სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ ძაბირაძე: "ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა" - რას მოასწავებს ცვლილებები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში?
ვახტანგ ძაბირაძე: "ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა" - რას მოასწავებს ცვლილებები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში?

1-ელ აპ­რილს გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა, სა­დაც მან სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვა. მე­ო­რე დღეს პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რი­თაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, მის პოსტზე კი კო­ბა­ხი­ძემ ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა. ოხა­ნაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, პა­ა­ტა სა­ლი­ამ შეც­ვა­ლა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძის ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ახ­ლად შექ­მნი­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პორ­ტფელს ჩა­ი­ბა­რებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე დღეს გა­ირ­კვა, რომ სუს-ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სუ­ლი უფ­რო­სი კო­ბა­ხი­ძის მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრო­ბას არ და­თან­ხმდა. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ქვა, შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი ახ­ლად შექ­მნილ სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ად­გი­ლე­ე­ბის კან­დი­და­ტუ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით: "გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ არ­სე­ბობ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­თან, მათ შო­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­სა­ტა­რე­ბელ სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად კი კა­ხა­ბერ გუ­ლე­და­ნი და­ნიშ­ნა.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და აჭა­რა­შიც - 4 აპ­რი­ლის დი­ლას აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ი­გო. იმა­ვე დღეს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. თა­მა­ზაშ­ვი­ლი დღემ­დე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო. ასე­ვე, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გრი­გოლ ბე­სე­ლი­ამ, მისი ად­გი­ლი კი გი­ორ­გი ბუხ­რაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.

რას უკავ­შირ­დე­ბა "ოც­ნე­ბის“ გუნდში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და რა­ტომ შე­ე­ლია ივა­ნიშ­ვი­ლი მის სან­დო კადრს? - ამის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და. მათ­გან ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის და თაღ­ლი­თო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ქვეყ­ნი­დან გა­პარ­ვას უკავ­შირ­დე­ბა ისე, რომ სუს-მა ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვა თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლა, თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს მა­ში­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, როცა კო­ბა­ხი­ძემ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ახა­ლი სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლად წა­რად­გი­ნა.

  • წყა­რო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად ბა­ჩი­აშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­შია და ლუ­ლუ­აშ­ვილ­მა, რე­ა­ლუ­რად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბი აი­ცი­ლა თა­ვი­დან.

"გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს კონ­ტაქ­ტე­ბი და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ამე­რი­კა­ში. ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი­თაც იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე, სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ევა­ლე­ბო­და. "ოც­ნე­ბის“ იმე­დის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლა. ამას­თა­ნა­ვე, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად ინარ­ჩუ­ნებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რის გა­მოც ბოლო დროს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა კო­ბა­ხი­ძეს­თან და მის მი­თი­თე­ბებს არ ას­რუ­ლებ­და. მას ამე­რი­კა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მსგავ­სად, თა­ვი­სი საქ­მე და­ლა­გე­ბუ­ლი აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კა­ში ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რი შო­თა­ძეც ჩა­ვი­და... ამე­რი­კე­ლებ­მა მშვე­ნივ­რად იცი­ან იცოდ­ნენ, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩათ­ვა­ლეთ, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი აიც­დი­ნა, ჭკვი­ა­ნი კა­ცია სა­თა­ვი­სოდ. რა­საც ოხა­ნაშ­ვი­ლი გა­ა­კე­თებს, იმა­ზე ეს არ წა­ვი­დო­და. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არც ამათ სჭირ­დე­ბათ და მა­საც აღარ აქვს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თავს უშ­ვე­ლა და ამა­ში ხელი შე­უ­წყო ივა­ნიშ­ვილ­მაც.

ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი აიც­დი­ნა, ჭკვი­ა­ნი კა­ცია სა­თა­ვი­სოდ. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არც ამათ სჭირ­დე­ბათ და მა­საც აღარ აქვს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, "ოც­ნე­ბას“ სან­ქცი­ე­ბი ელო­დე­ბათ... ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თავს უშ­ვე­ლა და ამა­ში ხელი შე­უ­წყო ივა­ნიშ­ვილ­მაც... ლი­ლუ­აშ­ვილს სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და სა­მი­ნის­ტრო... ერთი სული ჰქონ­და, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და. მალე ნა­ხავთ, სად აღ­მოჩ­ნდე­ბა ცოლ-შვი­ლით...“ - გვი­ამ­ბო წყა­რომ.

"ოც­ნე­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აფა­სებს:

- სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი მი­დის "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, რაც ძა­ლი­ან ჰგავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბოლო პე­რი­ო­დის, 2012 წლის სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბებს. რის­გან შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ვერ­სი­ე­ბი მრა­ვალ­გვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი კად­რე­ბი გაჰ­ყავს პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­სცე­ნი­დან - კარ­გა ხა­ნია არ ჩანს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მე­დი­ა­ში სა­ერ­თოდ აღარ ფი­გუ­რი­რებს და გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­ვი­წყე­ბა­საც მი­ე­ცა. ალ­ბათ იგი­ვე გა­კეთ­დე­ბა რიჟ­ვა­ძეს­თან და ლი­ლუ­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ბი­ძი­ნას თა­ვი­სი კად­რე­ბი ნელ-ნელა გაჰ­ყავს ას­პა­რე­ზი­დან. ამის მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს: მათ მი­მართ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბი, უკვე და­სან­ქცირ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ჯერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ არის, ისე­ვე, რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე. შე­საძ­ლოა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ რო­ტა­ცი­ას იმის­თვის აკე­თებს, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე მი­დის (არც ამ ვერ­სი­ას გა­მოვ­რი­ცხავ) და მას მეტ-ნაკ­ლე­ბად ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ძვე­ლი კად­რე­ბის მო­შო­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ამას კი არა ქარ­თვე­ლი ელექ­ტო­რა­ტის­თვის, არა­მედ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის აკე­თებს. მგო­ნია, სა­დღაც აქ უნდა იყოს სი­მარ­თლე. რომ გი­თხრათ, ლი­ლუ­აშ­ვილს ძა­ლი­ან მო­უნ­დე­ბო­და რე­გი­ო­ნუ­ლი მი­ნის­ტრო­ბა, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე ანა­ლო­გი­უ­რი მოხ­და ოქ­რუ­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­დან ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად რომ გა­და­იყ­ვა­ნეს, რა­ზე­დაც მან უარი თქვა. მგო­ნია, რომ კრი­ზი­სია "ოც­ნე­ბა­ში“ და ამას­თა­ნა­ვე, ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი კად­რე­ბი გაჰ­ყავს აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კი­დან.

ივა­ნიშ­ვი­ლის სან­დო კად­რე­ბი­დან გო­მე­ლა­უ­რი­ღა დარ­ჩა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კად­რე­ბი კო­ბა­ხი­ძი­სამ ჩა­ა­ნაც­ვლა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, მთელ ამ გუნდს სწი­რავ­დეს. ივა­ნიშ­ვი­ლი თუ მათ­გან რა­დი­კა­ლურ ქმე­დე­ბებს მო­ი­თხოვს, ეს იქ­ნე­ბა ამ გუნ­დის პირ­და­პი­რი ჩა­ძირ­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, გო­მე­ლა­ურ­თან მი­მარ­თე­ბით რა იქ­ნე­ბა, ის უკვე მაგ­ნიტსკის სი­ა­შია და რაღა უნდა გა­ა­კე­თონ, არ ვიცი, შე­საძ­ლოა მა­საც და­ეხ­მა­როს ან რო­ტა­ცია შე­ე­ხოს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცე­სი იქით­კენ მი­დის, რომ შე­მო­დის ახა­ლი კად­რე­ბი და მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ და­ე­კის­რე­ბათ.

- ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ლი­ლუ­აშ­ვილს აშშ-სთან "ვერ­და­ლა­გე­ბა“ არ აპა­ტი­ეს, თა­ვად კი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დარ­ჩა ახალ სა­მი­ნის­ტრო­ში გან­წე­სე­ბით...

- ამე­რი­კას­თან სი­ტუ­ა­ცი­ას ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კი არა, ტა­ლე­ი­რა­ნი ვერ და­ა­ლა­გებ­და. თუ ასეა და სე­რი­ო­ზუ­ლად ვინ­მეს ეს პრე­ტენ­ზია ჰქონ­და ლი­ლუ­აშ­ვილ­თან, ვფიქ­რობ, მას პო­ლი­ტი­კა­ში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა. აქ ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა არ გა­მო­ვა. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ის პრო­ცე­სებს გა­ა­რი­და და ლი­ლუ­აშ­ვილ­მაც თავი აა­რი­და სან­ქცი­ებს და ამის გამო აღარ ისურ­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა.

- თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, მისი ეს ნა­ბი­ჯი სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია...

- მგო­ნია, ისიც გა­ნა­რი­დეს პო­ლი­ტი­კას, რიჟ­ვა­ძე მისი ნე­ბით არ წა­სუ­ლა. შე­იძ­ლე­ბა რიჟ­ვა­ძე თა­ვად ვერ ხვდე­ბო­დეს, რა თა­მა­შე­ბი მი­დის, მაგ­რამ მგო­ნია, გა­ნა­რი­დეს. არის კი­დევ ერთი ვერ­სია - ქვეყ­ნის შიგ­ნით არა, მაგ­რამ და­სავ­ლე­თის­თვის შე­საძ­ლოა ამან იმუ­შა­ოს - ის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც იყო ოპო­ზი­ცი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი, გა­დი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი­დან. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხა­დია, იყო ნე­გა­ტი­უ­რი, ისე­ვე, რო­გორც რიჟ­ვა­ძის მი­მართ აჭა­რა­ში. ამ ცვლი­ლე­ბე­ბით ერ­თის მხრივ ფა­სა­დი იც­ვლე­ბა, და­სავ­ლეთს აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მო­ა­ცი­ლეს პო­ლი­ტი­კას, მე­ო­რეს მხრივ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გაჰ­ყავს ას­პა­რე­ზი­დან. ბი­ძი­ნას ლი­ლუ­აშ­ვი­ლის სუს-ში მოყ­ვა­ნა თუ ისევ დას­ჭირ­და, მო­იყ­ვა­ნენ. ნა­ხეთ, რა გა­მო­იკ­ვე­თა - ადა­მი­ან­მა უარი თქვა მი­ნის­ტრო­ბა­ზე, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ეს უკვე პო­ზი­ტი­ვია ხალ­ხის თვალ­ში. არც გა­მოვ­რი­ცხავ, ისევ მო­იყ­ვა­ნონ. თა­ვის დრო­ზე ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც ასე წა­ვი­და და ისევ მო­იყ­ვა­ნეს, ასე რომ, ივა­ნიშ­ვილს თუ ეს აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ასეც მო­იქ­ცე­ვა, ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ეს მარ­ტო ფა­სა­დის ცვლი­ლე­ბა რომ არ არის, გა­სა­გე­ბია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა - შე­საძ­ლოა წა­ვი­დეს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე ან რეპ­რე­სი­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს. ეს მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, ასე მი­ჯრით სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი ამის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

ავ­ტო­რი: ანა კე­კე­ლი­ძე

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვახტანგ ძაბირაძე: "ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა" - რას მოასწავებს ცვლილებები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში?

ვახტანგ ძაბირაძე: "ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა" - რას მოასწავებს ცვლილებები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში?

1-ელ აპრილს გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წერილობით მიმართა, სადაც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოითხოვა. მეორე დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, მის პოსტზე კი კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა. ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.

როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ლილუაშვილი ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს პორტფელს ჩაიბარებდა, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ სუს-ის თანამდებობიდან წასული უფროსი კობახიძის მთავრობაში მინისტრობას არ დათანხმდა. როგორც ოფიციალურად ითქვა, შეუთანხმებლობის ძირითადი საკითხი ახლად შექმნილ სამინისტროში მოადგილეების კანდიდატურები აღმოჩნდა. კობახიძის განმარტებით: "გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

რეგიონული განვითარების მინისტრად კი კახაბერ გულედანი დანიშნა.

საკადრო ცვლილებები განხორციელდა აჭარაშიც - 4 აპრილის დილას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიგო. იმავე დღეს მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზაშვილი დღემდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ასევე, თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, მისი ადგილი კი გიორგი ბუხრაშვილმა დაიკავა.

რას უკავშირდება "ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები და რატომ შეელია ივანიშვილი მის სანდო კადრს? - ამის თაობაზე არაერთი ვერსია გავრცელდა. მათგან ერთ-ერთის თანახმად, ეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორის და თაღლითობაში ბრალდებულის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვას უკავშირდება ისე, რომ სუს-მა ვერაფერი გაიგო და ბრალდებულის მიმალვა თავიდან ვერ აიცილა, თუმცა, საინტერესოა, რომ ეს მაშინაც ცნობილი იყო, როცა კობახიძემ ლილუაშვილი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად წარადგინა.

  • წყარო "ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ რეალურად ბაჩიაშვილი არაფერ შუაშია და ლულუაშვილმა, რეალურად, მოსალოდნელი სანქციები აიცილა თავიდან.

"გრიგოლ ლილუაშვილს კონტაქტები და კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკაში. ის რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ვიზიტითაც იმყოფებოდა, სადაც მას ივანიშვილის ფინანსური, ასევე, სანქციების საკითხების მოგვარება ევალებოდა. "ოცნების“ იმედის მიუხედავად, არაფერი მოგვარებულა. ამასთანავე, ლილუაშვილი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა გადაწყვეტილებებში თავისუფლებას, რის გამოც ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბა კობახიძესთან და მის მითითებებს არ ასრულებდა. მას ამერიკაში ღარიბაშვილის მსგავსად, თავისი საქმე დალაგებული აქვს. მოგეხსენებათ, ამერიკაში ყოფილი გენპროკურორი შოთაძეც ჩავიდა... ამერიკელებმა მშვენივრად იციან იცოდნენ, რა ხდება საქართველოში. ჩათვალეთ, ლილუაშვილმა ამერიკის სანქციები აიცდინა, ჭკვიანი კაცია სათავისოდ. რასაც ოხანაშვილი გააკეთებს, იმაზე ეს არ წავიდოდა. ლილუაშვილი არც ამათ სჭირდებათ და მასაც აღარ აქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, ლილუაშვილმა თავს უშველა და ამაში ხელი შეუწყო ივანიშვილმაც.

ლილუაშვილმა ამერიკის სანქციები აიცდინა, ჭკვიანი კაცია სათავისოდ. ლილუაშვილი არც ამათ სჭირდებათ და მასაც აღარ აქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, "ოცნებას“ სანქციები ელოდებათ... ლილუაშვილმა თავს უშველა და ამაში ხელი შეუწყო ივანიშვილმაც... ლილუაშვილს საერთოდ არაფერში სჭირდებოდა სამინისტრო... ერთი სული ჰქონდა, როდის გათავისუფლდებოდა. მალე ნახავთ, სად აღმოჩნდება ცოლ-შვილით...“ - გვიამბო წყარომ.

"ოცნებაში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

- საინტერესო პროცესი მიდის "ქართულ ოცნებაში“, რაც ძალიან ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო პერიოდის, 2012 წლის საკადრო გადაადგილებებს. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, რთული სათქმელია, ვერსიები მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილს თავისი ერთგული კადრები გაჰყავს პოლიტიკური ავანსცენიდან - კარგა ხანია არ ჩანს ღარიბაშვილი, მედიაში საერთოდ აღარ ფიგურირებს და გარკვეულწილად, დავიწყებასაც მიეცა. ალბათ იგივე გაკეთდება რიჟვაძესთან და ლილუაშვილთან მიმართებაში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინას თავისი კადრები ნელ-ნელა გაჰყავს ასპარეზიდან. ამის მიზეზები შეიძლება იყოს: მათ მიმართ მოსალოდნელი სანქციები, უკვე დასანქცირდნენ მოსამართლეები და რამდენადაც ვიცი, ლილუაშვილი ჯერ დასანქცირებული არ არის, ისევე, როგორც ღარიბაშვილი.

ამასთანავე. შესაძლოა "ქართული ოცნება“ ამ როტაციას იმისთვის აკეთებს, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მიდის (არც ამ ვერსიას გამოვრიცხავ) და მას მეტ-ნაკლებად ახალი სახეები და ძველი კადრების მოშორება სჭირდება, ამას კი არა ქართველი ელექტორატისთვის, არამედ დასავლელი პარტნიორებისთვის აკეთებს. მგონია, სადღაც აქ უნდა იყოს სიმართლე. რომ გითხრათ, ლილუაშვილს ძალიან მოუნდებოდა რეგიონული მინისტრობა, ტყუილი იქნება. სხვათა შორის, თავის დროზე ანალოგიური მოხდა ოქრუაშვილთან მიმართებით, თავდაცვის მინისტრობიდან ფინანსთა მინისტრად რომ გადაიყვანეს, რაზედაც მან უარი თქვა. მგონია, რომ კრიზისია "ოცნებაში“ და ამასთანავე, ივანიშვილს თავისი კადრები გაჰყავს აქტიური პოლიტიკიდან.

ივანიშვილის სანდო კადრებიდან გომელაურიღა დარჩა. ღარიბაშვილის კადრები კობახიძისამ ჩაანაცვლა. არ გამოვრიცხავ, მთელ ამ გუნდს სწირავდეს. ივანიშვილი თუ მათგან რადიკალურ ქმედებებს მოითხოვს, ეს იქნება ამ გუნდის პირდაპირი ჩაძირვა. საინტერესოა, გომელაურთან მიმართებით რა იქნება, ის უკვე მაგნიტსკის სიაშია და რაღა უნდა გააკეთონ, არ ვიცი, შესაძლოა მასაც დაეხმაროს ან როტაცია შეეხოს. ყოველ შემთხვევაში, პროცესი იქითკენ მიდის, რომ შემოდის ახალი კადრები და მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.

- ერთ-ერთი ვერსიით, ლილუაშვილს აშშ-სთან "ვერდალაგება“ არ აპატიეს, თავად კი შეურაცხყოფილი დარჩა ახალ სამინისტროში განწესებით...

- ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა. თუ ასეა და სერიოზულად ვინმეს ეს პრეტენზია ჰქონდა ლილუაშვილთან, ვფიქრობ, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. აქ ისეთი ვითარებაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების დალაგება არ გამოვა. მაინც ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა ის პროცესებს გაარიდა და ლილუაშვილმაც თავი აარიდა სანქციებს და ამის გამო აღარ ისურვა თანამდებობაზე დარჩენა.

- თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ, მისი ეს ნაბიჯი საერთოდ გაუგებარია...

- მგონია, ისიც განარიდეს პოლიტიკას, რიჟვაძე მისი ნებით არ წასულა. შეიძლება რიჟვაძე თავად ვერ ხვდებოდეს, რა თამაშები მიდის, მაგრამ მგონია, განარიდეს. არის კიდევ ერთი ვერსია - ქვეყნის შიგნით არა, მაგრამ დასავლეთისთვის შესაძლოა ამან იმუშაოს - ის ჩინოვნიკები, რომელთა მიმართაც იყო ოპოზიციისა და მოქალაქეების პრეტენზიები, გადიან პოლიტიკური ასპარეზიდან. ლილუაშვილისადმი დამოკიდებულება ცხადია, იყო ნეგატიური, ისევე, როგორც რიჟვაძის მიმართ აჭარაში. ამ ცვლილებებით ერთის მხრივ ფასადი იცვლება, დასავლეთს აჩვენებენ, რომ ასეთი ადამიანები ჩამოაცილეს პოლიტიკას, მეორეს მხრივ, ეს ადამიანები გაჰყავს ასპარეზიდან. ბიძინას ლილუაშვილის სუს-ში მოყვანა თუ ისევ დასჭირდა, მოიყვანენ. ნახეთ, რა გამოიკვეთა - ადამიანმა უარი თქვა მინისტრობაზე, თანამდებობაზე, ეს უკვე პოზიტივია ხალხის თვალში. არც გამოვრიცხავ, ისევ მოიყვანონ. თავის დროზე ღარიბაშვილიც ასე წავიდა და ისევ მოიყვანეს, ასე რომ, ივანიშვილს თუ ეს აქვს ჩაფიქრებული, ასეც მოიქცევა, ეს "ქართული ოცნებისთვის“ ჩვეულებრივი ამბავია. ეს მარტო ფასადის ცვლილება რომ არ არის, გასაგებია, "ქართული ოცნება“ რაღაც ნაბიჯებისთვის ემზადება - შესაძლოა წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე ან რეპრესიები გააძლიეროს. ეს მალე გამოჩნდება, ასე მიჯრით საკადრო ცვლილებები ამის მანიშნებელია.

ავტორი: ანა კეკელიძე

იხილეთ ასევე: