სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა" - მასკის ქალიშვილის ხმაურიანი ინტერვიუ: მისი თქმით, მამამისის ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო"
"ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა" -  მასკის ქალიშვილის ხმაურიანი ინტერვიუ: მისი თქმით, მამამისის ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო"

ილონ მას­კის უფ­როს­მა შვილ­მა, ვი­ვი­ენ ჯენა უილ­სონ­მა, სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა მა­მის შე­სა­ხებ და თქვა რომ იან­ვრის თვე­ში, ორ გა­მოს­ვლა­ზე, მა­მა­მი­სი მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ჟეს­ტი "ნამ­დვი­ლად ნა­ცის­ტუ­რი მი­სალ­მე­ბა იყო". მი­სი­ვე თქმით, მას­კი არის "კა­რი­კა­ტუ­რუ­ლად ბო­რო­ტი" თეთ­რი სახ­ლის ნა­წი­ლი.

"ეს ნა­ცის­ტუ­რი მი­სალ­მე­ბა სი­გი­ჟე იყო. საყ­ვარ­ლე­ბო, ჩვენ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­ვარ­ქვათ, ნა­ცის­ტუ­რი მი­სალ­მე­ბა - ნამ­დვი­ლად იყო ნა­ცის­ტუ­რი მი­სალ­მე­ბა. ის ახალ ამ­ბებ­ში და­ვი­ნა­ხე და ვი­ფიქ­რე: ეს სა­ზი­ზღრო­ბაა, ალ­ბათ ამა­ზე უნდა დავ­წე­რო და დავ­გმო, რაც რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვა­კე­თე... მარ­თა­ლი გი­თხრათ, ის სრუ­ლე­ბით არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­ღი­ზი­ა­ნებს, რომ მას­თან ვა­სო­ცირ­დე­ბი,“ - თქვა უილ­სონ­მა.

  • ამის შე­სა­ხებ 20 წლის უილ­სონ­მა Teen Vogue-სთან ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ის, რა­საც მას­კი ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბა­ში აკე­თებს, “გა­სა­ოც­რად უხერ­ხუ­ლია".

  • უილ­სო­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­სულ წელს მო­ექ­ცა, როცა მასკმა მის შე­სა­ხებ "პოდ­კას­ტში" ისა­უბ­რა. მა­შინ მი­ლი­არ­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მო­ტყუ­ე­ბით" მო­ა­წე­რი­ნეს ხელი დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რათა უილ­სონს, რო­მე­ლიც იმ დროს 16 წლის იყო, გენ­დე­რის შეც­ვლის სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა მი­ე­ღო.

"არ­სე­ბი­თად, მე ჩემი ვაჟი დავ­კარ­გე. ამას “მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხე­ლით მოხ­სე­ნი­ე­ბას” უმი­ზე­ზოდ კი არ უწო­დე­ბენ. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ შენი ვაჟი მკვდა­რია," - გა­ნა­ცხა­და მასკმა დას­ძი­ნა, რომ ამ გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად პი­რო­ბა დადო გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა “გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ვირუ­სი“.

გა­სულ წელს, NBC News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში უილ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას­კი მისი ცხოვ­რე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში არ ფი­გუ­რი­რებ­და. ის ხში­რად ხდე­ბო­და სას­ტი­კი, როცა უილ­სო­ნი ბავ­შვო­ბი­სას ფე­მი­ნურ თვი­სე­ბებს ავ­ლენ­და. მან 2022 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რომ თა­ვი­სი სა­ხე­ლი­დან "მას­კი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამო­ე­ღო. სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტებ­ში აღი­ნიშ­ნა, რომ უილ­სო­ნი "აღარ ცხოვ­რობს და არც სურს, რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას­თან".

"ცივი იყო, ძა­ლი­ან სწრა­ფად ბრაზ­დე­ბა. უგ­რძნო­ბი და ნარ­ცი­სია" - უთხრა მან NBC News-ს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მას­თან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, გენ­დე­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად კა­ნო­ნით მა­ინც უნდა მი­ე­ღო მისი თან­ხმო­ბა, რად­გან იმ დროს არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო.

"საკ­ლა­სო ოთახ­ში მუდ­მი­ვად ფსი­ქი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი მქონ­და. დღე­ებს ვერ ვუმკლავ­დე­ბო­დი. გაღ­ვი­ძე­ბა არ მინ­დო­და, არც - რა­მის კე­თე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, მხო­ლოდ დალ­პო­ბა მინ­დო­და. უბ­რა­ლოდ ვფიქ­რობ­დი, რომ ცხოვ­რე­ბას ვერ შევ­ძლებ­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ თუ სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის და­მალ­ვა კვლავ მო­მი­წევ­და, ეს ძა­ლი­ან დესტრუქ­ცი­ულ გზა­ზე წა­მიყ­ვან­და", - აღ­ნიშ­ნა უილ­სონ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • უილ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დე­და­მი­სი და ილონ მას­კის პირ­ვე­ლი ცოლი, ჯას­ტინ მას­კი, მას მხარს უჭერ­და. მი­სი­ვე თქმით, ის მას­კის ოჯა­ხის მხა­რეს "თვალს არ ადევ­ნებს".

კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და-ძმას­თან, უილ­სონ­მა უპა­სუ­ხა: "ვი­ტყო­დი, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ვიცი, რამ­დე­ნი და-ძმა მყავს, თუ ნა­ხე­ვარ და-ძმებს ჩავ­თვლით."

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მა­მი­სი მი­ლი­არ­დე­რია, რო­მე­ლიც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს, უილ­სო­ნი აცხა­დებს, რომ მას­კი მის ცხოვ­რე­ბა­ში არ დო­მი­ნი­რებს. "ხალ­ხი ში­შით იკ­ვე­ბე­ბა. მე ამ სივ­რცეს ჩემს გო­ნე­ბა­ში არა­ვის ვაძ­ლევ", - გა­ნა­ცხა­და მან.

ილონ მასკს ოთხ სხვა­დას­ხვა ქალ­თან 14 შვი­ლი ჰყავს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა" - მასკის ქალიშვილის ხმაურიანი ინტერვიუ: მისი თქმით, მამამისის ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო"

"ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა" -  მასკის ქალიშვილის ხმაურიანი ინტერვიუ: მისი თქმით, მამამისის ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო"

ილონ მასკის უფროსმა შვილმა, ვივიენ ჯენა უილსონმა, საჯაროდ ისაუბრა მამის შესახებ და თქვა რომ იანვრის თვეში, ორ გამოსვლაზე, მამამისი მიერ გაკეთებული მისასალმებელი ჟესტი "ნამდვილად ნაცისტური მისალმება იყო". მისივე თქმით, მასკი არის "კარიკატურულად ბოროტი" თეთრი სახლის ნაწილი.

"ეს ნაცისტური მისალმება სიგიჟე იყო. საყვარლებო, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ნაცისტური მისალმება - ნამდვილად იყო ნაცისტური მისალმება. ის ახალ ამბებში დავინახე და ვიფიქრე: ეს საზიზღრობაა, ალბათ ამაზე უნდა დავწერო და დავგმო, რაც რამდენჯერმე გავაკეთე... მართალი გითხრათ, ის სრულებით არ მაინტერესებს. მაღიზიანებს, რომ მასთან ვასოცირდები,“ - თქვა უილსონმა.

  • ამის შესახებ 20 წლის უილსონმა Teen Vogue-სთან ახალ ინტერვიუში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის, რასაც მასკი ფედერალურ მთავრობაში აკეთებს, “გასაოცრად უხერხულია".

  • უილსონი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა, როცა მასკმა მის შესახებ "პოდკასტში" ისაუბრა. მაშინ მილიარდერმა განაცხადა, რომ "მოტყუებით" მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რათა უილსონს, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო, გენდერის შეცვლის სამედიცინო მკურნალობა მიეღო.

"არსებითად, მე ჩემი ვაჟი დავკარგე. ამას “მიცვალებულის სახელით მოხსენიებას” უმიზეზოდ კი არ უწოდებენ. მიზეზი კი ისაა, რომ შენი ვაჟი მკვდარია," - განაცხადა მასკმა დასძინა, რომ ამ გამოცდილების შედეგად პირობა დადო გაენადგურებინა “გამოღვიძებული ცნობიერების ვირუსი“.

გასულ წელს, NBC News-თან ინტერვიუში უილსონმა განაცხადა, რომ მასკი მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილში არ ფიგურირებდა. ის ხშირად ხდებოდა სასტიკი, როცა უილსონი ბავშვობისას ფემინურ თვისებებს ავლენდა. მან 2022 წელს კალიფორნიის სასამართლოს მიმართა, რომ თავისი სახელიდან "მასკი" ოფიციალურად ამოეღო. სასამართლო დოკუმენტებში აღინიშნა, რომ უილსონი "აღარ ცხოვრობს და არც სურს, რაიმე ფორმით დაკავშირებული იყოს თავის ბიოლოგიურ მამასთან".

"ცივი იყო, ძალიან სწრაფად ბრაზდება. უგრძნობი და ნარცისია" - უთხრა მან NBC News-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მამასთან თვეების განმავლობაში არ ჰქონდა კონტაქტი, გენდერის დამადასტურებელი სამედიცინო მკურნალობის მისაღებად კანონით მაინც უნდა მიეღო მისი თანხმობა, რადგან იმ დროს არასრულწლოვანი იყო.

"საკლასო ოთახში მუდმივად ფსიქიკური შეტევები მქონდა. დღეებს ვერ ვუმკლავდებოდი. გაღვიძება არ მინდოდა, არც - რამის კეთება. პრაქტიკულად, მხოლოდ დალპობა მინდოდა. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებას ვერ შევძლებდი. ვფიქრობდი, რომ თუ საკუთარი იდენტობის დამალვა კვლავ მომიწევდა, ეს ძალიან დესტრუქციულ გზაზე წამიყვანდა", - აღნიშნა უილსონმა ინტერვიუში.

  • უილსონმა განაცხადა, რომ დედამისი და ილონ მასკის პირველი ცოლი, ჯასტინ მასკი, მას მხარს უჭერდა. მისივე თქმით, ის მასკის ოჯახის მხარეს "თვალს არ ადევნებს".

კითხვაზე, აქვს თუ არა კარგი ურთიერთობა და-ძმასთან, უილსონმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ სინამდვილეში არ ვიცი, რამდენი და-ძმა მყავს, თუ ნახევარ და-ძმებს ჩავთვლით."

მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მილიარდერია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, უილსონი აცხადებს, რომ მასკი მის ცხოვრებაში არ დომინირებს. "ხალხი შიშით იკვებება. მე ამ სივრცეს ჩემს გონებაში არავის ვაძლევ", - განაცხადა მან.

ილონ მასკს ოთხ სხვადასხვა ქალთან 14 შვილი ჰყავს.

წყარო

იხილეთ ასევე: