საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში" - სალომე ზურაბიშვილი
"საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში" - სალომე ზურაბიშვილი

"სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა, რაც რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­ზე ონ­ლა­ინ ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მი­ღე­ბულ კა­ნო­ნებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ „შე­თან­ხმე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა“ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც „აშ­კა­რად არ არის და­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

  • ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტიც არ არ­სე­ბობს, რაც სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ მოქ­ცე­ვაა.

"იგი­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა, რაც რუ­სეთ­ში და ბე­ლა­რუს­შია. მა­გა­ლი­თი რომ მოგ­ცეთ, მხო­ლოდ დღეს პარ­ლა­მენ­ტმა სამი სხვა­დას­ხვა კა­ნო­ნი მი­ი­ღო. რა თქმა უნდა, პარ­ლა­მენ­ტში სა­ერ­თოდ არა­ვი­თა­რი დე­ბა­ტე­ბი არ არის - კა­ნო­ნი კო­მი­ტე­ტე­ბის სამ ეტაპს სულ რა­ღაც სამ დღე­ში გა­დის.

პირ­ვე­ლი ე.წ. ამე­რი­კუ­ლი FARA კა­ნო­ნია, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ, ახა­ლი “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნია”, რო­მე­ლიც მეტ ძა­ლა­უფ­ლე­ბას აძ­ლევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შე­ზღუ­დონ და შე­ა­კა­ვონ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

მე­ო­რეს სის­ხლის სა­მარ­თალ­ში ხე­ლახ­ლა შე­მო­აქვს “სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის” მუხ­ლი, რაც საბ­ჭო­თა დროს არ­სე­ბობ­და.

მე­სა­მე ზღუ­დავს მე­დი­ას და მათ და­მა­ტე­ბით შე­ზღუდ­ვებს უწე­სებს ფი­ნან­სურ კონ­ტროლ­ზე, ასე­ვე, კონ­ტენ­ტის კონ­ტროლ­ზე. ასე­ვე, არის გვერ­დი­თი კა­ნო­ნე­ბი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ზე, რომ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის­გან მათი უშუ­ა­ლო უფ­რო­სე­ბის­გან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს, თუ მათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სურთ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღე­ში მოხ­და. ეს აჩ­ვე­ნებს სის­წრა­ფეს, რომ­ლი­თაც შე­თან­ხმე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც აშ­კა­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის და­წე­რი­ლი, ვი­ნა­ი­დან, ისი­ნი მხო­ლოდ ერთ პარ­ტი­ას და ერთ კაცს, ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს, წარ­მო­ად­გე­ნენ.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­ნიშ­ვნა, რომ ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტიც არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი ერ­თპარ­ტი­ულ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ და­ი­პყრო, ისი­ნი ახ­დე­ნენ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ნო­მი­ნა­ცი­ას - სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, ცენ­ტრა­ლურ ბან­კში, რო­მელ­საც გუ­შინ შეხ­ვედ­რა ჰქონ­და ჩი­ნე­თის ცენ­ტრა­ლურ ბანკთან, ყვე­ლა სა­რე­გუ­ლა­ციო კო­მი­სი­ა­ში, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მე­დი­ის რე­გუ­ლა­ცი­ას ახ­დენს.

ასე რომ, ეს სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ მოქ­ცე­ვაა,” - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში" - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში" - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დღეს საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებზე და აღნიშნა, რომ „შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა“ ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც „აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში“.

  • ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს, რაც სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა.

"იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის.

პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ და შეაკავონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეორეს სისხლის სამართალში ხელახლა შემოაქვს “სახელმწიფო ღალატის” მუხლი, რაც საბჭოთა დროს არსებობდა.

მესამე ზღუდავს მედიას და მათ დამატებით შეზღუდვებს უწესებს ფინანსურ კონტროლზე, ასევე, კონტენტის კონტროლზე. ასევე, არის გვერდითი კანონები საჯარო სამსახურზე, რომლების სახელმწიფო მოხელეებისგან მათი უშუალო უფროსებისგან ავტორიზაციის მიღებას მოითხოვს, თუ მათ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა სურთ.

ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ეს აჩვენებს სისწრაფეს, რომლითაც შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც აშკარად საქართველოში არ არის დაწერილი, ვინაიდან, ისინი მხოლოდ ერთ პარტიას და ერთ კაცს, ბატონ ივანიშვილს, წარმოადგენენ.

ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს. ყველა ინსტიტუტი ერთპარტიულმა მმართველობამ დაიპყრო, ისინი ახდენენ ყველა ადამიანის ნომინაციას - სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცენტრალურ ბანკში, რომელსაც გუშინ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ყველა სარეგულაციო კომისიაში, რომელთაგან ერთ-ერთი მედიის რეგულაციას ახდენს.

ასე რომ, ეს სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.