გერმანიაში 66 წლის ქალმა, ხელოვნური განაყოფიერების გარეშე მე-10 ბავშვი გააჩინა. ალექსანდრა ჰილდებრანდტი ამბობს, რომ ამ ასაკში დაორსულებისთვის მას არ გამოუყენებია არანაირი მედიკამენტი და ბუნებრივად დაორსულდა.
ბავშვი მან საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა. ახალშობილს ფილიპი დაარქვეს, ის 3.5 კილოგრამს იწონიდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯანმრთელ ადამიანად აღწერს, რომელიც რეგულარულად ცურავს და სეირნობს, მის ასაკში ორსულობის შანსები ძალიან მცირეა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ქალებს შეუძლიათ, დაორსულდნენ და შვილი გააჩინონ მენოპაუზის შემდეგაც - რომელიც, ჩვეულებრივ, 45-55 წლის ასაკში ხდება - თუმცა, მხოლოდ ჰორმონებისა და სამედიცინო ჩარევის დახმარებით.
ნიუ-იორკის ნაყოფიერების კლინიკა CCRM-ის სამედიცინო დირექტორის, ბრაიან ლევინის განცხადებით, ჰილდებრანდტის ასაკში ქალისთვის გართულებების გარეშე ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შანსი "უკიდურესად დაბალია".
ჰილდებრანდტი არ არის ერთადერთი, ვისაც ასეთი სასწაულებრივი რამ შეემთხვა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს თითქმის 1,000 ბავშვი 50 წლის და უფრო მეტი ასაკის ქალებმა გააჩინეს.
ერთმა ქალბატონმა, სახელად ემიმ, 51 წლის ასაკში, მენოპაუზის პერიოდში ორი ბავშვი გააჩინა, ხოლო ჩინეთში, 67 წლის ქალს ჯანმრთელი გოგონა გაუჩნდა.