მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კახიშვილი: "ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებდა, შესაძლებელია, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე... მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა "ოცნებიდან“
კახა კახიშვილი: "ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებდა, შესაძლებელია, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე... მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა "ოცნებიდან“

ალ­ბათ, ეს არ იქ­ნე­ბა ბოლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და შემ­დეგ უკვე [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი] და­ი­წყებს ოპო­ზი­ცი­ა­ზე ზრუნ­ვას. იმ ოპო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლე­ბის ოპო­ზი­ცია, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა კახა კა­ხიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­ზე დას­მულ კი­თხვას: "რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებს და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია კი­დევ ვე­ლო­დოთ არა­ერთ ცვლი­ლე­ბას".

  • კახა კა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ დას­კვნამ­დე მი­ვი­და იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო, რე­ა­ლუ­რად „კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი“ იყ­ვნენ.

"ალ­ბათ, გახ­სოვთ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბოლო ინ­ტერ­ვიუ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, სა­დაც მან ისა­უბ­რა, რომ ოპო­ზი­ცია არ გვყავს და ოპო­ზი­ცი­ის შექ­მნა­ზეც მე ვიზ­რუ­ნე­ბო. მე ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­ნა ამ [სა­კად­რო] გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბით, რომ ამ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებს მან სრუ­ლად მის­ცა „კარტბ­ლან­ში“ ყვე­ლა რგო­ლის სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამავდრო­უ­ლად, რო­დე­საც ეს დას­რულ­დე­ბა, ალ­ბათ, ეს არ იქ­ნე­ბა ბოლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი, შემ­დეგ უკვე და­ი­წყებს ოპო­ზი­ცი­ა­ზე ზრუნ­ვას. იმ ოპო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლე­ბის ოპო­ზი­ცია.

ეს არის პი­რა­დად ჩემი აზრი იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად ახ­ნას ვერ ვხე­დავ, რად­გან ლი­ლუ­აშ­ვილს ვერ და­უ­წუ­ნებ ვერც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, ვერც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას, ვერც ადა­მი­ა­ნო­ბას და ვერც სან­დო­ო­ბას. იგი­ვე რიჟ­ვა­ძეც, 6 თუ 7 წელი იყო იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის რომ იყო აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ასე­ვე გახ­ლდათ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე იმ რე­გი­ონ­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ცი­ას, უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში თუ სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, რიჟ­ვა­ძის ფილტრს გა­დი­ო­და. გა­მო­დის, რომ რა­ღაც კრი­ტი­კა მათ მი­მართ იყო და ამ კრი­ტი­კამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ „თქვენ თუ შე­გიძ­ლი­ათ უფრო მეტი გა­ა­კე­თოთ, აი, ბა­ტო­ნო, გა­ა­კე­თეთ და ვნა­ხოთ ყვე­ლამ ერ­თად, რო­გორ აკე­თებთ“. მე ვსა­უბ­რობ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემს მო­საზ­რე­ბებს. ვი­ნა­ი­დან ვარ ასო­ცი­რე­ბუ­ლი „ქარ­თლ ოც­ნე­ბას­თან“, მა­ყუ­რე­ბელ­მა არ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს შიდა ინ­ფორ­მა­ცი­აა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

კახა კა­ხიშ­ვი­ლის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ პარ­ტია და­ტო­ვოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც და მისი ად­გი­ლი კო­ბა­ხი­ძემ და­ი­კა­ვოს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით პირ­ვე­ლი ეტა­პია ბა­ტო­ნი ირაკ­ლის­თვის [კო­ბა­ხი­ძე] და მისი გა­რე­მოც­ვის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბის. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბი იყ­ვნენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ და კარ­გად თუ ცუ­დად ას­რუ­ლებ­დნენ სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბებს და ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“, მათ შო­რის ისე­თე­ბიც არი­ან, ვინც ასო­ცირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რეს­თან, დარ­ჩნენ ისე...

ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ მახ­სოვს მისი სი­ტყვე­ბი ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც მან თქვა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად თა­ვად იზ­რუ­ნებს ნამ­დვილ ოპო­ზი­ცი­ა­ზე და მე ვფიქ­რობ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­ჩე­ბი­ან თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ნელ-ნელა ერთ ცენ­ტრში მოხ­ვდე­ბი­ან. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ამ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბით არ დას­რულ­დე­ბა, ალ­ბათ, მოვა დრო და ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც წავა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლიც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და მას, ალ­ბათ, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ი­კა­ვებს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­გორც პარ­ტია, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლი ძალა და ა.შ. იქ­ნე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის. ფაქ­ტობ­რი­ვად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კო­ბა­ხი­ძის­თვის გა­და­ლო­ცი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კახა კახიშვილი: "ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებდა, შესაძლებელია, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე... მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა "ოცნებიდან“

კახა კახიშვილი: "ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებდა, შესაძლებელია, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე... მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა "ოცნებიდან“

ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები და შემდეგ უკვე [ბიძინა ივანიშვილი] დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას: "როგორ შეაფასებდით სამთავრობო ცვლილებებს და რამდენად შესაძლებელია კიდევ ველოდოთ არაერთ ცვლილებას".

  • კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა იმის გამო, რომ ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, რეალურად „კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და სანდო ადამიანები“ იყვნენ.

"ალბათ, გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ არჩევნებამდე, სადაც მან ისაუბრა, რომ ოპოზიცია არ გვყავს და ოპოზიციის შექმნაზეც მე ვიზრუნებო. მე ასეთი წარმოდგენა შემექნა ამ [საკადრო] გადაადგილებებით, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებს მან სრულად მისცა „კარტბლანში“ ყველა რგოლის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, როდესაც ეს დასრულდება, ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები, შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია.

ეს არის პირადად ჩემი აზრი იმიტომ, რომ სხვანაირად ახნას ვერ ვხედავ, რადგან ლილუაშვილს ვერ დაუწუნებ ვერც პროფესიონალიზმს, ვერც კეთილსინდისიერებას, ვერც ადამიანობას და ვერც სანდოობას. იგივე რიჟვაძეც, 6 თუ 7 წელი იყო იმ თანამდებობაზე. ის რომ იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გახლდათ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე იმ რეგიონში. ფაქტობრივად, ყველა საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტში დეპუტაციას, უმაღლეს საბჭოში თუ სხვადასხვა თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, რიჟვაძის ფილტრს გადიოდა. გამოდის, რომ რაღაც კრიტიკა მათ მიმართ იყო და ამ კრიტიკამ გამოიწვია ის, რომ „თქვენ თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გააკეთოთ, აი, ბატონო, გააკეთეთ და ვნახოთ ყველამ ერთად, როგორ აკეთებთ“. მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს. ვინაიდან ვარ ასოცირებული „ქართლ ოცნებასთან“, მაყურებელმა არ ჩათვალოს, რომ ეს შიდა ინფორმაციაა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პარტია დატოვოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმაც და მისი ადგილი კობახიძემ დაიკავოს.

"ჯერჯერობით პირველი ეტაპია ბატონი ირაკლისთვის [კობახიძე] და მისი გარემოცვისთვის ხელისუფლების ჩაბარების. ადამიანები, რომლებიც წლები იყვნენ "ქართულ ოცნებაში“ და კარგად თუ ცუდად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს და ასოცირდებოდნენ „ქართულ ოცნებასთან“, მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც ასოცირდება ქართული ოცნების“ თანათავმჯდომარესთან, დარჩნენ ისე...

ამავდროულად ძალიან მკაფიოდ მახსოვს მისი სიტყვები ბოლო ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ აუცილებლად თავად იზრუნებს ნამდვილ ოპოზიციაზე და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, ნელ-ნელა ერთ ცენტრში მოხვდებიან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკადრო ცვლილებით არ დასრულდება, ალბათ, მოვა დრო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც წავა „ქართული ოცნებიდან“, პარტიის თავმჯდომარის ადგილიც გათავისუფლდება და მას, ალბათ, ბატონი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, როგორც ხელისუფლების მმართველი ძალა და ა.შ. იქნება თავიდან ბოლომდე ბატონი ირაკლი კობახიძის. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ კობახიძისთვის გადალოცილია“, - განაცხადა კახიშვილმა.

იხილეთ ასევე: