დედამიწას გიზის პირამიდის ზომის ასტეროიდი უახლოვდება - ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ავრცელებს.
"2014 TN17 საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ჰიპოთეზურად ქალაქი გაანადგუროს, მაგრამ ამის საშიშროება არ არსებობს“, - თქვა დოქტორ ჯეიმს ო'დონოგიუმ, რედინგის უნივერსიტეტის ასტრონომმა.
შარშან, NASA-ს მისია DART-ის აპარატი მიზანმიმართულად შეეჯახა პირამიდის ზომის ასტეროიდ დიმორფოსს და მნიშვნელოვნად შეუცვალა ტრაექტორია. ეს გახლდათ პლანეტური თავდაცვის სისტემის პირველი ასეთი ტესტი.
სამწუხაროდ, არსებობს კოსმოსური ქანების გარკვეული ტიპი, რომლის ტრაექტორიის შეცვლა რთული ან შეუძლებელი იქნება ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი ობიექტით.
მაგალითად, ასტეროიდი იტოკავა ფხვიერი ლოდებისა და კლდეებისგან შედგება. ასეთი ასტეროიდი შთანთქავს ნებისმიერი დარტყმის ენერგიას და თავის ტრაექტორიას გააგრძელებს.