მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტისა და National Geographic საქართველოს ერთობლივი ლექციები  გრძელდება
სილქნეტისა და National Geographic საქართველოს ერთობლივი ლექციები  გრძელდება

სილ­ქნე­ტი­სა და ჟურ­ნალ National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი შე­მეც­ნე­ბი­თი ლექ­ცი­ე­ბის ციკ­ლის ფარ­გლებ­ში, მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის დი­რექ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს­თან.

  • ლექ­ცია სა­თა­უ­რით "ზო­ო­პარ­კი, კონ­სერ­ვა­ცია...“ ეხ­მი­ა­ნე­ბო­და სა­ხე­ო­ბა­თა დაც­ვის სა­კითხს, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ჟურ­ნა­ლი National Geographic სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვად მო­გი­თხრობთ.

მიმ­დი­ნა­რე ნომ­რის თე­მე­ბი ჟურ­ნა­ლის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ქე­თე­ვან ჭუმ­ბუ­რი­ძემ გა­აც­ნო აუ­დი­ტო­რი­ას.

ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს მი­ღე­ბუ­ლი აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 15-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტში კონ­სერ­ვა­ცი­უ­ლი ბი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. არის მიგ­რი­რე­ბა­დი სა­ხე­ო­ბე­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის (The Convention on the Conservation of Migratory Species of Wild Animals; Bonn Convention) სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს წევ­რი. არის ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო კავ­ში­რის სა­ხე­ო­ბა­თა გა­დარ­ჩე­ნის კო­მი­სი­ის (IUCN/SSC) წევ­რი.

სა­ჯა­რო ლექ­ცი­ა­ზე მეც­ნი­ერ­მა ისა­უბ­რა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­თა შე­სა­ხებ ზო­ო­პარ­კებ­სა და ბუ­ნე­ბა­ში, მტა­ცე­ბე­ლი-მსხვერ­პლის ურ­თი­ერ­თო­ბის ეკო­ლო­გი­ა­სა და ქცე­ვით პრობ­ლე­მებ­ზე, პო­პუ­ლა­ცი­ურ კულ­ტუ­რა­სა და სა­ხე­ო­ბე­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. ასე­ვე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ზო­ო­პარ­კის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ანა­ლო­გებს.

ლექ­ცი­ის და­სას­რულს ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ აუ­დი­ტო­რი­ის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბის ავ­ტო­რებს კი სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცათ.

შე­მეც­ნე­ბით შეხ­ვედ­რებს სას­ტუმ­რო რა­დი­სო­ნი და სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თი მას­პინ­ძლობს.

ჟურ­ნა­ლი National Geographic სა­ქარ­თვე­ლო სილ­ქნე­ტის თა­ნად­გო­მით 2012 წლი­დან გა­მო­ი­ცე­მა. კომ­პა­ნია სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტით ჟურ­ნა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს. შე­მეც­ნე­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც 2022 წლი­დან იმარ­თე­ბა, კომ­პა­ნი­ამ უზ­რუნ­ველ­ყო აუ­დი­ოპ­ლატ­ფორ­მის შექ­მნაც, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, სა­სურ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით - აპ­ლი­კა­ცი­ით SilkGo, ვებ­ზე silktv.ge ან SilkTV-ის სერ­ვი­სით, შე­უძ­ლია მო­უს­მი­ნოს იმ სტა­ტი­ე­ბის ჩა­ნა­წე­რებს, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­თვის სხვა­დას­ხვა დროს შე­იქ­ნა.

სილ­ქნე­ტის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ჟურ­ნა­ლის გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა, ექ­სკლუ­ზი­ურ ფა­სად ჟურ­ნა­ლის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის თბი­ლის­ში, სილ­ქნე­ტის სამ ოფის­ში: პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი #1; ცინ­ცა­ძის #2; ყაზ­ბე­გის #14;

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სილქნეტისა და National Geographic საქართველოს ერთობლივი ლექციები  გრძელდება

სილქნეტისა და National Geographic საქართველოს ერთობლივი ლექციები  გრძელდება

სილქნეტისა და ჟურნალ National Geographic საქართველოს ერთობლივი შემეცნებითი ლექციების ციკლის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორთან, პროფესორ ზურაბ გურიელიძესთან.

  • ლექცია სათაურით "ზოოპარკი, კონსერვაცია...“ ეხმიანებოდა სახეობათა დაცვის საკითხს, რომლის მნიშვნელობაზე ჟურნალი National Geographic საქართველო მუდმივად მოგითხრობთ.

მიმდინარე ნომრის თემები ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ჭუმბურიძემ გააცნო აუდიტორიას.

ზურაბ გურიელიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა 15-ზე მეტ საერთაშორისო პროექტში კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით. არის მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციის (The Convention on the Conservation of Migratory Species of Wild Animals; Bonn Convention) სამეცნიერო საბჭოს წევრი. არის ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის სახეობათა გადარჩენის კომისიის (IUCN/SSC) წევრი.

საჯარო ლექციაზე მეცნიერმა ისაუბრა სხვადასხვა სახეობათა შესახებ ზოოპარკებსა და ბუნებაში, მტაცებელი-მსხვერპლის ურთიერთობის ეკოლოგიასა და ქცევით პრობლემებზე, პოპულაციურ კულტურასა და სახეობების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაზე. ასევე საუბარი შეეხო ზოოპარკის თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო ანალოგებს.

ლექციის დასასრულს ზურაბ გურიელიძემ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. საინტერესო კითხვების ავტორებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

შემეცნებით შეხვედრებს სასტუმრო რადისონი და სილქ ჰოსფითალითი მასპინძლობს.

ჟურნალი National Geographic საქართველო სილქნეტის თანადგომით 2012 წლიდან გამოიცემა. კომპანია სხვადასხვა პროექტით ჟურნალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. შემეცნებითი შეხვედრების გარდა, რომელიც 2022 წლიდან იმართება, კომპანიამ უზრუნველყო აუდიოპლატფორმის შექმნაც, სადაც ნებისმიერ მსურველს, სასურველი მოწყობილობით - აპლიკაციით SilkGo, ვებზე silktv.ge ან SilkTV-ის სერვისით, შეუძლია მოუსმინოს იმ სტატიების ჩანაწერებს, რომელიც ჟურნალისთვის სხვადასხვა დროს შეიქნა.

სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, ფასდაკლებით სარგებლობს. თუმცა, ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14;

(R)