და სწო­რედ მას შევ­ხვდი. ვა­ხომ ამიხ­სნა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სო იყო და გა­და­სახ­დე­ლი მხო­ლოდ 500 ლარი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კონ­კურ­სან­ტის მა­კი­აჟს, თმას და ორ სა­კონ­კურ­სო კა­ბას მოხ­მარ­დე­ბო­და. დავ­თან­ხმდი, რად­გან მე­გო­ნა, რომ ასე ხდე­ბო­და პრო­ექ­ტებ­ში, ეს ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

ამის შემ­დეგ, ვახო ყა­დი­ძე და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ამ გა­მო­არ­თვა ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი, რის შემ­დე­გაც გი­ორ­გიმ მომ­წე­რა, - მა­რი­ამ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, ლა­მა­ზი გოგო ხარო. ორი დღის შემ­დეგ კი­დევ მომ­წე­რა, ულა­მა­ზე­სი ხარ და ვიცი, კონ­კურ­სში იმი­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობ, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი გინ­და, მე შე­მიძ­ლია გაგ­ხა­დო "მის აჭა­რა“, შენ ჩემი რჩე­უ­ლი ხარ, მაგ­რამ ეს ჩვენს შო­რის უნდა დარ­ჩეს, რომ სხვებს გული არ დას­წყდე­სო.

- შემ­დეგ რო­გორ გა­ი­გეთ, რომ სხვებ­საც იმა­ვეს წერ­და.

- დე­დამ მი­თხრა, მიდი, კარ­გად გა­არ­კვიე ვი­ნაა და რას წარ­მო­ად­გენ­სო. თან­ხა რომ შე­მომ­თა­ვა­ზა მე უკვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ მივ­წე­რე, რომ მად­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის და პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა კონ­კურ­სან­ტებ­საც მივ­წე­რე. აღ­მოჩ­ნდა რომ ზოგს 3700 ლა­რის გა­დახ­და შეს­თა­ვა­ზა და ზოგს - ორი ათა­სის, მე ალ­ბათ მდი­და­რი ვე­გო­ნე, რომ 5500 ლარი შე­მომ­თა­ვა­ზა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, - მინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, კარ­გი გოგო ხარო. ვუ­თხა­რი რომ ძვი­რი იყო და ბო­ლოს 1700 ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და.

- რო­დე­საც გა­და­წყვი­ტეთ, რომ აღარ მი­ი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვის და­უ­კავ­შირ­დით და რა მი­ზე­ზით ახ­სე­ნით უარი?

- გი­ორ­გის მივ­წე­რე, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მინ­დო­და და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ უკან ის 500 ლარი, რო­მე­ლიც გა­დახ­დი­ლი მქონ­და. მომ­წე­რა, - გა­მარ­ჯო­ბა მა­რი­ამ, ალ­ბათ დე­დას და­ე­ლა­პა­რა­კე და აღარ გინ­დაო. ჩემი უარი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით ავ­ხსე­ნი. მე­ო­რე დღეს მომ­წე­რა, რომ თან­ხის ნა­ხევ­რის დაბ­რუ­ნე­ბას ეც­დე­ბო­და, რა­ზეც მივ­წე­რე, რომ სხვე­ბის­თვის მთლი­ა­ნი თან­ხა ჰქონ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და მე რა­ტომ მიბ­რუ­ნებ­და ნა­ხე­ვარს. ამა­ზე გა­ღი­ზი­ან­და, შენი ხუ­თა­სი ლარი ჩემი ერთი შეს­ვლაა ჩემი "სე­ფო­რა­შიო". ვო­ი­სებ­ში მომ­წე­რა, - შენ­ნა­ი­რე­ბი კლუბ­ში "კურ­ტკას“ მი­ჭე­რე­ნო....

თა­ვი­დან მი­თხრა, ბა­თუმ­ში რომ ჩა­მო­ვალ, თან­ხას და­გიბ­რუ­ნე­ბო. რო­დე­საც "სთო­რებ­ში ვნა­ხე, რომ ბა­თუმ­ში იყო, კი­დევ შე­ვახ­სე­ნე. რა­ზეც მომ­წე­რა, მა­ცა­დე შენი გრო­შე­ბი რად მინ­დაო. თა­ვი­დან სხავ მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც მწერ­დნენ, რომ წა­მო­ვი­დოდ­ნენ კონ­კურ­სი­დან, მაგ­რამ ბო­ლოს მე წა­მო­ვე­დი და ყვე­ლა დარ­ჩა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ რა მოხ­და.

- თან­ხა რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა არაფ­რის და­წე­რას არ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ დე­დამ მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე, რას ჰქვია არ და­წე­რო, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ სხვაც არ და­ზა­რალ­დე­სო. პოს­ტის და­დე­ბის შემ­დეგ მომ­წე­რა, რა სა­ცო­და­ვი ხარ, ქალო, შენ­ნა­ირ უნა­მუ­სო ადა­მი­ანს რო­გორ უნდა მო­ვექ­ცე ვიცი, მე­ცო­დე­ბა შენ­ნა­ი­რი "ჰე­ი­თე­რე­ბი", წი­თე­ლი სა­ცხი ქა­ლო­ბას არ ნიშ­ნავ­სო. ასე­ვე მომ­წე­რა, რომ ხვალ მისი ად­ვო­კა­ტი და­მი­კავ­შირ­დე­ბა. ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა არ მი­მი­წე­რია მისი მი­სა­მარ­თით, მი­უ­ხე­და­ვად მისი ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა.

  • რო­გორც და­სა­წყის­ში გიყ­ვე­ბო­დით, გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ას რო­დე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, ის ახა­ლი ჩაფ­რე­ნი­ლი იყო ბელ­გი­ა­ში. მე­ო­რე მხა­რის გა­შუ­ქე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და და მისი თქმის, ეს შავი პი­ა­რი, პი­რი­ქით, მის კონ­კურსს და­დე­ბი­თად წა­ად­გე­ბა.

"მე ამ გო­გო­ნას შევ­თა­ვა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წას­ვლა, რა­საც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნას ვთა­ვა­ზობ. მე მაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბიც და ამის­თვის წი­ნას­წარ ვირ­ჩევ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უცხო­ეთ­ში მიგ­ვყავს. რა 5000 ლარი, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წას­ვლა, ჩაც­მა, ვი­ზა­ჟი, ვარ­ცხნი­ლო­ბა, სას­ტუმ­რო­თი ჯდე­ბა 3500-5000 ლა­რამ­დე. ეს ისე­თი სფე­როა, რომ ჩვენ არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გვა­ფი­ნან­სებს არც მე­რია და ჩვე­ნი­ვე სახ­სრე­ბით ვპო­უ­ლობთ სპონ­სო­რებს. ჩვენ­ვე ვართ სპონ­სო­რე­ბი.

ამი­ტომ მა­რი­ამს შევ­თა­ვა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა ხარ, კონ­კურ­სზე რომ და­რე­გის­ტრირ­დი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზეც წა­მო­დიო-მეთ­ქი, რაც შე­დი­ო­და ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში. მერე უკვე აღარ მო­უნ­და, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სახ­სრე­ბი აღარ ჰქონ­და. მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა ლა­მა­ზი ბავ­შვი გა­ვიყ­ვა­ნო კონ­კურ­სზე, შე­მო­ევ­ლოთ ჩემი თავი, ჭიპი მაქვს მოჭ­რი­ლი, 16 წლი­დან ამ სფე­რო­ში ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა კონ­კურ­სი თით­ქმის ჩე­მია.

მა­რი­ამ­მა რად­გან ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­წევ­როს თან­ხა მო­ი­თხო­ვა. მე მაგ ბავ­შვს ვუ­თხა­რი ჩემი კე­თი­ლი სურ­ვი­ლით, თუ შევ­ძლებ კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თან­ხა გად­მო­გი­რი­ცხო, გად­მო­გი­რი­ცხავ-მეთ­ქი, რა­ზეც ბუ­ღალ­ტერ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გან­მი­ცხა­და, ჯა­რი­მას და­გა­წერ­სო დღგ. მე რა­ტომ უნდა და­მე­წე­როს ჯა­რი­მა, მისი სურ­ვი­ლით არ გა­მო­ვი­და ეს ბავ­შვი კონ­კურ­სზე, იმი­ტომ რომ არ ჰქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წა­მო­სას­ვლე­ლი თან­ხა.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ შეს­თა­ვა­ზეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წას­ვლა და არა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თან­ხის გა­დახ­და?

- რა სი­სუ­ლე­ლეა, ფო­ტო­ში ნა­ნა­ხი ბავ­შვის რო­გორ შევ­თა­ვა­ზებ­დი გა­მარ­ჯვე­ბას. მე შევ­ცდი იმა­ში, რომ ჩემს თავს მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, რომ მაგ ბავ­შვს ამ­ბი­ცი­ე­ბი შევ­მა­ტე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სით და ეს გა­მო­ი­ყე­ნა პი­ა­რის­თვის. ძა­ლი­ან კარ­გია, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ასე­თი შავი პი­ა­რის­თვის, დღეს "ბლექ პი­ა­რი“ ყვე­ლა­ზე კარ­გი პი­ა­რია. ჩემი კონ­კურ­სია მინ­და 5000-ს შევ­თა­ვა­ზებ ფეს­ტი­ვალ­ზე წა­სას­ვლე­ლად მო­ნა­წი­ლეს, მინ­და 20 ათასს, იმი­ტომ, რომ მე არა­ვინ მა­ფი­ნან­სებს. მა­შინ და­მა­ფი­ნან­სოს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და ერთ თეთ­რს არ მო­ვი­თხოვ, ყვე­ლას უფა­სოდ წა­ვიყ­ვან.

- გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თან­ხა არ აგი­ღი­ათ არა­სო­დეს?

- მე გა­მარ­ჯვე­ბის­თვის არა­სო­დეს ფულს არ ვი­თხოვ, პი­რი­ქით როცა ლა­მაზ გო­გო­ნას ვხე­დავ, მინ­და, ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აი­ღოს. ლინ­და, ვინც "მის აჭა­რა" გახ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გოა, სოფო და­ვი­თა­ძეც "მის ბა­თუ­მი“, პა­ტა­რა ად­რი­ა­ნა დე­ვა­ძეც ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა.

სა­ერ­თოდ, ასე­თი პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შემ­ქმნია, ეს ბავ­შვი არის ინ­ტრი­გა­ნი, პი­რა­დი მი­მო­წე­რა გა­მი­სა­ჯა­რო­ვა, ახლა ჩა­მოვფრინ­დი ბრი­უ­სელ­ში, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს ად­ვო­კა­ტებს და და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან. ვი­ღაც ინ­ტრი­გა­ნი პა­ტა­რა ბავ­შვი ჩემ­ზე რას და­წერს, მე ამით არ ვკავ­დე­ბი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკანდალი "მის და მისტერ" აჭარის გარშემო, ყოფილი კონკურსანტი ორგანიზატორს გამარჯვებისთვის ფულის მოთხოვნაში ადანაშაულებს - რა პასუხობს გიორგი მასხულია ბრალდებას?

სკანდალი "მის და მისტერ" აჭარის გარშემო, ყოფილი კონკურსანტი ორგანიზატორს გამარჯვებისთვის ფულის მოთხოვნაში ადანაშაულებს - რა პასუხობს გიორგი მასხულია ბრალდებას?

მეექვსე წელია რაც დიზაინერი და მწერალთა კავშირის წევრი გიორგი მასხულია ბათუმში კონკურსს "მის და მისტერ აჭარას“ ატარებს. ტრადიციას წელსაც არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბელგიას ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა, 5 აპრილს ბათუმში აღნიშნული კონკურსი ჩაატარა.

გიორგი ამბობს, რომ კონკურსის სახელწოდება ათი წლის წინ, საქპატენტში დაარეგისტრირა და ერთპიროვნული ლიცენზიის მფლობელია. წელს, მის და მისტერ აჭარას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კონკურის დასრულებიდან ორ დღეში 22 წლისა მარიამ თვალაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ მასხულიამ, მას კონკურსში გამარჯვების სანაცვლოდ თავდაპირველად 5500 ლარის გადახდა შესთავაზა, მოგვიანებით კი თანხა 1700 ლარამდე შეამცირა.

გიორგი მასხულია გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთად

მარიამი ამბობს, რომ გარიგებას არ დათანხმდა და კონკურსზე აღარ გასულა, თუმცა მასხულია 500 ლარს, რომელიც რეგისტრაციისას გადარიცხა, აღარ უბრუნებს. უფრო მეტიც, მარიამის თქმით, საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაუკავშირდა და "სოფლის გომბიო" ეძახა. გოგონა ამბობს, რომ თავადაც უკვირს, როგორ გაბედა ამბის გასაჯაროება, რადგან სხვაზე ცუდი არასოდეს დაუწერია.

თავისი სიმართლე აქვს გიორგი მასხულიასაც, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ჩავწერეთ. მისი თქმით, კონკურსის მონაწილე გოგონას დამატებითი თანხის გადახდა, არა გამარჯვების, არამედ საერთაშორისო კონკურსზე გაყვანისთვის შესთავაზა.

მარიამ თვალაბეიშვილი:

- გიორგი მასხულიასთან აქამდე შეხება არ მქონია. როდესაც აღნიშნულ კონკურზე გასვლა გადავწყვიტე, ბათუმში მენეჯერი ჰყავს ვახო ყადიძე და სწორედ მას შევხვდი. ვახომ ამიხსნა, რომ მონაწილეობა უფასო იყო და გადასახდელი მხოლოდ 500 ლარი გახლდათ, რომელიც კონკურსანტის მაკიაჟს, თმას და ორ საკონკურსო კაბას მოხმარდებოდა. დავთანხმდი, რადგან მეგონა, რომ ასე ხდებოდა პროექტებში, ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო.

ამის შემდეგ, ვახო ყადიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ გიორგი მასხულიამ გამოართვა ჩემი საკონტაქტო ნომერი, რის შემდეგაც გიორგიმ მომწერა, - მარიამ, ძალიან საყვარელი, ლამაზი გოგო ხარო. ორი დღის შემდეგ კიდევ მომწერა, ულამაზესი ხარ და ვიცი, კონკურსში იმიტომ მონაწილეობ, რომ პირველი ადგილი გინდა, მე შემიძლია გაგხადო "მის აჭარა“, შენ ჩემი რჩეული ხარ, მაგრამ ეს ჩვენს შორის უნდა დარჩეს, რომ სხვებს გული არ დასწყდესო.

- შემდეგ როგორ გაიგეთ, რომ სხვებსაც იმავეს წერდა.

- დედამ მითხრა, მიდი, კარგად გაარკვიე ვინაა და რას წარმოადგენსო. თანხა რომ შემომთავაზა მე უკვე გადავწყვიტე, რომ მსგავს სიტუაციაში არ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მივწერე, რომ მადლობელი ვიყავი ამ ყველაფრისთვის და პარალელურად სხვა კონკურსანტებსაც მივწერე. აღმოჩნდა რომ ზოგს 3700 ლარის გადახდა შესთავაზა და ზოგს - ორი ათასის, მე ალბათ მდიდარი ვეგონე, რომ 5500 ლარი შემომთავაზა გამარჯვებისთვის, - მინდა, წარმატებული იყო, კარგი გოგო ხარო. ვუთხარი რომ ძვირი იყო და ბოლოს 1700 ლარზე ჩამოვიდა.

- როდესაც გადაწყვიტეთ, რომ აღარ მიიღებდით მონაწილეობას, ვის დაუკავშირდით და რა მიზეზით ახსენით უარი?

- გიორგის მივწერე, რომ კონკურსში მონაწილეობა აღარ მინდოდა და დაებრუნებინათ უკან ის 500 ლარი, რომელიც გადახდილი მქონდა. მომწერა, - გამარჯობა მარიამ, ალბათ დედას დაელაპარაკე და აღარ გინდაო. ჩემი უარი პირადი ინტერესებით ავხსენი. მეორე დღეს მომწერა, რომ თანხის ნახევრის დაბრუნებას ეცდებოდა, რაზეც მივწერე, რომ სხვებისთვის მთლიანი თანხა ჰქონდა დაბრუნებული და მე რატომ მიბრუნებდა ნახევარს. ამაზე გაღიზიანდა, შენი ხუთასი ლარი ჩემი ერთი შესვლაა ჩემი "სეფორაშიო". ვოისებში მომწერა, - შენნაირები კლუბში "კურტკას“ მიჭერენო....

თავიდან მითხრა, ბათუმში რომ ჩამოვალ, თანხას დაგიბრუნებო. როდესაც "სთორებში ვნახე, რომ ბათუმში იყო, კიდევ შევახსენე. რაზეც მომწერა, მაცადე შენი გროშები რად მინდაო. თავიდან სხავ მონაწილეებიც მწერდნენ, რომ წამოვიდოდნენ კონკურსიდან, მაგრამ ბოლოს მე წამოვედი და ყველა დარჩა.

- სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რა მოხდა.

- თანხა რომ დაებრუნებინა არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ დედამ მითხრა, ყველაფერი გააკეთე, რას ჰქვია არ დაწერო, ყველამ იცოდეს, რომ სხვაც არ დაზარალდესო. პოსტის დადების შემდეგ მომწერა, რა საცოდავი ხარ, ქალო, შენნაირ უნამუსო ადამიანს როგორ უნდა მოვექცე ვიცი, მეცოდება შენნაირი "ჰეითერები", წითელი საცხი ქალობას არ ნიშნავსო. ასევე მომწერა, რომ ხვალ მისი ადვოკატი დამიკავშირდება. ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მიმიწერია მისი მისამართით, მიუხედავად მისი ჩემდამი დამოკიდებულებისა.

  • როგორც დასაწყისში გიყვებოდით, გიორგი მასხულიას როდესაც დავუკავშირდით, ის ახალი ჩაფრენილი იყო ბელგიაში. მეორე მხარის გაშუქებისთვის მადლობა გადაგვიხადა და მისი თქმის, ეს შავი პიარი, პირიქით, მის კონკურსს დადებითად წაადგება.

"მე ამ გოგონას შევთავაზე საერთაშორისო კონკურსზე წასვლა, რასაც ყველა მონაწილე გოგონას ვთავაზობ. მე მაქვს საერთაშორისო კონკურსებიც და ამისთვის წინასწარ ვირჩევ გოგონებს, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგ უცხოეთში მიგვყავს. რა 5000 ლარი, კონკურსში მონაწილეობა, წასვლა, ჩაცმა, ვიზაჟი, ვარცხნილობა, სასტუმროთი ჯდება 3500-5000 ლარამდე. ეს ისეთი სფეროა, რომ ჩვენ არც კულტურის სამინისტრო გვაფინანსებს არც მერია და ჩვენივე სახსრებით ვპოულობთ სპონსორებს. ჩვენვე ვართ სპონსორები.

ამიტომ მარიამს შევთავაზე ლამაზი გოგონა ხარ, კონკურსზე რომ დარეგისტრირდი, საერთაშორისო კონკურსზეც წამოდიო-მეთქი, რაც შედიოდა ღირებულებაში. მერე უკვე აღარ მოუნდა, კონკურსში მონაწილეობა, სახსრები აღარ ჰქონდა. მე რომ მქონდეს იმის საშუალება ყველა ლამაზი ბავშვი გავიყვანო კონკურსზე, შემოევლოთ ჩემი თავი, ჭიპი მაქვს მოჭრილი, 16 წლიდან ამ სფეროში ვარ, საქართველოშიც ყველა კონკურსი თითქმის ჩემია.

მარიამმა რადგან ვერ მიიღო მონაწილეობა, საწევროს თანხა მოითხოვა. მე მაგ ბავშვს ვუთხარი ჩემი კეთილი სურვილით, თუ შევძლებ კონკურსის დასრულების შემდეგ თანხა გადმოგირიცხო, გადმოგირიცხავ-მეთქი, რაზეც ბუღალტერმა კატეგორიული უარი განმიცხადა, ჯარიმას დაგაწერსო დღგ. მე რატომ უნდა დამეწეროს ჯარიმა, მისი სურვილით არ გამოვიდა ეს ბავშვი კონკურსზე, იმიტომ რომ არ ჰქონდა საერთაშორისო კონკურსზე წამოსასვლელი თანხა.

- თქვენ ამბობთ, რომ შესთავაზეთ საერთაშორისო კონკურსზე წასვლა და არა გამარჯვებისთვის თანხის გადახდა?

- რა სისულელეა, ფოტოში ნანახი ბავშვის როგორ შევთავაზებდი გამარჯვებას. მე შევცდი იმაში, რომ ჩემს თავს მივეცი უფლება, რომ მაგ ბავშვს ამბიციები შევმატე საერთაშორისო კონკურსით და ეს გამოიყენა პიარისთვის. ძალიან კარგია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი შავი პიარისთვის, დღეს "ბლექ პიარი“ ყველაზე კარგი პიარია. ჩემი კონკურსია მინდა 5000-ს შევთავაზებ ფესტივალზე წასასვლელად მონაწილეს, მინდა 20 ათასს, იმიტომ, რომ მე არავინ მაფინანსებს. მაშინ დამაფინანსოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ერთ თეთრს არ მოვითხოვ, ყველას უფასოდ წავიყვან.

- გამარჯვებისთვის თანხა არ აგიღიათ არასოდეს?

- მე გამარჯვებისთვის არასოდეს ფულს არ ვითხოვ, პირიქით როცა ლამაზ გოგონას ვხედავ, მინდა, ყოველთვის პირველი ადგილი აიღოს. ლინდა, ვინც "მის აჭარა" გახდა, ძალიან ლამაზი გოგოა, სოფო დავითაძეც "მის ბათუმი“, პატარა ადრიანა დევაძეც ძალიან კარგი გოგოა.

საერთოდ, ასეთი პრობლემა არასოდეს შემქმნია, ეს ბავშვი არის ინტრიგანი, პირადი მიმოწერა გამისაჯაროვა, ახლა ჩამოვფრინდი ბრიუსელში, დაველაპარაკები ჩემს ადვოკატებს და დაუკავშირდებიან. ვიღაც ინტრიგანი პატარა ბავშვი ჩემზე რას დაწერს, მე ამით არ ვკავდები...