მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია
პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია

პარ­ლა­მენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი და­უ­ჭი­რა. პარ­ლა­მენ­ტმა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 79 ხმით მი­ი­ღო.

ოხა­ნაშ­ვილ­მა სუს-ის უფ­რო­სის პოსტზე გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლა.

პარ­ლა­მენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით, 6 წლის ვა­დით აირ­ჩია.

2 აპ­რილს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რი­თაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. სუს-ის უფ­რო­სის პოსტზე კი, კო­ბა­ხი­ძემ ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა.

ოხა­ნაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, პა­ა­ტა სა­ლი­ამ შეც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს, რო­გორც კო­ბა­ხი­ძის ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გა­ი­ყო­ფა, რის შემ­დე­გაც ლი­ლუ­აშ­ვი­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად პარ­ლა­მენ­ტმა 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ამ­ტკი­ცა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია

პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება 79 ხმით მიიღო.

ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მთავრობის წარდგინებით, 6 წლის ვადით აირჩია.

2 აპრილს ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კი, კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.