მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იციან, არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ - გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რეჟიმი დავამარცხოთ" - სალომე ზურაბიშვილი
"იციან, არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ - გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რეჟიმი დავამარცხოთ" - სალომე ზურაბიშვილი

"ცვლი­ლე­ბე­ბი ცეს­კო-ში იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან - იცი­ან, რომ არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა მო­უ­წევთ, ჩვენც მზად უნდა ვი­ყოთ",- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, "გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მზა­ო­ბა, რომ ეს რე­ჟი­მი და­ვა­მარ­ცხოთ“.

"წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის“ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი თემა, ცხა­დია, ისაა, რომ დღეს, ამ გა­უ­თა­ვე­ბელ რეპ­რე­სი­ებს და რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის სხვა­დას­ხვა ქმე­დე­ბებს, პო­ლი­ტი­კუ­რი პირ­და­პი­რი დევ­ნა და­ე­მა­ტა. დღეს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ბრა­ლის და­დე­ბას ელო­დე­ბა. ეს არის კი­დევ ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმი­სა, რომ რე­ჟი­მი რეპ­რე­სი­ე­ბით ცდი­ლობს, შეგ­ვა­ში­ნოს, დაგ­ვა­ში­ნოს და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის ხალ­ხის­გან, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრით. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ჩანს. არ მოქ­მე­დებს. გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მზა­ო­ბა, რომ ეს რე­ჟი­მი და­ვა­მარ­ცხოთ.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ამ დროს რას აკე­თებს რე­ჟი­მი, თუნ­დაც სა­არ­ჩევ­ნო კუ­თხით. ცეს­კო-ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი აღი­ა­რე­ბა იმის, რომ გა­ყალ­ბე­ბის ერთ-ერთი ფორ­მა [იყო], რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს პი­რა­დო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას და და­დას­ტუ­რე­ბას არ სთხოვ­დნენ. დღეს უკვე, მი­ი­ღეს ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არის ამ გა­ყალ­ბე­ბის ფორ­მის ლე­გა­ლი­ზე­ბა, ანუ "კა­რუ­სე­ლე­ბის“ ლე­გა­ლი­ზე­ბა. ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ვი­საც ეჭვი აქვს, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნონ, სჯობს უყუ­როს იმას, რას აკე­თე­ბენ და რამ­დე­ნად ემ­ზა­დე­ბი­ან. იცი­ან, რომ მო­უ­წევთ არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა და ამის­თვის ყვე­ლა კუ­თხით, ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლაფ­რის და­ზღვე­ვა. ესეც არ გა­მო­უ­ვათ! ესეც ჩვენ­თვის, "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის­თვის“, ნი­შა­ნია იმის, რომ ჩვენც მზად უნდა ვი­ყოთ. მზად­ყოფ­ნა იმას ნიშ­ნავს, რომ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ჯარი იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი და დღეს­ვე და­ვი­წყოთ ამის­თვის მზა­დე­ბა. ეს არის სწო­რი გზა და ჩვენ, ყვე­ლა­ნი ერ­თად, ამის­თვის უნდა ვემ­ზა­დე­ბო­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნინო დო­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, ცეს­კომ დად­გე­ნი­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც კენ­ჭისყ­რის სრულ­ყო­ფი­ლად დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ზღუ­დავს.

რო­გორც ნინო დო­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ პირს, ეკ­რძა­ლე­ბა ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ჩვე­ნე­ბის მო­თხოვ­ნა, მათ შო­რის, გა­მორ­თმე­ვა.

"გუ­შინ, ცეს­კო-მ დად­გე­ნი­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ზღუ­დავს კენ­ჭისყ­რის სრულ­ყო­ფი­ლად დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რია შემ­დე­გი - კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ პირს, ეკ­რძა­ლე­ბა ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ჩვე­ნე­ბის მო­თხოვ­ნა, მათ შო­რის, გა­მორ­თმე­ვა.

ამ ცვლი­ლე­ბით, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ აღ­მო­ა­ჩი­ნონ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვის ნაც­ვლად ცდი­ლო­ბენ ხმის მი­ცე­მას (ე.წ. "კა­რუ­სე­ლი“), რაც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მე­თოდს წარ­მო­ად­გენს“, - წერს ნინო დო­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"იციან, არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ - გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რეჟიმი დავამარცხოთ" - სალომე ზურაბიშვილი

"იციან, არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ - გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რეჟიმი დავამარცხოთ" - სალომე ზურაბიშვილი

"ცვლილებები ცესკო-ში იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან - იციან, რომ არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ",- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, "გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ“.

"წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელი შეხვედრის ჩვენი პირველი თემა, ცხადია, ისაა, რომ დღეს, ამ გაუთავებელ რეპრესიებს და რეპრესიული რეჟიმის სხვადასხვა ქმედებებს, პოლიტიკური პირდაპირი დევნა დაემატა. დღეს ბადრი ჯაფარიძეა პროკურატურასთან და ბრალის დადებას ელოდება. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ რეჟიმი რეპრესიებით ცდილობს, შეგვაშინოს, დაგვაშინოს დაწყებული პროტესტის ხალხისგან, გაგრძელებული პოლიტიკური სპექტრით. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს. არ მოქმედებს. გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ.

ძალიან საინტერესოა ამ დროს რას აკეთებს რეჟიმი, თუნდაც საარჩევნო კუთხით. ცესკო-ში ცვლილებები, რომელიც პირდაპირი აღიარება იმის, რომ გაყალბების ერთ-ერთი ფორმა [იყო], როდესაც ადამიანებს პირადობის დამტკიცებას და დადასტურებას არ სთხოვდნენ. დღეს უკვე, მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ გაყალბების ფორმის ლეგალიზება, ანუ "კარუსელების“ ლეგალიზება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან. ვისაც ეჭვი აქვს, რომ რაღაც მომენტში იძულებულები გახდებიან, საპარლამენტო არჩევნები დანიშნონ, სჯობს უყუროს იმას, რას აკეთებენ და რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველა კუთხით, ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა. ესეც არ გამოუვათ! ესეც ჩვენთვის, "წინააღმდეგობის პლატფორმისთვის“, ნიშანია იმის, რომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. მზადყოფნა იმას ნიშნავს, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამისთვის მზადება. ეს არის სწორი გზა და ჩვენ, ყველანი ერთად, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარის, ნინო დოლიძის ინფორმაციით, გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას ზღუდავს.

როგორც ნინო დოლიძე აღნიშნავს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

"გუშინ, ცესკო-მ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი - კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. "კარუსელი“), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს“, - წერს ნინო დოლიძე.