მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"31 მარტს პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა - პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
"31 მარტს პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა - პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

"სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი“ 31 მარტს, პო­ლი­ცი­ის მიერ ლუკა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას "უკა­ნო­ნო მი­იჩ­ნევს" და აღ­ნიშ­ნავს, რო­მეს შემ­თხვე­ვა კი­დევ ერთი მკა­ფიო და­დას­ტუ­რე­ბაა იმის, რომ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან „თვით­ნე­ბო­ბა და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა უკვე ნორ­მა­ლი­ზე­ბულ პრაქ­ტი­კად იქცა“.

  • კერ­ძოდ, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 31 მარტს, სა­ღა­მოს 8:00 სა­ათ­ზე, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე პო­ლი­ცი­ამ ლუკა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი თვით­ნე­ბუ­რად და­ა­კა­ვა და მას პრე­ვენ­ცი­ის ზო­გა­დი და ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლით ჩან­თის ჩხრე­კა და ტე­ლე­ფონ­ში „ტე­ლეგ­რა­მის“ ჩატ­ზე წვდო­მა მოს­თხო­ვა.

"ლუკა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა ჩან­თის შე­მოწ­მე­ბა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, ხოლო მო­ბი­ლურ­ზე წვდო­მის მი­ცე­მამ­დე, კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კატს და­უ­კავ­შირ­და. ად­ვო­კატ­მა ტე­ლე­ფო­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას პო­ლი­ცი­ას მოს­თხო­ვა გა­ნე­მარ­ტა, თუ რა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლით და რა პრო­ცე­დუ­რით ითხოვ­დნენ ლუ­კას­გან პი­რა­დი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. ასე­ვე გა­ნუ­ცხა­და, რომ თა­ვად მა­ლე­ვე იქ­ნე­ბო­და ად­გილ­ზე, რათა პო­ლი­ცი­ას მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა, ლუკა კინ­წუ­რაშ­ვილს კი მის მის­ვლამ­დე ლა­ივ­ში ჩარ­თვა ურ­ჩია. რის შემ­დე­გაც, პო­ლი­ცი­ამ ლუკა კინ­წუ­რაშ­ვილს ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა და იგი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა.

და­კა­ვე­ბულს არ მი­ე­ცა ოჯახ­თან და ად­ვო­კატ­თან და­კავ­ში­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, და­კა­ვე­ბი­დან 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, არც ოჯა­ხის წევ­რე­ბის და არც მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ ყო­ფი­ლა ინ­ფორ­მა­ცია ლუ­კას ად­გილ­სამ­ყოფ­ლის და მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც ლუკა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა რუს­თა­ვის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ად­ვო­კატს გა­ნუ­ცხა­და, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ის პი­რა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს სრუ­ლად ორ­ჯერ გა­ა­შიშ­ვლეს - რო­გორც პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნი­სას, ისე დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შე­სახ­ლე­ბის დროს.

შსს ლუკა კინ­წუ­რაშ­ვილს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ პო­ლი­ცი­ის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ედა­ვე­ბა (ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის მე-3 მუხ­ლი) და მისი და­კა­ვე­ბის ვადა მაქ­სი­მუ­მამ­დე - 48 სა­ა­თით არის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შოა, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი გა­შიშ­ვლე­ბა გან­მე­ო­რე­ბა­დი პრაქ­ტი­კა გახ­და და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ფორ­მა სა­ხელ­მწი­ფოს რეპ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლად იქცა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"31 მარტს პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა - პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

"31 მარტს პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა - პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 31 მარტს, პოლიციის მიერ ლუკა კინწურაშვილის დაკავებას "უკანონო მიიჩნევს" და აღნიშნავს, რომეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმის, რომ პოლიციის მხრიდან „თვითნებობა და დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა“.

  • კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31 მარტს, საღამოს 8:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა და მას პრევენციის ზოგადი და ფორმალური საფუძვლით ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში „ტელეგრამის“ ჩატზე წვდომა მოსთხოვა.

"ლუკა კინწურაშვილმა ჩანთის შემოწმებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მობილურზე წვდომის მიცემამდე, კონსულტაციის მიღების მიზნით ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატმა ტელეფონით კომუნიკაციისას პოლიციას მოსთხოვა განემარტა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით ითხოვდნენ ლუკასგან პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, ლუკა კინწურაშვილს კი მის მისვლამდე ლაივში ჩართვა ურჩია. რის შემდეგაც, პოლიციამ ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

დაკავებულს არ მიეცა ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში, არც ოჯახის წევრების და არც მისი უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.

როგორც ლუკა კინწურაშვილმა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს - როგორც პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს.

შსს ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 მუხლი) და მისი დაკავების ვადა მაქსიმუმამდე - 48 საათით არის გახანგრძლივებული.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ბოლო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა და არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.