მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა აქციის ფონზე დაიწყო - "თავისუფლება მზიას“
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა აქციის ფონზე დაიწყო - "თავისუფლება მზიას“

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და "ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო. სხდო­მას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლიც ეს­წრე­ბა, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­სა­მარ­თლო მხა­რე­ე­ბის შე­სა­ვალ სი­ტყვას მო­ის­მენს ასე­ვე, შუ­ამ­დგომ­ლო­ბებს გა­ნი­ხი­ლავს.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის პრო­ცესს ჩე­ხე­თის, გერ­მა­ნი­ის, პო­ლო­ნე­თი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

სხდო­მა­ზე ასე­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი და ამაღ­ლო­ბე­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მო­სა­მარ­თლემ დარ­ბაზ­ში მყო­ფებს მი­მარ­თა, პლა­კა­ტე­ბი ჩა­მო­წი­ონ, ვი­ნა­ი­დან სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. პლა­კა­ტებ­ზე შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის წარ­წე­რა იყო: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა რე­ჟი­მის ტყვე­ებს“.

სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­სა­მარ­თლოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ძა­ხი­ლე­ბით "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზი­ას“.

გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და "ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს მზია ამაღ­ლო­ბელს "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 353-ე მუხლს ედა­ვე­ბა, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს და 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცნო­ბის­თვის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, ბა­თუმ­ში, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან აქ­ცი­ის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში გა­მო­უშ­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი, ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან კვლავ და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა აქციის ფონზე დაიწყო - "თავისუფლება მზიას“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა აქციის ფონზე დაიწყო - "თავისუფლება მზიას“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს ასევე, შუამდგომლობებს განიხილავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესს ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომაზე ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ამაღლობელის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

მოსამართლემ დარბაზში მყოფებს მიმართა, პლაკატები ჩამოწიონ, ვინაიდან სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შეძახილებით "თავისუფლება მზიას“.

გამოძიება გამოცემა "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს "სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.