ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის მომავალი ფილმის, "კრემლის ჯადოქარი", გადაღებები ევროპაში დაიწყო. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: პოლ დანო, ალისია ვიკანდერი, ჯუდ ლოუ, ზაკ გალიფიანაკისი, ტომ სტარიჯი.
ინტერნეტში გადაღებიდან ჯუდ ლოუს კადრი გავრცელდა, რომელმაც პუტინის როლი მოირგო. ვარსკვლავი პუტინს ძალიან მიმსგავსებულია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ლოუ ადრე აღნიშნავდა, ამ როლის მიღების გამო შეშინებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის წარმოებისას ხელოვნური ინტელექტი არ იქნება გამოყენებული. რამდენიმე თვის წინ, უკრაინის მხარდაჭერით, პუტინის ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა, რომელიც რუსი ლიდერის ასახვისთვის ციფრულ მაკიაჟსა და ე.წ. “დიფფეიქს” იყენებდა. ფილმი 60-ზე მეტ კინოთეატრში აჩვენეს, თუმცა მას თითქმის არავინ დასწრებია.
გიულიანო და ემპოლის ბესტსელერზე დაყრდნობით, “კრემლის ჯადოქარი” რუსეთში ვლადიმერ პუტინის აღზევებას აღწერს.
კინოსურათი 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2000-იანების დასაწყისს მოიცავს. მოვლენები სსრკ-ის დაშლის შემდეგ ვითარდება - კრემლის კე-გე-ბეს იმედისმომცემი წევრი, პუტინი, ხელისუფლების მაღალ პოზიციებზე მიიწევს.
გადაღებები, სავარაუდოდ, მომავალ თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა უცნობია, ეცდებიან თუ არა ფილმის შემქმნელები, საშემოდგომო ფესტივალებისთვის ფილმის გამოშვება დააჩქარონ, თუ 2026 წლის კანის კინოფესტივალზე პრემიერას დაელოდებიან.