სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კახიშვილი: "რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს და არშესულ ოპოზიციას, ბუნებრივია, შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს"
კახა კახიშვილი: "რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს და არშესულ ოპოზიციას, ბუნებრივია, შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს"

ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ორი წელი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სხვა­დას­ხვა რე­გუ­ლა­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად და 2026 წელს რა­ღაც ტი­პის კრი­ზი­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა, კახა კა­ხიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

ამა­ვე კონ­ტექ­სტში სა­უბ­რი­სას კა­ხიშ­ვი­ლი თვლის, რომ ოპო­ზი­ცი­ამ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­და, რად­გან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მის­ცეს სწო­რედ იმ კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­საც "ასე აკ­რი­ტი­კებ­დნენ“.

პო­ლი­ტი­კო­სი 2024 წლის პარ­ლა­მენტს, რო­გორც დრო­ე­ბით პარ­ლა­მენტს ისე უყუ­რებს.

"ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა იყო, რომ 2024 წლის პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­და ოპო­ზი­ცია. ფაქ­ტობ­რი­ვად, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მის­ცეს "კარტ-ბლან­ში“, თუნ­დაც იმ კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბით, რო­მელ­საც ასე აკ­რი­ტი­კებ­დნენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იმ რა­ო­დე­ნო­ბით ოპო­ზი­ცია რომ შე­სუ­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტში, კა­ნო­ნებს ასე­თი დო­ზით არ მი­ი­ღებ­დნენ.

მე 2024 წლის პარ­ლა­მენტს ვუ­ყუ­რებ, რო­გორც დრო­ე­ბით პარ­ლა­მენტს. ჩემი აზ­რით, ახლა მი­დის იმის გამ­კაც­რე­ბა, რაც თა­ვის დრო­ზე მიშ­ვე­ბუ­ლი იყო და მიგ­ვაშ­ვე­ბი­ნეს. თა­ვის დრო­ზე ე.წ. ევ­რო­პელ­მა პარტნი­ო­რებ­მა, არა­სა­მარ­თლი­ა­ნი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მიგ­ვა­ღე­ბი­ნეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ძა­ლა­უფ­ლე­ბო ბერ­კე­ტე­ბი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, ორი წლის მან­ძილ­ზე მოხ­დე­ბა ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გას­წო­რე­ბა და შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა სხვა ტი­პის კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც ვნა­ხოთ, რო­მე­ლიც მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და დე­ბა­ტე­ბი და ბევრ კა­ნონს ვერ მი­ი­ღებ­დნენ“,- გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს აღ­მო­ფხვრა, თუ არ იქ­ნე­ბა რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

"ჩემი აზ­რით, ეს ორი წელი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას დას­ჭირ­დე­ბა, რომ გა­მო­ას­წო­როს და გა­ამ­კაც­როს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, სხვა ტი­პის კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც მი­ი­ღოს, რად­გან მარ­ტო არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი არა­ვინ ჰყავთ და 2026 წელს რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს აღ­მო­ფხვრა, თუ არ იქ­ნე­ბა რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტი­კოს­მა.

ამას­თან, კა­ხიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი სპე­ცი­ფი­კუ­რია და სხვა მომ­ზა­დე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ის დას­ძენს, რომ "არ გა­რის­კეს“.

"ამის სურ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, მაგ­რამ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი იმ­დე­ნად სპე­ცი­ფი­კუ­რია, სულ სხვა მომ­ზა­დე­ბა უნდა, ამი­ტომ არ გა­რის­კეს. ეს ორი წელი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სხვა­დას­ხვა რე­გუ­ლა­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად და 2026 წელს რა­ღაც ტი­პის კრი­ზი­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კახა კახიშვილი: "რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს და არშესულ ოპოზიციას, ბუნებრივია, შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს"

კახა კახიშვილი: "რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს და არშესულ ოპოზიციას, ბუნებრივია, შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს"

ქართულმა ოცნებამ“ ორი წელი შეიძლება გამოიყენოს საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად და 2026 წელს რაღაც ტიპის კრიზისის საფუძველზე შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კახა კახიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

ამავე კონტექსტში საუბრისას კახიშვილი თვლის, რომ ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ პარლამენტში არ შევიდა, რადგან "ქართულ ოცნებას“ მისცეს სწორედ იმ კანონების მიღების საფუძველი, რომელსაც "ასე აკრიტიკებდნენ“.

პოლიტიკოსი 2024 წლის პარლამენტს, როგორც დროებით პარლამენტს ისე უყურებს.

"ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ 2024 წლის პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია. ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებას“ მისცეს "კარტ-ბლანში“, თუნდაც იმ კანონების მიღებით, რომელსაც ასე აკრიტიკებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ რაოდენობით ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კანონებს ასეთი დოზით არ მიიღებდნენ.

მე 2024 წლის პარლამენტს ვუყურებ, როგორც დროებით პარლამენტს. ჩემი აზრით, ახლა მიდის იმის გამკაცრება, რაც თავის დროზე მიშვებული იყო და მიგვაშვებინეს. თავის დროზე ე.წ. ევროპელმა პარტნიორებმა, არასამართლიანი რეგულაციები მიგვაღებინეს, ფაქტობრივად, საძალაუფლებო ბერკეტები დამახინჯებული იყო, შესაბამისად, ორი წლის მანძილზე მოხდება ამ რეგულაციების გასწორება და შემდეგ შეიძლება სხვა ტიპის კანონმდებლობაც ვნახოთ, რომელიც მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში რომ ყოფილიყო, ამაზე აუცილებლად იქნებოდა დებატები და ბევრ კანონს ვერ მიიღებდნენ“,- განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

"ჩემი აზრით, ეს ორი წელი "ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას დასჭირდება, რომ გამოასწოროს და გაამკაცროს რეგულაციები, შეიძლება, სხვა ტიპის კანონმდებლობაც მიიღოს, რადგან მარტო არიან დარჩენილები და მაკონტროლებელი არავინ ჰყავთ და 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“,- აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ამასთან, კახიშვილი განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სურვილი შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილიყო, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები სპეციფიკურია და სხვა მომზადებას საჭიროებს. ის დასძენს, რომ "არ გარისკეს“.

"ამის სურვილი შეიძლება ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები იმდენად სპეციფიკურია, სულ სხვა მომზადება უნდა, ამიტომ არ გარისკეს. ეს ორი წელი შეიძლება გამოიყენონ საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად და 2026 წელს რაღაც ტიპის კრიზისის საფუძველზე შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა კახიშვილმა.

იხილეთ ასევე: