სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მდგომარეობა დამძიმდა იმიტომ, რომ არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს..." - რას პასუხობს გიორგი კეკელიძე ambebi.ge-ს მკითხველის კითხვებს?
"ჩემი მდგომარეობა დამძიმდა იმიტომ, რომ არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს..." - რას პასუხობს გიორგი კეკელიძე ambebi.ge-ს მკითხველის კითხვებს?

"სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ახა­ლი გა­და­ცე­მაა, რო­მე­ლიც ambebi.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, შე­კი­თხვა და­უს­ვათ თქვენ­თვის სა­სურ­ველ და სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ რეს­პონ­დენტს (ცნო­ბილ თუ უც­ნობ ადა­მი­ანს). შე­კი­თხვის დას­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ambebi.ge-ს კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში ან "ფე­სი­ბუქგ­ვერ­დზე“.

ამ­ჯე­რად თქვენს დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა მწე­რალ­მა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს.

- ცნო­ბი­ლია, რომ მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებს სე­რი­ო­ზუ­ლად ებ­რძო­დით, ახლა რო­გორ გრძნობთ თავს და იქ­ნებ გაგ­ვი­ზი­ა­როთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა?

- საქ­მე ისაა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ, უამ­რავ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ჩემი პა­თო­სი უკი­დუ­რე­სად ოპ­ტი­მის­ტუ­რია, გარ­კვე­ულ­წი­ლად დღე­საც ვებ­რძვი ამ პრობ­ლე­მებს. იმი­ტომ, რომ ეს ამ­ბე­ბი, რაც ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სტრე­სე­ბის მე­რეც იყოს გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი, არას­დროს მთავ­რდე­ბა.... ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ მსუ­ბუქ ან სრუ­ლი­ად შე­უმ­ჩნე­ველ ფა­ზას, რო­მე­ლიც მა­ინც არ­სე­ბობს, მა­ინც გახ­სოვს, რომ შენი მენ­ტა­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად მიდ­რე­კი­ლია აკ­ვი­ა­ტე­ბე­ბის­კენ. მთა­ვა­რი აქ ის არის, რომ კლი­ნი­კუ­რად რთუ­ლი ფაზა ჩა­ვა­ცხროთ. ეს რთუ­ლი ფაზა წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ა­რე. სრუ­ლი­ად ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ამ­ბა­ვი იყო, შეძ­ლე­ბა უა­რე­სიც, კაც­მა არ იცის, ჯო­ჯო­ხე­თი რო­გო­რია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ ტან­ჯვას ნამ­დვი­ლად ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი, მით უმე­ტეს, რომ გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან.

მენ­ტა­ლუ­რი ტან­ჯვა ცალ­კე არ არ­სე­ბობს. ბი­ო­ქი­მი­უ­რი არ­სე­ბე­ბი ვართ და ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო და სხე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წი­ლი ძა­ლი­ან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე რამ და­მეხ­მა­რა. პირ­ვე­ლი - სწო­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პოვ­ნა, მე­ო­რე - ნე­ბე­ლო­ბა, ანუ სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლის გა­მო­ძებ­ნა, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია. ის­მის თქმა - "თავი ხელ­ში აიყ­ვა­ნე,“ "შე­მო­უ­ძა­ხე“ - ასე­თი ფრა­ზე­ბი არ მუ­შა­ობს და მხო­ლოდ მავ­ნებ­ლურ ფრა­ზე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ. და­მეხ­მა­რა ასე­ვე აქ­ტი­უ­რო­ბა - ჩემ­ნა­ი­რი ტი­პის ადა­მი­ა­ნის­თვის, სა­კუ­თა­რი ტვი­ნის გა­მოკ­ვე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბით რა­ღაც ტი­პის საქ­მი­ან მო­ცე­მუ­ლო­ბებ­ში აქ­ტი­უ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ასე აღ­მოჩ­ნდა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამას ად­რეც ვგრძნობ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ჩარ­თუ­ლო­ბამ, ტვი­ნის­თვის ახა­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბამ ნელ-ნელა დო­მი­ნან­ტი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან გა­ა­ძე­ვა ეს ობ­სე­სი­უ­რი ტან­ჯვა. გა­ა­ძე­ვა და ასე თუ ისე და­ვუბ­რუნ­დი ქმე­დით ცხოვ­რე­ბას.

- სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც დაძ­ლი­ეთ ვინ­მეს­თვის ან რა­მეს­თვის ხომ არ და­გიბ­რა­ლე­ბი­ათ?

- ნე­ბის­მი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არის რა­ღა­ცის, ან ვი­ღა­ცის ბრა­ლი. ჩვენ სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი ვართ და ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ერ­თმა­ნეთ­ზე. სი­ტყვა, რო­მე­ლიც შენ მო­გე­მარ­თე­ბა, რაც არ უნდა გა­მო­ი­გო­ნო, რომ სქე­ლი კანი გაქვს და ახ­ლოს არა­ფერს იკა­რებ და ა.შ. გა­მო­რი­ცხუ­ლია. სი­ტყვა არის გა­ცი­ლე­ბით მჭრე­ლი და გა­ცი­ლე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა ტყვია იყოს. ვი­ცით, რომ ამა­ზე ბევ­რი სა­უ­ბა­რი ყო­ფი­ლა, მათ შო­რის, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მა­გა­ლი­თად, სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის "ენით და­კო­დი­ლი“ არის ამის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­ღაც ყო­ველ­თვის არის რა­ღა­ცის ბრა­ლი.

ერ­თა­დერ­თი, რაც შევ­ძე­ლი, სა­კუ­თარ თავ­თან დიდი ბრძო­ლის შე­დე­გად, თუ არ გა­ვა­უქ­მე, სა­დღაც ღრმა გა­მოქ­ვა­ბულ­ში დავ­მა­ლე, შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი და შეგ­რძნე­ბა, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, მეც მქონ­და, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს. კი, ეს შევ­ძე­ლი, მაგ­რამ სა­ჯა­როდ არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­მიბ­რა­ლე­ბია.

- იყო თუ არა პე­რი­ო­დი, როცა ფიქ­რობ­დით, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას თავს ვერ და­აღ­წევ­დით?

- კი, რა თქმა უნდა, იყო და ასე­თი პე­რი­ო­დი აი­სა­ხა ცნო­ბილ ამ­ბავ­ში, რო­მე­ლიც მე შე­მემ­თხვა და მა­გის მე­რეც ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ასე უცებ იმ რთუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ, პი­რი­ქით, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, იმი­ტომ, რომ მე არას­წო­რად მო­ვიხ­მარ­დი ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს. ეს კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია... იმის გამო, რომ თავი და­მემ­შვი­დე­ბი­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო რთულ­დე­ბო­და და რა თქმა უნდა, მეც და ირ­გვლივ მყო­ფებ­საც ეს აღარ სჯე­რო­დათ. არ იყო ისე, რომ სა­დღაც გუ­ლის კუნ­ჭულ­ში ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ არ და­ე­ცე, წა­მოდ­გე­ბი და ა.შ. ეს ტყუ­ი­ლია. პი­რი­ქით, რა­ღაც პე­რი­ო­დი იყო, როცა მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა.

ეს პე­რი­ო­დი გა­დაბ­მუ­ლად გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეტყო­ბა, რა­ღაც ძალა გა­მო­ი­ძებ­ნა ჩემ­ში, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით და ვი­პო­ვე ის წერ­ტი­ლი, სა­დღაც, სა­ი­და­ნაც წა­მოდ­გო­მა წა­მოდ­გო­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და ამას ყვე­ლა იპო­ვის, მთა­ვა­რია არ და­ნე­ბე­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გახ­ლავთ.

  • ნა­ხეთ გა­და­ცე­მა:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი მდგომარეობა დამძიმდა იმიტომ, რომ არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს..." - რას პასუხობს გიორგი კეკელიძე ambebi.ge-ს მკითხველის კითხვებს?

"ჩემი მდგომარეობა დამძიმდა იმიტომ, რომ არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს..." - რას პასუხობს გიორგი კეკელიძე ambebi.ge-ს მკითხველის კითხვებს?

"სახალხო ინტერვიუ“ - "პალიტრანიუსის" ახალი გადაცემაა, რომელიც ambebi.ge-ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, შეკითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს (ცნობილ თუ უცნობ ადამიანს). შეკითხვის დასმა შესაძლებელია ambebi.ge-ს კომენტარების ველში ან "ფესიბუქგვერდზე“.

ამჯერად თქვენს დასმულ შეკითხვებს უპასუხა მწერალმა გიორგი კეკელიძემ გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს.

- ცნობილია, რომ მენტალურ პრობლემებს სერიოზულად ებრძოდით, ახლა როგორ გრძნობთ თავს და იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება?

- საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვცდილობ, უამრავ ადამიანს დავეხმარო და სოციალურ ქსელშიც ჩემი პათოსი უკიდურესად ოპტიმისტურია, გარკვეულწილად დღესაც ვებრძვი ამ პრობლემებს. იმიტომ, რომ ეს ამბები, რაც ზოგჯერ შეიძლება გენეტიკურად, შეიძლება რაღაც სტრესების მერეც იყოს გენერირებული, არასდროს მთავრდება.... ამაში ვგულისხმობ მსუბუქ ან სრულიად შეუმჩნეველ ფაზას, რომელიც მაინც არსებობს, მაინც გახსოვს, რომ შენი მენტალობა გარკვეულწილად მიდრეკილია აკვიატებებისკენ. მთავარი აქ ის არის, რომ კლინიკურად რთული ფაზა ჩავაცხროთ. ეს რთული ფაზა წელიწად-ნახევრის განმავლობაში გავიარე. სრულიად ჯოჯოხეთური ამბავი იყო, შეძლება უარესიც, კაცმა არ იცის, ჯოჯოხეთი როგორია. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ ფიზიკურ ტანჯვას ნამდვილად ვამჯობინებდი, მით უმეტეს, რომ გადაჯაჭვულია ყველაფერი ერთმანეთთან.

მენტალური ტანჯვა ცალკე არ არსებობს. ბიოქიმიური არსებები ვართ და ჩვენი სულიერი სამყარო და სხეულებრივი ნაწილი ძალიან მჭიდრო კავშირშია. შესაბამისად, რამდენიმე რამ დამეხმარა. პირველი - სწორი სპეციალისტების პოვნა, მეორე - ნებელობა, ანუ საკუთარ თავში ძალის გამოძებნა, რაც ძალიან რთულია. ისმის თქმა - "თავი ხელში აიყვანე,“ "შემოუძახე“ - ასეთი ფრაზები არ მუშაობს და მხოლოდ მავნებლურ ფრაზებად შეიძლება ჩავთვალოთ. დამეხმარა ასევე აქტიურობა - ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის, საკუთარი ტვინის გამოკვება სოციალური აქტივობით რაღაც ტიპის საქმიან მოცემულობებში აქტიური თანამონაწილეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ასე აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ამას ადრეც ვგრძნობდი. შესაბამისად, ამ ჩართულობამ, ტვინისთვის ახალი დავალებების დამახსოვრებამ ნელ-ნელა დომინანტი პოზიციებიდან გააძევა ეს ობსესიური ტანჯვა. გააძევა და ასე თუ ისე დავუბრუნდი ქმედით ცხოვრებას.

- საკუთარი მდგომარეობა, რაც დაძლიეთ ვინმესთვის ან რამესთვის ხომ არ დაგიბრალებიათ?

- ნებისმიერი მდგომარეობა არის რაღაცის, ან ვიღაცის ბრალი. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ბუნებრივია, ძალიან დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე. სიტყვა, რომელიც შენ მოგემართება, რაც არ უნდა გამოიგონო, რომ სქელი კანი გაქვს და ახლოს არაფერს იკარებ და ა.შ. გამორიცხულია. სიტყვა არის გაცილებით მჭრელი და გაცილებით მტკივნეული, ვიდრე შეიძლება ტყვია იყოს. ვიცით, რომ ამაზე ბევრი საუბარი ყოფილა, მათ შორის, ქართულ ლიტერატურაში, მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანის "ენით დაკოდილი“ არის ამის ბრწყინვალე ნიმუში. აქედან გამომდინარე რაღაც ყოველთვის არის რაღაცის ბრალი.

ერთადერთი, რაც შევძელი, საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შედეგად, თუ არ გავაუქმე, სადღაც ღრმა გამოქვაბულში დავმალე, შურისძიების სურვილი და შეგრძნება, რომელიც, რა თქმა უნდა, მეც მქონდა, როგორც ყველა ადამიანს. კი, ეს შევძელი, მაგრამ საჯაროდ არავისთვის არაფერი დამიბრალებია.

- იყო თუ არა პერიოდი, როცა ფიქრობდით, რომ ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევდით?

- კი, რა თქმა უნდა, იყო და ასეთი პერიოდი აისახა ცნობილ ამბავში, რომელიც მე შემემთხვა და მაგის მერეც ხდებოდა ეს ყველაფერი. ასე უცებ იმ რთული შემთხვევიდან არ გამოვსულვარ, პირიქით, ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, იმიტომ, რომ მე არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია... იმის გამო, რომ თავი დამემშვიდებინა და შესაბამისად, ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდებოდა და რა თქმა უნდა, მეც და ირგვლივ მყოფებსაც ეს აღარ სჯეროდათ. არ იყო ისე, რომ სადღაც გულის კუნჭულში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ არ დაეცე, წამოდგები და ა.შ. ეს ტყუილია. პირიქით, რაღაც პერიოდი იყო, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა.

ეს პერიოდი გადაბმულად გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეტყობა, რაღაც ძალა გამოიძებნა ჩემში, სხვა ადამიანების დახმარებით და ვიპოვე ის წერტილი, სადღაც, საიდანაც წამოდგომა წამოდგომა შესაძლებელი იყო და ამას ყველა იპოვის, მთავარია არ დანებება. ეს მნიშვნელოვანი საქმე გახლავთ.

  • ნახეთ გადაცემა: