მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ყურაშვილის განცხადებით, 1-ელ აგვისტომდე რომ დიპლომატიური მისია გაძლიერებულიყო, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
მამუკა ყურაშვილის განცხადებით, 1-ელ აგვისტომდე რომ დიპლომატიური მისია გაძლიერებულიყო, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია, რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო [ომის აცი­ლე­ბა] - ასე უპა­სუ­ხა გე­ნე­რალ­მა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რის, ილია ინ­ჯი­ას შე­კი­თხვას აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით - თვლის თუ არა, რომ "ამ უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შან­სი იყო?“

  • რო­გორც მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პირ­ველ აგ­ვის­ტომ­დე, ხოლო პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტოს შემ­დგომ კი - წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი.

"მა­ნამ­დე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო, რა თქმა უნდა, [იყო]. ძლი­ე­რი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჰყავ­და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­იძ­ლე­ბო­და ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო, ოღონდ 1-ელი აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, უკვე გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. თქვენ, ალ­ბათ, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი უფრო ზო­გად სუ­რათს უყუ­რებთ, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რა პო­ზი­ცი­ა­ზეც მე ვი­ყა­ვი და იქ, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში რა­საც ვუ­ყუ­რებ­დი, წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნდა. მა­ნამ­დე შე­იძ­ლე­ბო­და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ამოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბო­და კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ზე.

რუ­სე­თის მხრი­დან პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა არის - ომი. პო­ლი­ტი­კა გა­აგ­რძე­ლეს ომით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და აქე­დან, ვფიქ­რობ, ძლი­ე­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო და შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი შე­დე­გი დამ­დგა­რი­ყო,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა და და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა პირ­ველ აგ­ვის­ტომ­დე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რად­გან "არ უნდა მი­ვი­დეს საქ­მე იქამ­დე“.

ცნო­ბის­თვის, კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზეც გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მამუკა ყურაშვილის განცხადებით, 1-ელ აგვისტომდე რომ დიპლომატიური მისია გაძლიერებულიყო, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

მამუკა ყურაშვილის განცხადებით, 1-ელ აგვისტომდე რომ დიპლომატიური მისია გაძლიერებულიყო, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური მისია, რომ გაძლიერებულიყო, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო [ომის აცილება] - ასე უპასუხა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, ილია ინჯიას შეკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით - თვლის თუ არა, რომ "ამ უბედურების თავიდან აცილების შანსი იყო?“

  • როგორც მამუკა ყურაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს შესაძლებელი იყო პირველ აგვისტომდე, ხოლო პირველი აგვისტოს შემდგომ კი - წარმოუდგენელი.

"მანამდე დიპლომატიური მისია რომ გაძლიერებულიყო, რა თქმა უნდა, [იყო]. ძლიერი დიპლომატები ჰყავდა საქართველოს, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან შეიძლებოდა ამოქმედებულიყო, ოღონდ 1-ელი აგვისტოს შემდეგ, უკვე გამორიცხული იყო. თქვენ, ალბათ, როგორც პოლიტიკოსი უფრო ზოგად სურათს უყურებთ, ჩემი გადმოსახედიდან, რა პოზიციაზეც მე ვიყავი და იქ, კონფლიქტის ზონაში რასაც ვუყურებდი, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მანამდე შეიძლებოდა დიპლომატიური მისიის ამოქმედება, რომელიც დადებითად აისახებოდა კონფლიქტის ზონაზე.

რუსეთის მხრიდან პოლიტიკის გაგრძელება არის - ომი. პოლიტიკა გააგრძელეს ომით, საქართველოსთან მიმართებაში და აქედან, ვფიქრობ, ძლიერი დიპლომატიური კორპუსი უნდა ამოქმედებულიყო და შეიძლება უკეთესი შედეგი დამდგარიყო,“ - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა და დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დიპლომატიური მისიის გაძლიერება პირველ აგვისტომდე უნდა მომხდარიყო, რადგან "არ უნდა მივიდეს საქმე იქამდე“.

ცნობისთვის, კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია.