სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეა წულუკიანი მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია" - ბადრი ჯაფარიძე
"თეა წულუკიანი მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია" - ბადრი ჯაფარიძე

"რე­ჟი­მის­გან უნდა ვე­ლო­დოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო რეპ­რე­სი­ას. ამის­თვის მზად ვართ, ვი­ღებთ ამ გა­მოწ­ვე­ვას - ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­გო­ნებს სა­ხა­რე­ბი­დან სიც­რუ­ის მსა­ჯულს, რო­მელ­საც არც კა­ცის რცხვე­ნია და არც ღმერ­თის ეში­ნია", - ამის შე­სა­ხებ "ლელო- ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რეპ­რე­სია ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ეს არის ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის მო­რი­გი რეპ­რე­სი­უ­ლი ტალ­ღა, რო­მელ­საც ცხა­დია, უნდა ვე­ლო­დოთ, რო­დე­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ მშვი­დო­ბი­ა­ნად რე­ჟიმს. რე­ჟი­მი ცდი­ლობს ქვე­ყა­ნა ჩა­მო­ა­შო­როს ვექ­ტორს, ოპო­ნენ­ტი გა­ა­ნად­გუ­როს მო­რა­ლუ­რად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მოკ­ლას. ასე­თი რე­ჟი­მის­გან უნდა ვე­ლო­დოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო რეპ­რე­სი­ას. ამის­თვის მზად ვართ, ვი­ღებთ ამ გა­მოწ­ვე­ვას. ცხა­დია, რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას­თან და სი­მარ­თლის დად­გე­ნას­თან კავ­ში­რი არ აქვს. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­გო­ნებს სა­ხა­რე­ბი­დან სიც­რუ­ის მსა­ჯულს, რო­მელ­საც არც კა­ცის რცხვე­ნია და არც ღმერ­თის ეში­ნია. ასე­თი ძალა გვი­პი­რის­პირ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვის­თვის უნდა იყოთ მზად. რეპ­რე­სია ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბა არ არ­სე­ბობს და "თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ არის შე­თხზუ­ლი“.

"არა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბა არ ყო­ფი­ლა. ეს არის წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­თხზუ­ლი. თუ ვინ­მეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს, არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო. სა­სა­მარ­თლო­ში არა­ვის­გან არა­ნა­ი­რი სარ­ჩე­ლი არ მიგ­ვი­ღია. ვინც ცი­ლის­წა­მე­ბით და­კავ­დე­ბა, ყვე­ლა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლი. ჩვენ არა­ვის­გან ამ 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ მიგ­ვი­ღია არც სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ცხა­დი, არც სარ­ჩე­ლი. არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "ლელო- ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრალ­დე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად აც­ნო­ბენ. ის რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­ი­კი­თხა. მას შემ­დეგ, რაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კი­თხვებს ჯა­ფა­რი­ძემ უპა­სუ­ხა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბრა­ლის გა­საც­ნო­ბად და­ი­ბა­რეს.

საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას. აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ა­ზე ჯა­ფა­რი­ძე არ გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც, ის ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად და­ი­ბა­რეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბა უკვე წარ­დგე­ნი­ლი აქვს "ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს. მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკვე იმ­სჯე­ლა და 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას“ გუ­ლის­ხმობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თეა წულუკიანი მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია" - ბადრი ჯაფარიძე

"თეა წულუკიანი მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია" - ბადრი ჯაფარიძე

"რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას - ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია", - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

  • როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რეპრესია ადამიანების დაშინებას ემსახურება.

"ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი რეპრესიული ტალღა, რომელსაც ცხადია, უნდა ველოდოთ, როდესაც წინააღმდეგობას უწევ მშვიდობიანად რეჟიმს. რეჟიმი ცდილობს ქვეყანა ჩამოაშოროს ვექტორს, ოპონენტი გაანადგუროს მორალურად, განსხვავებული აზრი მოკლას. ასეთი რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას. ცხადია, რასაც ვაკვირდებით, გამოძიებასთან და სიმართლის დადგენასთან კავშირი არ აქვს. ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია. ასეთი ძალა გვიპირისპირდება. ნებისმიერი გამოწვევისთვის უნდა იყოთ მზად. რეპრესია ემსახურება ადამიანების დაშინებას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არანაირი ბრალდება არ არსებობს და "თეა წულუკიანის მიერ არის შეთხზული“.

"არანაირი ბრალდება არ ყოფილა. ეს არის წულუკიანი შეთხზული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს სასამართლო. სასამართლოში არავისგან არანაირი სარჩელი არ მიგვიღია. ვინც ცილისწამებით დაკავდება, ყველა იქნება პასუხგაცემული. ჩვენ არავისგან ამ 18 წლის განმავლობაში, არ მიგვიღია არც სასამართლო განაცხადი, არც სარჩელი. არ არსებობს საფუძველი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის პროკურატურაში "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდებას ოფიციალურად აცნობენ. ის რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს ჯაფარიძემ უპასუხა, პროკურატურაში ბრალის გასაცნობად დაიბარეს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.