მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილთან დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს განათლების მიღება, რაც ჩემს მეუღლეში ხანდახან გაღიზიანებას იწვევს" - რას ამბობდა 2022 წელს თეა წულუკიანი
"შვილთან დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს განათლების მიღება, რაც ჩემს მეუღლეში ხანდახან გაღიზიანებას იწვევს" - რას ამბობდა 2022 წელს თეა წულუკიანი

ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­უ­რი გახ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის 2022 წლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც ის თა­ვი­სი შვი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

  • გა­და­ცე­მა “დღის პოს­ტში“ წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გეგ­მავს მის შვილს გა­ნათ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მის­ცეს. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მე­უღ­ლე ამის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"- შვი­ლი ახ­სე­ნეთ, ურ­ჩევთ თუ არა, რო­დე­საც ის გა­იზ­რდე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას და მის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში თუ მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? - ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გან­მარ­ტა, რომ ამა­ზე 5 წლის ასა­კი­დან ესა­უბ­რე­ბა:

- ამ თე­მა­ზე მას­თან [შვილ­თან] დღე­საც ვსა­უბ­რობ, რომ უცხო­ეთ­ში მო­უ­წევს წას­ვლა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რაც გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს ხან­და­ხან ჩემს მე­უღ­ლე­ში. ის მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა, რომ უკან აღარ დაბ­რუნ­დეს და ჯერ ნა­ად­რე­ვია ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

მე მი­მაჩ­ნია, რომ პი­რი­ქით, დღე­ი­დან უნდა ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე თუ რა გვინ­და, რა მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და, ისე, რომ შემ­დეგ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა და ეს არ ჩა­ით­ვა­ლოს ჩა­რე­ვად.

მე ვერ მე­ცო­დი­ნე­ბა მას­ზე უკე­თე­სად, თუ რა სურს. ის უნდა შე­ვა­ი­ა­რა­ღო ცოდ­ნით, ინ­ფორ­მა­ცი­ით და შემ­დეგ თვი­თონ გა­და­წყვეტს რა ჯობს.

სამ­წუ­ხა­როდ, ვა­ტყობ, რომ უკვე აქვს პრო­ტეს­ტის გან­ცდა ფრან­გუ­ლი­სად­მი. უც­ნა­უ­რია ამ ასაკ­ში... მე რომ კარ­გად ვიცი ფრან­გუ­ლი, მას აქვს გან­ცდა რომ არ სჭირ­დე­ბა ფრან­გუ­ლი - შენ თუ იცი, შენ იცო­დე: მე­უბ­ნე­ბა 5 წლის ასაკ­ში.

დღეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა თა­ო­ბა გვაქვს სა­ხე­ზე და კე­თი­ლი უნდა ვი­ნე­ბოთ, შე­ვე­გუ­ოთ ამ რე­ა­ლო­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შვილთან დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს განათლების მიღება, რაც ჩემს მეუღლეში ხანდახან გაღიზიანებას იწვევს" - რას ამბობდა 2022 წელს თეა წულუკიანი

"შვილთან დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს განათლების მიღება, რაც ჩემს მეუღლეში ხანდახან გაღიზიანებას იწვევს" - რას ამბობდა 2022 წელს თეა წულუკიანი

ინტერნეტში აქტიური გახდა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის 2022 წლის ინტერვიუ, რომელშიც ის თავისი შვილის შესახებ საუბრობს.

  • გადაცემა “დღის პოსტში“ წულუკიანმა განაცხადა, რომ გეგმავს მის შვილს განათლება საზღვარგარეთ მისცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მეუღლე ამის წინააღმდეგია.

"- შვილი ახსენეთ, ურჩევთ თუ არა, როდესაც ის გაიზრდება საზღვარგარეთ განათლების მიღებას და მის პროფესიულ არჩევანში თუ მიიღებთ მონაწილეობას? - ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ამაზე 5 წლის ასაკიდან ესაუბრება:

- ამ თემაზე მასთან [შვილთან] დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს წასვლა და განათლების მიღება, რაც გაღიზიანებას იწვევს ხანდახან ჩემს მეუღლეში. ის მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემა, რომ უკან აღარ დაბრუნდეს და ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი.

მე მიმაჩნია, რომ პირიქით, დღეიდან უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა გვინდა, რა მოგვეწონებოდა, ისე, რომ შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი აზრის ფორმირება და ეს არ ჩაითვალოს ჩარევად.

მე ვერ მეცოდინება მასზე უკეთესად, თუ რა სურს. ის უნდა შევაიარაღო ცოდნით, ინფორმაციით და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს რა ჯობს.

სამწუხაროდ, ვატყობ, რომ უკვე აქვს პროტესტის განცდა ფრანგულისადმი. უცნაურია ამ ასაკში... მე რომ კარგად ვიცი ფრანგული, მას აქვს განცდა რომ არ სჭირდება ფრანგული - შენ თუ იცი, შენ იცოდე: მეუბნება 5 წლის ასაკში.

დღეს, აბსოლუტურად, სხვა თაობა გვაქვს სახეზე და კეთილი უნდა ვინებოთ, შევეგუოთ ამ რეალობას,“ - აღნიშნავს წულუკიანი.