სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ტრამპს ესროლეს, პუტინი ეკლესიაში წავიდა და ილოცა... რუსეთის პრეზიდენტი სახლში ტრამპის პორტრეტს ინახავს" - სტივ უიტკოფი
"როცა ტრამპს ესროლეს, პუტინი ეკლესიაში წავიდა და ილოცა... რუსეთის პრეზიდენტი სახლში ტრამპის პორტრეტს ინახავს" - სტივ უიტკოფი

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დო­ნალდ ტრამ­პის­თვის ლო­ცუ­ლობ­და მას შემ­დეგ, რაც გა­სულ წელს, ამ უკა­ნას­კნე­ლის მოკ­ვლა სცა­დეს - ამის შე­სა­ხებ ტრამ­პის მთა­ვარ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სტივ უიტ­კოფ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • უიტ­კოფ­მა, რო­მე­ლიც ორ­ჯერ ეწ­ვია მოს­კოვს უკ­რა­ი­ნას­თან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პი­რო­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლის­ტთან ტა­კერ კარლ­სონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ო­რე შეხ­ვედ­რი­სას, პუ­ტინ­მა ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე თა­ვი­სი რე­აქ­ცია გა­იხ­სე­ნა.

"რო­დე­საც ტრამპს ეს­რო­ლეს, პუ­ტი­ნი თა­ვის ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ვი­და, მღვდელს შეხ­ვდა და პრე­ზი­დენ­ტის­თვის ილო­ცა“, - თქვა უიტ­კოფ­მა და დას­ძი­ნა, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სახ­ლში დო­ნალდ ტრამ­პის პორ­ტრეტ­საც ინა­ხავს, რო­მე­ლიც მას რუს­მა მხატ­ვარ­მა აჩუ­ქა.

  • მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის კონ­ფლიქ­ტში მთა­ვარ პრობ­ლე­მას ყი­რი­მი და ე.წ. ოთხი რე­გი­ო­ნი წარ­მო­ად­გენს.

ჩემი აზ­რით ამ კონ­ფლიქ­ტში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ყი­რი­მი და ე.წ. ოთხი რე­გი­ო­ნია: დონ­ბა­სი, ლუ­განსკი და კი­დევ ორი. ისი­ნი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი რე­გი­ო­ნე­ბია და რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი ჩა­ტარ­და, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ ყოფ­ნა სურთ. ვფიქ­რობ, ეს ამ კონ­ფლიქ­ტის მთვა­რი სა­კი­თხია“, - გა­ნა­ცხა­და უიტ­კოფ­მა.

ამას­თან, უიტ­კო­ფის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს და ეს სა­კი­თხი უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლია.

"დიახ იქ­ნე­ბა. ამა­ზე უკვე შე­თან­ხმდნენ და უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ზე­ლენ­სკი ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს, რაც შე­უძ­ლია. ის ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რო­ე­ბა­შია, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ბირ­თვულ სა­ხელ­მწი­ფოს უწევს, რო­მელ­საც ოთხჯერ მეტი მო­სახ­ლე­ო­ბა ჰყავს. ახლა შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­უ­კე­თე­სო დროა და პრე­ზი­დენტ ტრამპს შე­უძ­ლია მას სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლო შე­თან­ხმე­ბა მის­ცეს, რა­საც კი ოდეს­მე მი­ი­ღებს“, - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დიდი ხა­ნია გა­მო­ხა­ტავს თა­ვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას პუ­ტი­ნის მი­მართ და მას "გე­ნი­ოსს" და "ძლი­ერ ლი­დერს" უწო­დებს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"როცა ტრამპს ესროლეს, პუტინი ეკლესიაში წავიდა და ილოცა... რუსეთის პრეზიდენტი სახლში ტრამპის პორტრეტს ინახავს" - სტივ უიტკოფი

"როცა ტრამპს ესროლეს, პუტინი ეკლესიაში წავიდა და ილოცა... რუსეთის პრეზიდენტი სახლში ტრამპის პორტრეტს ინახავს" - სტივ უიტკოფი

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპისთვის ლოცულობდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს, ამ უკანასკნელის მოკვლა სცადეს - ამის შესახებ ტრამპის მთავარმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

  • უიტკოფმა, რომელიც ორჯერ ეწვია მოსკოვს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მოსაგვარებლად, ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეორე შეხვედრისას, პუტინმა ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე თავისი რეაქცია გაიხსენა.

"როდესაც ტრამპს ესროლეს, პუტინი თავის ადგილობრივ ეკლესიაში მივიდა, მღვდელს შეხვდა და პრეზიდენტისთვის ილოცა“, - თქვა უიტკოფმა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი სახლში დონალდ ტრამპის პორტრეტსაც ინახავს, რომელიც მას რუსმა მხატვარმა აჩუქა.

  • მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში მთავარ პრობლემას ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონი წარმოადგენს.

ჩემი აზრით ამ კონფლიქტში მთავარი პრობლემა ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონია: დონბასი, ლუგანსკი და კიდევ ორი. ისინი რუსულენოვანი რეგიონებია და რეფერენდუმები ჩატარდა, სადაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა სურთ. ვფიქრობ, ეს ამ კონფლიქტის მთვარი საკითხია“, - განაცხადა უიტკოფმა.

ამასთან, უიტკოფის თქმით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია.

"დიახ იქნება. ამაზე უკვე შეთანხმდნენ და უკრაინაში არჩევნები იქნება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ის ძალიან რთულ მდგომაროებაშია, მაგრამ წინააღმდეგობას ბირთვულ სახელმწიფოს უწევს, რომელსაც ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ახლა შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო დროა და პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შესაძლო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობილი ფაქტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხანია გამოხატავს თავის აღფრთოვანებას პუტინის მიმართ და მას "გენიოსს" და "ძლიერ ლიდერს" უწოდებს.

წყარო