სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია - ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ“ - ვილი სანიოლი
“მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია - ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ“ - ვილი სანიოლი

ვილი სა­ნი­ო­ლი - B ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს შევ­ხვდე­ბით - ვინც არ უნდა შეგ­ვხვდეს, მთა­ვა­რია, ვიბ­რძო­ლოთ და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ

“ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ სწო­რად ვვი­თარ­დე­ბით“, - ამის შე­სა­ხებ ერთა ლი­გა­ზე სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან პლეი-ოფის სა­პა­სუ­ხო მატ­ჩის 6:1 მო­გე­ბის შემ­დეგ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, B ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს შეხ­ვდე­ბა. მწვრთნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვინც არ უნდა შეგ­ვხვდეს, მთა­ვა­რია, ვიბ­რძო­ლოთ და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ.

"დღეს ბევ­რი სა­ნაკ­რე­ბო შე­ჯიბ­რია და ყველ­გან სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მიღ­წე­ვა გვსურს. B ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს შევ­ხვდე­ბით. პირ­ვე­ლი ტა­ი­მით გან­სა­კუთ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ან­გა­რი­ში­სა და შეც­ვლე­ბის გამო, იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით მე­ო­რე 45 წუ­თის გაგ­რძე­ლე­ბა იოლი არ იყო. ბი­ჭე­ბი შეც­ვლა­ზე კარ­გად შე­ვიდ­ნენ და შეკ­რე­ბას კარგ ხა­სი­ათ­ზე ვას­რუ­ლებთ.

მი­ქა­უ­ტა­ძე ჯერ ახალ­გაზ­რდაა და მისი სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა ჯერ კი­დევ წი­ნაა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­მა მას თავ­და­ჯე­რე­ბა კი­დევ უფრო შე­მა­ტა. რო­გორც გოგ­ლი­ჩი­ძემ, ასე­ვე ლო­ჩოშ­ვილ­მა ერე­ვან­ში კარ­გად ითა­მა­შეს, თა­ნაც ერ­თად პირ­ვე­ლად გა­მო­ვიდ­ნენ. დღეს კა­შია იყო და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ყვე­ლამ ვი­ცით. კმა­ყო­ფი­ლი რო­გორც დაც­ვით, ასე­ვე ნა­ხე­ვარ­დაც­ვით ვარ. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ სწო­რად ვვი­თარ­დე­ბით, დაც­ვა­ში გვყავს რო­გორც ვე­ტე­რა­ნე­ბი, ასე­ვე გოგ­ლი­ჩი­ძე, რო­მელ­საც დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს.

ზა­ფხულ­ში ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდულ ჩემ­პი­ო­ნატს უპი­რა­ტე­სო­ბა ექ­ნე­ბა, ფეხ­ბურ­თე­ლებს და­ვუთ­მობთ. ეს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლია.

მი­ქა­უ­ტა­ძე ახლა ისეთ ფორ­მა­შია, მისი სკამ­ზე დას­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს რო­გორც ზივ­ზი­ვა­ძეს, ასე­ვე სხვებ­საც ეხე­ბათ. შე­საძ­ლოა, გულ­და­წყვე­ტილ­ნი იყ­ვნენ, მაგ­რამ გუნდში მუ­შა­ო­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლონ და შანსს ისევ მი­ი­ღე­ბენ.

ჩემი ნება რომ იყოს, ნი­დერ­ლან­დებს შევ­ხვდე­ბო­დი, რად­გან ეს­პა­ნე­ლებს ბოლო დროს ბევ­რჯერ და­ვუ­პი­რის­პირ­დით და ეს სი­ახ­ლე იქ­ნე­ბო­და. ვინც არ უნდა შეგ­ვხვდეს, მთა­ვა­რია, ვიბ­რძო­ლოთ და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ. 3-4 წლის წინ 3 მცვე­ლით თა­მა­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის რე­სურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე. ახლა სი­ტუ­ა­ცია იც­ვლე­ბა, გოგ­ლი­ჩი­ძე და ლო­ჩოშ­ვი­ლი ბევ­რს თა­მა­შო­ბენ. ეს ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვა­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას მოგ­ვცემს", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­ოლ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც sportall.ge ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია - ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ“ - ვილი სანიოლი

“მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია - ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ“ - ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი - B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით - ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ

“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით“, - ამის შესახებ ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის 6:1 მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

  • მისი თქმით, B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ნაკრები ძლიერ მეტოქეებს შეხვდება. მწვრთნელის განცხადებით, ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ.

"დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრია და ყველგან საუკეთესო შედეგის მიღწევა გვსურს. B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით. პირველი ტაიმით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ. ანგარიშისა და შეცვლების გამო, იმ ინტენსივობით მეორე 45 წუთის გაგრძელება იოლი არ იყო. ბიჭები შეცვლაზე კარგად შევიდნენ და შეკრებას კარგ ხასიათზე ვასრულებთ.

მიქაუტაძე ჯერ ახალგაზრდაა და მისი საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ წინაა. ევროპის ჩემპიონატმა მას თავდაჯერება კიდევ უფრო შემატა. როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში კარგად ითამაშეს, თანაც ერთად პირველად გამოვიდნენ. დღეს კაშია იყო და მისი შესაძლებლობები ყველამ ვიცით. კმაყოფილი როგორც დაცვით, ასევე ნახევარდაცვით ვარ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით, დაცვაში გვყავს როგორც ვეტერანები, ასევე გოგლიჩიძე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უპირატესობა ექნება, ფეხბურთელებს დავუთმობთ. ეს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებულია.

მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია. ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ. შესაძლოა, გულდაწყვეტილნი იყვნენ, მაგრამ გუნდში მუშაობა უნდა გააგრძელონ და შანსს ისევ მიიღებენ.

ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდებს შევხვდებოდი, რადგან ესპანელებს ბოლო დროს ბევრჯერ დავუპირისპირდით და ეს სიახლე იქნებოდა. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ. 3-4 წლის წინ 3 მცველით თამაში ფეხბურთელების რესურსიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ახლა სიტუაცია იცვლება, გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი ბევრს თამაშობენ. ეს ტაქტიკის შერჩევაში მრავალფეროვნებას მოგვცემს", - აღნიშნა სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.