პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღორის გრიპი" აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა... ალბათ, ორი დღე იყო ცუდად... ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ" - რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი
"ღორის გრიპი" აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა... ალბათ, ორი დღე იყო ცუდად... ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ" - რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი

ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბით სიღ­ნაღ­ში 13 წლის გო­გო­ნა, ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვი სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სკო­ლის, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­ზარ­დი დე­დამ იმ დღეს ოჯა­ხის ექიმ­თან მი­იყ­ვა­ნა, ექიმ­მა ურ­ჩია ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ მალე ისე დამ­ძიმ­და ანას მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

სას­წრა­ფომ გო­გო­ნა ჯერ წნორ­ში, "არ­ქი­მე­დეს” კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ექი­მებ­მა მისი თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. გო­გო­ნა თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა.

  • "ეს იყო H1N1 ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბა", - ამ­ბობს "არ­ქი­მე­დეს" კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, ოთარ რუ­ხა­ძე.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე Ambebi.ge-ს სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ბო­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

"ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი ჩვე­ნი სკო­ლის მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. უნაკ­ლო ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და და გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. ანა დე­დი­სერ­თაა და სო­ფელ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. სკო­ლა­ში და­დი­ო­და ჩვე­უ­ლებ­რივ, ახლა ეს კვი­რა არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ სა­ნამ არ­და­დე­გე­ბი და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ეს­წრე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებს.

8 მარტს ბავ­შვე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და იქ იყო ჩვე­ნი ლა­მა­ზი ანაც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ერ­თო­ბო­და თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად. ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და?! შეგვძრა ამ სა­ში­ნელ­მა ამ­ბავ­მა. ბავ­შვს გრი­პის ვირუ­სი ჰქონ­და. დღეს ჩვე­ნი სოფ­ლის ოჯა­ხის ექიმ­საც ვე­სა­უბ­რე. ის ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა დე­დამ მი­უყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში. ექიმ­მა გა­სინ­ჯა ბავ­შვი და რად­გან ის მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, დე­დას უთხრა, რომ ბავ­შვი წა­ეყ­ვა­ნა "არ­ქი­მე­დეს" კლი­ნი­კა­ში.

ექი­მი ამ­ბობს, ფილ­ტვებ­ზე მოს­მე­ნით არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჩან­და, მაგ­რამ რად­გან მუ­ცე­ლი სტკი­ო­და, ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად კლი­ნი­კა­ში წა­ეყ­ვა­ნაო. ბავ­შვს უარი უთ­ქვამს დე­დის­თვის და სახ­ლში წა­სუ­ლან. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია ჩვე­ნი სოფ­ლის ექი­მი და მას მა­ლე­ვე მო­უ­კი­თხავს ბავ­შვი. დე­დას უთ­ქვამს, არ მოგ­ვყვე­ბაო, ექიმს ისევ უთ­ქვამს, რომ სას­წრა­ფოდ წა­ეყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, ამა­სო­ბა­ში უკვე ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა. ოჯა­ხის ექიმ­თან რომ იყო, იქი­დან 3 სა­ათ­ში ბავ­შვი ისე დამ­ძიმ­და, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ბავ­შვი. არა­და სამი სა­ა­თით ადრე, შუა დღით მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­სი ფე­ხით ოჯა­ხის ექიმ­თან და მუ­ცელს რომ იტ­კი­ვებ­და, ამი­ტომ ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა­მი­სა­მარ­თეო.

ვი­ზუ­ა­ლუ­რად ასე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლი არ იყოო. არც დიდი ხანი არ ჰქონ­და ეს ვირუ­სი, რო­გორც ჩანს. 8 მარტს ბავ­შვი ძა­ლი­ან კარ­გად იყო, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ერ­თო­ბო­და და ალ­ბათ, ორი დღე იყო ცუ­დად. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ოჯა­ხის ექი­მი­დან რომ წა­მო­ვი­და. სა­დღაც 3 სა­ათ­ში ისე დამ­ძიმ­და, რომ წნე­ვას ვე­ღარ იჭერ­დნენ, უვარ­დე­ბო­და.

"არ­ქი­მე­დე­ში" რომ შე­ხე­დეს, უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო გო­გო­ნა, ექი­მი ცდი­ლობ­და რო­გორ­მე წნე­ვა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ბავ­შვის­თვის და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. იმა­ვე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. სას­წრა­ფოს ექიმს რომ ვე­ლა­პა­რა­კე, მი­თხრა, აქე­დან რომ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ უმ­ძი­მე­სი იყოო, უკ­ვირს ყვე­ლას, ასე სწრა­ფად რა მოხ­და. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და და იმ 3 სა­ათ­ში ფა­ღა­რა­თი და ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო, დამ­ძიმ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ტრა­გე­დი­ას ყვე­ლა­ნი. ისე­თი ლა­მა­ზი ბავ­შვი იყო სულ მისი ყუ­რე­ბა გინ­დო­და. მშობ­ლე­ბი გა­ნად­გურ­დნენ, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ ჰყავთ.

ახლა მო­ვე­დი სამ­ძიმ­რი­დან და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. ღო­რის გრი­პი აღ­მოჩ­ნდა ეს ვირუ­სი, რა­მაც 13 წლის მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. არა­და ბავ­შვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მას არ ჰქონ­და. გლო­ვობს მთე­ლი სო­ფე­ლი, უნდა გე­ნა­ხათ დღეს რა ხდე­ბო­და ჩვენს სკო­ლა­ში. 200 ბავ­შვი იყო და მთელ სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბის ხმა არ ის­მო­და, მერ­ხთან ის­ხდნენ და­ღო­ნე­ბუ­ლე­ბი და და­დუ­მე­ბუ­ლე­ბი. ვერც იფიქ­რებ­დი, რომ სკო­ლა­ში ამ­დე­ნი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან უჭირთ ანას კლა­სე­ლებ­საც, მთელ სკო­ლას და მთელ სო­ფელს, რა­ი­ონს სტკი­ვა ეს დიდი ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან გვტკი­ვა გული, მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა იყო ანა. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, დე­დას ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ ჰყავს", - ამ­ბობს სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ბო­ლაშ­ვი­ლი.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლის ოჯახს ამ დიდი ტრა­გე­დი­ას გამო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ღორის გრიპი" აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა... ალბათ, ორი დღე იყო ცუდად... ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ" - რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი

"ღორის გრიპი" აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა... ალბათ, ორი დღე იყო ცუდად... ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ" - რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი

ვირუსული ინფექციის გართულებით სიღნაღში 13 წლის გოგონა, ანა კიკილაშვილი გარდაიცვალა. ბავშვი სოფელ ჯუგაანის სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ირკვევა, მოზარდი დედამ იმ დღეს ოჯახის ექიმთან მიიყვანა, ექიმმა ურჩია ცენტრალურ კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ მალე ისე დამძიმდა ანას მდგომარეობა, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

სასწრაფომ გოგონა ჯერ წნორში, "არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. გოგონა თბილისში ჩამოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ამბობენ, ბავშვი სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანა.

  • "ეს იყო H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულება", - ამბობს "არქიმედეს" კლინიკის დირექტორი, ოთარ რუხაძე.

მომხდარ ტრაგედიაზე Ambebi.ge-ს სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ბოლაშვილი ესაუბრა:

"ანა კიკილაშვილი ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ძალიან კარგი მოსწავლე, ძალიან კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი იყო. უნაკლო ბავშვი იყო. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და განვიცდით ყველანი. ანა დედისერთაა და სოფელში მშობლებთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობდა. სკოლაში დადიოდა ჩვეულებრივ, ახლა ეს კვირა არდადეგები გვქონდა, მაგრამ სანამ არდადეგები დაიწყებოდა, მანამდე ესწრებოდა გაკვეთილებს.

8 მარტს ბავშვები შეიკრიბნენ და იქ იყო ჩვენი ლამაზი ანაც, ძალიან აქტიურობდა, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, ერთობოდა თანატოლებთან ერთად. ამას ვინ წარმოიდგენდა?! შეგვძრა ამ საშინელმა ამბავმა. ბავშვს გრიპის ვირუსი ჰქონდა. დღეს ჩვენი სოფლის ოჯახის ექიმსაც ვესაუბრე. ის ამბობს, რომ გოგონა დედამ მიუყვანა კლინიკაში. ექიმმა გასინჯა ბავშვი და რადგან ის მუცელს იტკივებდა, დედას უთხრა, რომ ბავშვი წაეყვანა "არქიმედეს" კლინიკაში.

ექიმი ამბობს, ფილტვებზე მოსმენით არაფერი პრობლემა არ ჩანდა, მაგრამ რადგან მუცელი სტკიოდა, ვუთხარი, რომ აუცილებლად კლინიკაში წაეყვანაო. ბავშვს უარი უთქვამს დედისთვის და სახლში წასულან. ძალიან ყურადღებიანია ჩვენი სოფლის ექიმი და მას მალევე მოუკითხავს ბავშვი. დედას უთქვამს, არ მოგვყვებაო, ექიმს ისევ უთქვამს, რომ სასწრაფოდ წაეყვანა კლინიკაში, ამასობაში უკვე ძალიან დამძიმდა ბავშვის მდგომარეობა. ოჯახის ექიმთან რომ იყო, იქიდან 3 საათში ბავშვი ისე დამძიმდა, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და უკვე ძალიან ცუდად იყო ბავშვი. არადა სამი საათით ადრე, შუა დღით მოიყვანეს თავისი ფეხით ოჯახის ექიმთან და მუცელს რომ იტკივებდა, ამიტომ ცენტრალურ კლინიკაში გადავამისამართეო.

ვიზუალურად ასეთი დამძიმებული არ იყოო. არც დიდი ხანი არ ჰქონდა ეს ვირუსი, როგორც ჩანს. 8 მარტს ბავშვი ძალიან კარგად იყო, თანატოლებთან ერთად ერთობოდა და ალბათ, ორი დღე იყო ცუდად. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ოჯახის ექიმიდან რომ წამოვიდა. სადღაც 3 საათში ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ, უვარდებოდა.

"არქიმედეში" რომ შეხედეს, უკვე ძალიან მძიმედ იყო გოგონა, ექიმი ცდილობდა როგორმე წნევა შეენარჩუნებინა ბავშვისთვის და სასწრაფოდ გადაიყვანეს თბილისში, კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა, ვერ გადაარჩინეს. იმავე დღეს გარდაიცვალა. სასწრაფოს ექიმს რომ ველაპარაკე, მითხრა, აქედან რომ გადავიყვანეთ უმძიმესი იყოო, უკვირს ყველას, ასე სწრაფად რა მოხდა. მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და იმ 3 საათში ფაღარათი და ღებინება დაეწყო, დამძიმდა და გარდაიცვალა. ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას ყველანი. ისეთი ლამაზი ბავშვი იყო სულ მისი ყურება გინდოდა. მშობლები განადგურდნენ, ერთადერთი შვილი აღარ ჰყავთ.

ახლა მოვედი სამძიმრიდან და განადგურებული ვარ. ღორის გრიპი აღმოჩნდა ეს ვირუსი, რამაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. არადა ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი ქრონიკული დაავადება მას არ ჰქონდა. გლოვობს მთელი სოფელი, უნდა გენახათ დღეს რა ხდებოდა ჩვენს სკოლაში. 200 ბავშვი იყო და მთელ სკოლაში ბავშვების ხმა არ ისმოდა, მერხთან ისხდნენ დაღონებულები და დადუმებულები. ვერც იფიქრებდი, რომ სკოლაში ამდენი ბავშვი იყო. ძალიან უჭირთ ანას კლასელებსაც, მთელ სკოლას და მთელ სოფელს, რაიონს სტკივა ეს დიდი ტრაგედია. ძალიან გვტკივა გული, მართლა გამორჩეული გოგონა იყო ანა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან განვიცდით, დედას ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს", - ამბობს სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ბოლაშვილი.

ვუსამძიმრებთ ანა კიკილაშვილის ოჯახს ამ დიდი ტრაგედიას გამო.