მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ შეუერთდა პარტია "ახალი" პრეზიდენტთან შექმნილ ახალ ფორმატს? - ნიკა გვარამიას განმარტება
რატომ არ შეუერთდა პარტია "ახალი" პრეზიდენტთან შექმნილ ახალ ფორმატს? - ნიკა გვარამიას განმარტება

“პარ­ტია “ახა­ლის” ლი­დე­რი ნიკა გვა­რა­მია გან­მარ­ტავს მი­ზეზს, თუ რა­ტომ არ შე­უ­ერ­თდნენ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ახალ ფორ­მატს.

“პარ­ტია “ახა­ლი” ყო­ველ­თვის მის­ცემს შანსს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და ერ­თი­ან ქმე­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში. მაგ­რამ ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხზე - სრუ­ლი არა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რე­ჟიმ­თან, მათ შო­რის: ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი, არა­ლე­გი­ტი­მურ კო­მი­სი­ებ­ში სი­ა­რულ­ზე უარი და მსგავს ქმე­დე­ბებ­ზე ბო­ი­კო­ტის მკა­ფიო და ცალ­სა­ხა მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, მე­ტიც, შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა­ზე უარი სწო­რედ ამ სა­კი­თხებ­ზე მკა­ფიო ჩა­ნა­წე­რის გამო და პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის (გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის) უა­რის გამო, ეს სა­კი­თხე­ბი სა­ერ­თოდ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო დო­კუ­მენ­ტში, არ მიგ­ვაჩ­ნია გა­მარ­თლე­ბუ­ლად.

პარ­ტია “ახა­ლი” მზა­დაა იმოქ­მე­დოს კო­ორ­დი­ნა­ცი­ის რე­ჟიმ­ში ნე­ბის­მი­ერ პრო­და­სავ­ლურ აქ­ტორ­თან, მხო­ლოდ იმ დათ­ქმით, რომ არ დარ­ჩე­ბა არა­ვი­თა­რი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და სივ­რცე ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის­თვის იმგვარ პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­საძ­ლოა გახ­დეს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი.

ამ სა­კი­თხზე “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” სხვა წევ­რე­ბი თა­ვად გა­ა­კე­თე­ბენ გან­მარ­ტე­ბას სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით,“ - წერს ნიკა გვა­რა­მია.

"ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სია იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ახალ ფორ­მატს შე­უ­ერ­თდნენ.

  • "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი,
  • გა­ხა­რია,
  • ლელო,
  • დროა,
  • თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი,
  • ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო,
  • სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი.

ესე­ნი შე­მო­ერ­თდნენ ახალ ფორ­მატს პრე­ზი­დენ­ტთან", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რატომ არ შეუერთდა პარტია "ახალი" პრეზიდენტთან შექმნილ ახალ ფორმატს? - ნიკა გვარამიას განმარტება

რატომ არ შეუერთდა პარტია "ახალი" პრეზიდენტთან შექმნილ ახალ ფორმატს? - ნიკა გვარამიას განმარტება

“პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია განმარტავს მიზეზს, თუ რატომ არ შეუერთდნენ სალომე ზურაბიშვილის ახალ ფორმატს.

“პარტია “ახალი” ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე - სრული არა თანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე ბოიკოტის მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის (გახარია საქართველოსთვის) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად.

პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი.

ამ საკითხზე “კოალიცია ცვლილებისთვის” სხვა წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით,“ - წერს ნიკა გვარამია.

"ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სია იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც, მისი თქმით, ზურაბიშვილთან ახალ ფორმატს შეუერთდნენ.

  • "ფედერალისტები,
  • გახარია,
  • ლელო,
  • დროა,
  • თავისუფლების მოედანი,
  • ევროპული საქართველო,
  • სტრატეგია აღმაშენებელი.

ესენი შემოერთდნენ ახალ ფორმატს პრეზიდენტთან", - წერს ჩერგოლეიშვილი.

იხილეთ ასევე: