პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგოროდის რეგიონში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ანა პროკოფიევა - ერთ-ერთი ვერსიით, ის შეიძლება რუსმა სამხედროებმა მოკლეს
ბელგოროდის რეგიონში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ანა პროკოფიევა - ერთ-ერთი ვერსიით, ის შეიძლება რუსმა სამხედროებმა მოკლეს

ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში. რუ­სე­თის პირ­ვე­ლი არ­ხის პრო­პა­გან­დის­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი 35 წლის ანა პრო­კო­ფი­ე­ვა გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბობს მი­ნი­მუმ 3 ვერ­სია, თუ რო­გორ და­ი­ღუ­პა რუსი "ომის კო­რეს­პონ­დენ­ტი". ოპე­რა­ტო­რი დი­მიტ­რი ვოლ­კო­ვი, რო­მე­ლიც პრო­კო­ფი­ე­ვას­თან მუ­შა­ობ­და, მძი­მედ და­შავ­და და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი არ­ხის პრო­პა­გან­დის­ტი ანა პრო­კო­ფი­ე­ვა დე­მი­დოვ­კას მახ­ლობ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ხე­ბი რუ­სულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ.

უც­ნო­ბია, და­ნამ­დვი­ლე­ბით რამ გა­მო­იწ­ვია რუსი პრო­პა­გან­დის­ტის სიკ­ვდი­ლი. ზო­გი­ერ­თი რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ პრო­კო­ფი­ე­ვა უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვის დარ­ტყმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ კო­რეს­პონ­დენტს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე არ­სე­ბობს მე­სა­მე ვერ­სია, რომ პრო­კო­ფი­ე­ვამ თით­ქოს "მტრის ნაღ­მზე აფეთ­ქდა“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში წე­რენ, რომ პრო­კო­ფი­ე­ვა შე­იძ­ლე­ბო­და რუს სამ­ხედ­რო­ებს მო­ეკ­ლათ. "ტე­ლეგ­რა­მის" ზო­გი­ერ­თი არხი წერს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და ჩეჩ­ნეთ­ში, რო­დე­საც რუს­მა ქვე­ი­თე­ბი და მე­დე­სან­ტე­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს ძარ­ცვი­სა და ფაქ­ტე­ბის და­მალ­ვის მიზ­ნით კლავ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პრო­კო­ფი­ე­ვამ გა­და­ი­ღო კად­რე­ბი, სა­დაც რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი ძარ­ცვავ­დნენ სახ­ლებს ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნის სა­სა­ზღვრო რა­ი­ონ­ში.

რუ­სუ­ლი მე­დია დას­ძენს, რომ ბოლო დღე­ებ­ში პრო­კო­ფი­ე­ვი კურსკის ოლ­ქში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც გა­და­ი­ღო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის.

პირ­ველ­მა არ­ხმა და­ა­დას­ტუ­რა "ომის კო­რეს­პონ­დენ­ტის" გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ავტორი:

ბელგოროდის რეგიონში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ანა პროკოფიევა - ერთ-ერთი ვერსიით, ის შეიძლება რუსმა სამხედროებმა მოკლეს

ბელგოროდის რეგიონში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ანა პროკოფიევა - ერთ-ერთი ვერსიით, ის შეიძლება რუსმა სამხედროებმა მოკლეს

ბელგოროდის რეგიონში. რუსეთის პირველი არხის პროპაგანდისტი ჟურნალისტი 35 წლის ანა პროკოფიევა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არსებობს მინიმუმ 3 ვერსია, თუ როგორ დაიღუპა რუსი "ომის კორესპონდენტი". ოპერატორი დიმიტრი ვოლკოვი, რომელიც პროკოფიევასთან მუშაობდა, მძიმედ დაშავდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ბელგოროდის რეგიონში პირველი არხის პროპაგანდისტი ანა პროკოფიევა დემიდოვკას მახლობლად იმყოფებოდა, როცა სასიკვდილოდ დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული არხები რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერენ.

უცნობია, დანამდვილებით რამ გამოიწვია რუსი პროპაგანდისტის სიკვდილი. ზოგიერთი რუსული მედია წერს, რომ პროკოფიევა უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგად დაიღუპა, ნაწილი კი ამბობს, რომ კორესპონდენტს სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. ასევე არსებობს მესამე ვერსია, რომ პროკოფიევამ თითქოს "მტრის ნაღმზე აფეთქდა“.

საინტერესოა, რომ ინტერნეტში წერენ, რომ პროკოფიევა შეიძლებოდა რუს სამხედროებს მოეკლათ. "ტელეგრამის" ზოგიერთი არხი წერს, რომ მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ჩეჩნეთში, როდესაც რუსმა ქვეითები და მედესანტეები ჟურნალისტებს ძარცვისა და ფაქტების დამალვის მიზნით კლავდნენ. სავარაუდოა, რომ პროკოფიევამ გადაიღო კადრები, სადაც რუსი ჯარისკაცები ძარცვავდნენ სახლებს ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონში.

რუსული მედია დასძენს, რომ ბოლო დღეებში პროკოფიევი კურსკის ოლქში იმყოფებოდა, სადაც გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეოები პირველი არხისთვის.

პირველმა არხმა დაადასტურა "ომის კორესპონდენტის" გარდაცვალება.