მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეთანიაჰუ დაკითხეს, მისი ტოპ მრჩევლები კი დააკავეს - რა არის "კატარგეითის" სკანდალი და რას ედავებიან ისრაელის პრემიერის უახლოეს გარემოცვას?
ნეთანიაჰუ დაკითხეს, მისი ტოპ მრჩევლები კი დააკავეს - რა არის "კატარგეითის" სკანდალი და რას ედავებიან ისრაელის პრემიერის უახლოეს გარემოცვას?

ის­რა­ელ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი­სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა - ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ორი უახ­ლო­ე­სი თა­ნა­შემ­წე, მრჩევ­ლე­ბი ჯო­ნა­თან ური­ხი და ელი ფელ­დშტე­ი­ნი და­ა­კა­ვა. რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი კა­ტა­რის მთავ­რო­ბას­თან უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბებ­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ამ პრო­ცესს "კა­ტარ­გე­ი­თის" სკან­დალს უწო­დებს. გა­მო­ძი­ე­ბა იკ­ვლევს პო­ტენ­ცი­ურ სა­გა­რეო გავ­ლე­ნას ის­რა­ელ­ზე, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვას და პო­ლი­ტი­კურ გა­დაც­დო­მებს.

სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კი­თხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუც, თუმ­ცა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ის არ არის ამ საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა სი­ა­ში. გა­მო­ძი­ე­ბამ ის და­კი­თხა, რო­გორც ამ საქ­მის მცოდ­ნე პირი.

  • რას გუ­ლის­ხმობს "კა­ტარ­გე­ი­თის" სკან­და­ლი?

საქ­მე შე­ე­ხე­ბა ის­რა­ელ­ში კა­ტა­რის გავ­ლე­ნის სა­ვა­რა­უ­დო ზრდას და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბა შე­ე­ხე­ბა ნე­თა­ნი­აჰუს მრჩევ­ლის, ფელ­დშტე­ი­ნის კავ­შირს ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფირ­მას­თან, რო­მელ­თა­ნაც კონ­ტრაქ­ტი აქვს კა­ტარს. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ფელ­დშტე­ი­ნი ავ­რცე­ლებ­და პრო­კა­ტა­რულ ნა­რა­ტი­ვებს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში და ასე­ვე ის­რა­ე­ლის მე­დი­ა­ში.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფელ­დშტე­ინს ადრე წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც "ჰა­მას­თან" მძევ­ლე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ჟონ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა იკ­ვლევს ამ საქ­მე­საც და პო­ტენ­ცი­უ­რად აკავ­ში­რებს ნე­თა­ნი­აჰუს ახლო წრე­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს უფრო ფარ­თო სქე­მა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­გა­რეო ჩა­რე­ვას და სამ­თავ­რო­ბო რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბე­ბი მო­ი­ცავს მოს­ყიდ­ვას, ნდო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, უცხო­ელ აგენ­ტებ­თან კონ­ტაქტს და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვას.

ნე­თა­ნი­აჰუს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სას­ტი­კად დაგ­მო და­კა­ვე­ბე­ბი და მას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უწო­და. მათი გან­ცხა­დე­ბით, ეს არის "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩა­მოგ­დე­ბის ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის ნა­წი­ლი". პარ­ტია გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას "ყალ­ბი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში" და "და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა", - აცხა­დე­ბენ ნე­თა­ნი­აჰუს პარ­ტი­ა­ში.

  • რა­ტომ კა­ტა­რი?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის­რა­ელ­სა და კა­ტარს არ აქვთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბი, დო­ჰამ იყო მთა­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლი "ჰა­მას­თან" არა­პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ღა­ზა­ში ომის დროს.

კა­ტა­რის სა­ვა­რა­უ­დო ფი­ნან­სურ­მა კავ­ში­რებ­მა ნე­თა­ნი­აჰუს თა­ნა­შემ­წე­ებ­თან, გა­ა­ჩი­ნა შეშ­ფო­თე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და სა­გა­რეო გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ კა­ტა­რის თან­ხე­ბი მარ­თლაც მი­ე­წო­დე­ბა ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნო­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ნეთანიაჰუ დაკითხეს, მისი ტოპ მრჩევლები კი დააკავეს - რა არის "კატარგეითის" სკანდალი და რას ედავებიან ისრაელის პრემიერის უახლოეს გარემოცვას?

ნეთანიაჰუ დაკითხეს, მისი ტოპ მრჩევლები კი დააკავეს - რა არის "კატარგეითის" სკანდალი და რას ედავებიან ისრაელის პრემიერის უახლოეს გარემოცვას?

ისრაელში პოლიტიკური სკანდალისულ უფრო მასშტაბური ხდება - ისრაელის პოლიციამ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ორი უახლოესი თანაშემწე, მრჩევლები ჯონათან ურიხი და ელი ფელდშტეინი დააკავა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ისინი კატარის მთავრობასთან უკანონო გარიგებებში არიან ეჭვმიტანილები.

  • ადგილობრივი მედია ამ პროცესს "კატარგეითის" სკანდალს უწოდებს. გამოძიება იკვლევს პოტენციურ საგარეო გავლენას ისრაელზე, ეროვნული უსაფრთხოების დარღვევას და პოლიტიკურ გადაცდომებს.

საგანგებო სამსახურმა გამოძიების ფარგლებში დაკითხა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, ის არ არის ამ საქმეში ეჭვმიტანილთა სიაში. გამოძიებამ ის დაკითხა, როგორც ამ საქმის მცოდნე პირი.

  • რას გულისხმობს "კატარგეითის" სკანდალი?

საქმე შეეხება ისრაელში კატარის გავლენის სავარაუდო ზრდას და ამ საკითხთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

მაგალითად, ერთ-ერთი ბრალდება შეეხება ნეთანიაჰუს მრჩევლის, ფელდშტეინის კავშირს ერთ-ერთ საერთაშორისო ფირმასთან, რომელთანაც კონტრაქტი აქვს კატარს. არსებობს ეჭვი, რომ ფელდშტეინი ავრცელებდა პროკატარულ ნარატივებს სახელმწიფო უწყებებში და ასევე ისრაელის მედიაში.

  • აღსანიშნავია, რომ ფელდშტეინს ადრე წაუყენეს ბრალდება, რომელიც "ჰამასთან" მძევლების დასაბრუნებლად მოლაპარაკებების საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას უკავშირდებოდა.

მიმდინარე გამოძიება იკვლევს ამ საქმესაც და პოტენციურად აკავშირებს ნეთანიაჰუს ახლო წრეში მყოფ ადამიანებს უფრო ფართო სქემაში, რომელიც მოიცავს საგარეო ჩარევას და სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებები მოიცავს მოსყიდვას, ნდობის ბოროტად გამოყენებას, ფულის გათეთრებას, უცხოელ აგენტებთან კონტაქტს და ეროვნული უსაფრთხოების დარღვევას.

ნეთანიაჰუს მმართველმა პარტიამ სასტიკად დაგმო დაკავებები და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მათი განცხადებით, ეს არის "პრემიერ-მინისტრის ჩამოგდების ორკესტრირებული ძალისხმევის ნაწილი". პარტია გენერალურ პროკურატურას "ყალბი გამოძიების წარმოებაში" და "დაკავების ორდერების მეშვეობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში" ადანაშაულებს.

"ეს არის დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა", - აცხადებენ ნეთანიაჰუს პარტიაში.

  • რატომ კატარი?

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და კატარს არ აქვთ ოფიციალური დიპლომატიური კავშირები, დოჰამ იყო მთავარი შუამავალი "ჰამასთან" არაპირდაპირ მოლაპარაკებებში ღაზაში ომის დროს.

კატარის სავარაუდო ფინანსურმა კავშირებმა ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან, გააჩინა შეშფოთება ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო გავლენის შესახებ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ კატარის თანხები მართლაც მიეწოდება ისრაელის ოფიციალურ პირებს აქტიური მოლაპარაკებების დროს, ეს შეიძლება იყოს ეროვნული უსაფრთხოების კანონების სერიოზული დარღვევა.