საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო, საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან მოვიდე“ - მამუკა ხაზარაძე
“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო, საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან მოვიდე“ - მამუკა ხაზარაძე

“პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ, მოწ­მის სტა­ტუ­სით მობ­რძან­დიო - მზად ვარ მა­გის­ტრ მო­სა­მარ­თლეს­თან ნე­ბის­მი­ერ დროს მო­ვი­დე“, - ამის შე­სა­ხებ “ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც იმ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ, დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო

რო­გორც ხა­ზა­რა­ძე წერს, ის გა­მიზ­ნუ­ლად და სრუ­ლი გა­აზ­რე­ბით არ მი­ვი­და “არა­ღი­ა­რე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში“.

“პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ, მოწ­მის სტა­ტუ­სით მობ­რძან­დიო. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რისი მოწ­მე ვარ?! სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნა­ში, რომ არ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? რა თქმა უნდა, და­კა­ვე­ბა უნ­დათ. მზად ვარ მა­გის­ტრ მო­სა­მარ­თლეს­თან ნე­ბის­მი­ერ დროს მო­ვი­დე.

კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ - გა­მიზ­ნუ­ლად და სრუ­ლი გა­აზ­რე­ბით არ მი­ვე­დი არა­ღი­ა­რე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში, გა­ურ­კვე­ველ კო­მი­სი­ა­ზე, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლოს ბი­ძი­ნას მუ­რუ­სი­ძე მარ­თავს, მზად ვარ ამ სა­სა­მარ­თლო­შიც კი გა­ვარ­ჩი­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც გა­ინ­ტე­რე­სებთ“, - წერს ხა­ზა­რა­ძე.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 349-ე მუხ­ლით და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა კო­მი­სი­ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

შე­გახ­სე­ნებთ, 25 მარ­ტის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის ერთ-ერთი საქ­მის - შპს “მაგ­ნა­ტის“ საქ­მე გა­ნი­ხი­ლეს. ბიზ­ნეს­მე­ნი ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის, “მაგ­ნა­ტის“ მე­სა­კუთ­რე იყო. ლე­ო­ნი­ძე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. სხდო­მა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ“ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე. რო­გორც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში მის­ვლას და “ამ ცირ­კში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“ არ აპი­რებს. კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეც. კო­მი­სი­ამ 26 მარტს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მისი საქ­მეც შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო, საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან მოვიდე“ - მამუკა ხაზარაძე

“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო, საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან მოვიდე“ - მამუკა ხაზარაძე

“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო - მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე“, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

როგორც ხაზარაძე წერს, ის გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივიდა “არაღიარებულ პარლამენტში“.

“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.

კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, - წერს ხაზარაძე.

პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

პროკურატურამ გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და “ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც. კომისიამ 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და მისი საქმეც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.