საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაისის ნაცვლად შევხვდებით აპრილში! - თბილისის წიგნის ბაზრობა 10-13 აპრილს გაიმართება
მაისის ნაცვლად შევხვდებით აპრილში! - თბილისის წიგნის ბაზრობა 10-13 აპრილს გაიმართება

10-13 აპ­რილს ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რულ დღე­სას­წა­ულ­ზე მი­სულ სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, სი­ურპრი­ზე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი დახ­ვდე­ბა.

წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სხვა დიდ თუ პა­ტა­რა გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს „პა­ლიტ­რა L”, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წელს თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი აღარ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში, 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­ტუმ­რონ წიგ­ნის ბაზ­რო­ბას და გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სი­ახ­ლე­ებს გა­ეც­ნონ, ისარ­გებ­ლონ მათი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით და მი­ი­ღონ სა­ჩუქ­რე­ბი.

წიგ­ნის ბაზ­რო­ბის­თვის „პა­ლიტ­რა L“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ემ­ზა­და. 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაზ­რო­ბის სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ისარ­გებ­ლონ 70%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სე­რი­ის არა­ერთ გა­მო­ცე­მა­ზე. ფას­დაკ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მკი­თხვე­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ წიგ­ნებს. ფას­დაკ­ლე­ბის გარ­და მათ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი და სი­ურპრი­ზე­ბი ელო­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად წიგ­ნის ბაზ­რო­ბის­თვის ითარ­გმნა და გა­მო­ი­ცა მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი. მათ შო­რი­საა შარ­ლოტ ბრონ­ტეს „შერ­ლი“, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად ითარ­გმნა. ასე­ვე, აგა­თა კრის­ტის „სა­ა­თე­ბი“ და „სიკ­ვდი­ლი აუზ­თან“. ბოლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ფრე­დე­რიკ ბაკ­მა­ნის რო­მა­ნებ­მა. სწო­რედ ამი­ტომ „პა­ლიტ­რა L“ მკი­თხველს ბაკ­მა­ნის კი­დევ ერთ მსოფ­ლიო ბესტსე­ლერ რო­მანს „და ყო­ველ დი­ლით სულ უფრო გრძელ­დე­ბა ში­ნის­კენ გზა“ შეს­თა­ვა­ზებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით გა­მომ­ცემ­ლო­ბის ახალ წიგ­ნებ­ზეც ისარ­გებ­ლე­ბენ.

არ გა­მოგრჩეთ 10-13 აპ­რი­ლი, ეს­ტუმ­რეთ ექ­სპო ჯორ­ჯი­ას და გა­ხა­დეთ თქვე­ნი სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა კი­დევ უფრო დიდი და სა­ინ­ტე­რე­სო.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მაისის ნაცვლად შევხვდებით აპრილში! - თბილისის წიგნის ბაზრობა 10-13 აპრილს გაიმართება

მაისის ნაცვლად შევხვდებით აპრილში! - თბილისის წიგნის ბაზრობა 10-13 აპრილს გაიმართება

10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება. დიდ ლიტერატურულ დღესასწაულზე მისულ სტუმრებს განსაკუთრებული სიახლეები, სიურპრიზები და საჩუქრები დახვდება.

წიგნის ბაზრობაზე სხვა დიდ თუ პატარა გამომცემლობებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „პალიტრა L”, რომელიც მიმდინარე წელს თბილისის წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილი აღარ იქნება. შესაბამისად, ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ აპრილის დასაწყისში, 4 დღის განმავლობაში ესტუმრონ წიგნის ბაზრობას და გამომცემლობის მიერ წარმოდგენილ სიახლეებს გაეცნონ, ისარგებლონ მათი შეთავაზებებით და მიიღონ საჩუქრები.

წიგნის ბაზრობისთვის „პალიტრა L“ განსაკუთრებულად მოემზადა. 4 დღის განმავლობაში ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ 70%-მდე ფასდაკლებით სხვადასხვა სერიის არაერთ გამოცემაზე. ფასდაკლება შეეხება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის განკუთვნილ წიგნებს. ფასდაკლების გარდა მათ მრავალფეროვანი საჩუქრები და სიურპრიზები ელოდება.

სპეციალურად წიგნის ბაზრობისთვის ითარგმნა და გამოიცა მკითხველის საყვარელი ავტორების რამდენიმე წიგნი. მათ შორისაა შარლოტ ბრონტეს „შერლი“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ასევე, აგათა კრისტის „საათები“ და „სიკვდილი აუზთან“. ბოლო პერიოდში ქართველი მკითხველის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფრედერიკ ბაკმანის რომანებმა. სწორედ ამიტომ „პალიტრა L“ მკითხველს ბაკმანის კიდევ ერთ მსოფლიო ბესტსელერ რომანს „და ყოველ დილით სულ უფრო გრძელდება შინისკენ გზა“ შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ბაზრობაზე მისული სტუმრები ფასდაკლებით გამომცემლობის ახალ წიგნებზეც ისარგებლებენ.

არ გამოგრჩეთ 10-13 აპრილი, ესტუმრეთ ექსპო ჯორჯიას და გახადეთ თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა კიდევ უფრო დიდი და საინტერესო.

R