მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტი იუნ სუკ იოლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მას შემ­დეგ რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ იმ­პიჩ­მენ­ტის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

  • იუნ სუკ იო­ლის გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ტარ­დეს.

პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჰან დაკ-სუ გა­აგ­რძე­ლებს.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას იუნ სუკ იო­ლის გა­და­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი სკან­დი­რებ­დნენ :"ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ!"

ამას­თან, იუ­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ზი­დენ­ცი­ას­თან იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთი მო­მი­ტინ­გე პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­ბუ­სის მი­ნის ჩამ­ტვრე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტმა იუნ სუკ იო­ლის იმ­პიჩ­მენტს მხა­რი გა­სულ წელს, მის მიერ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გამო და­უ­ჭი­რა, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • იუნ სუკ იოლის გადაყენების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას იუნ სუკ იოლის გადაყენების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მომიტინგეები სკანდირებდნენ :"ჩვენ გავიმარჯვეთ!"

ამასთან, იუნის მხარდამჭერები მის ოფიციალურ რეზიდენციასთან იყვნენ შეკრებილი. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთი მომიტინგე პოლიციის ავტობუსის მინის ჩამტვრევისთვის დააკავეს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი გასულ წელს, მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუჭირა, რამაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.