ვანგას ბალკანეთის ნოსტრადამუსსაც კი უწოდებდნენ. მართალია ის 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებები 5079 წლამდე ვრცელდება. სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა ტექნოლოგიური რევოლუცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
მისივე მტკიცებით, კაცობრიობის დაცემა სწორედ 2025 წელს დაიწყება - მსოფლიო ოფიციალურად 5079 წელს დასრულდება.
ამ წინასწარმეტყველებიდან ჯერჯერობით მხოლოდ მიწისძვრა გამართლდა - 28 მარტს, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა მიანმარსა და ტაილანდის ნაწილებში - დაღუპულთა რიცხვმა 1700-ზე მეტს მიაღწია.
ტაილანდის საზღვარზე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა, 101 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.