მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის გამზირზე პროტესტანტებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს - აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე პროტესტანტებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს - აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტეს. პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წილ­მა, რომ­ლე­ბიც 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბულ­ნი, გზის ცენ­ტრა­ლურ სა­ვალ ნა­წილ­ზე მა­ინც გა­და­ვიდ­ნენ.

ამას­თან, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნია გან­ლა­გე­ბუ­ლი. პო­ლი­ცია ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტეს. გზის გა­და­კეტ­ვას მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა, შე­დე­გად კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე

პო­ლი­ცი­ა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის პე­რი­ო­დუ­ლად ად­გი­ლი აქვს სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: "რუ­სე­ბო, მო­ნე­ბო“; "ომი ვინ და­ი­წყო?“.

ამას­თან, ცოტა ხნის წინ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთ ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია და­ა­კა­ვეს.

პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად შე­იკ­რიბ­ნენ.

  • გა­ნახ­ლე­ბა 21:50

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მყოფ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილ­მა ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩი­დან პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლე­ლის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლა.

"ყველ­გან "მი­ლი­ცია“, არა­სად სა­მარ­თა­ლი!" - სკან­დი­რე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი არ გან­ლა­გე­ბუ­ლან.

პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი კვლავ რჩე­ბა 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რუსთაველის გამზირზე პროტესტანტებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს - აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე პროტესტანტებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს - აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად დემონსტრანტების ნაწილმა, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე იყვნენ განლაგებულნი, გზის ცენტრალურ სავალ ნაწილზე მაინც გადავიდნენ.

ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული. პოლიცია ასევე მობილიზებულია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. გზის გადაკეტვას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად კი სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე

პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "რუსებო, მონებო“; "ომი ვინ დაიწყო?“.

ამასთან, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

  • განახლება 21:50

რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა.

"ყველგან "მილიცია“, არასად სამართალი!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ჭიჭინაძის ქუჩაზე ჯერჯერობით საპოლიციო ძალები არ განლაგებულან.

პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც პოლიციის კორდონია განლაგებული.