პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი განმარტავს, რატომ დაემატა მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განაჩენზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი
პროკურორი განმარტავს, რატომ დაემატა მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განაჩენზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი

პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ და­ე­მა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12,6 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რად­გან ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი და „შემ­დეგ რიგი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი“, ეს და­ნა­შა­უ­ლის რე­ცი­დი­ვის პი­რო­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი ორი და­ნა­შა­უ­ლია და ამი­ტომ, მო­სა­მარ­თლეს ჰქონ­და უფ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­გორც სას­ჯე­ლის სრუ­ლი, ასე­ვე მისი ნა­წი­ლობ­რი­ვი შეკ­რე­ბა.

  • მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლად რაზე დაყ­რდნო­ბით იმ­სჯე­ლა მო­სა­მარ­თლემ, ეს და­სა­ბუ­თე­ბულ გა­ნა­ჩენ­ში იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნი­ე­რი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცნო დამ­ნა­შა­ვედ, რო­მე­ლიც ასა­ბუ­თებ­და ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის ფაქ­ტზე. რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯელს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი და მას შემ­დეგ ჰქონ­და რიგი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­დე­ნი­ლი, ეს გა­მო­დის და­ნა­შა­უ­ლის რე­ცი­დი­ვის პი­რო­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი ორი და­ნა­შა­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­მარ­თლეს ჰქონ­და სრუ­ლი უფ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­გორც სრუ­ლი შეკ­რე­ბა, ასე­ვე ნა­წი­ლობ­რივ შეკ­რე­ბა. სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ეს გა­რე­მო­ე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნა ნა­წი­ლობ­რივ შეკ­რე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რაზე დაყ­რდნო­ბით იმ­სჯე­ლა, ამას უკვე და­სა­ბუ­თე­ბულ გა­ნა­ჩენ­ში ვნა­ხავთ“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს და ბრალ­დე­ბის მხა­რე გა­სა­ჩივ­რე­ბას არ აპი­რებს.

„ამის პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს ეროვ­ნულ სა­სა­მარ­თლო­ებ­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა შთან­თქმის პრინ­ცი­პთან და­კავ­ში­რე­ბით, აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლად სა­სა­მარ­თლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შეკ­რე­ბას, ნა­წი­ლობ­რივ შეკ­რე­ბას თუ სრუ­ლად შთან­თქმას გა­მო­ი­ყე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბას, ბრალ­დე­ბის მხა­რე არ აპი­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ია, შალ­ვა და ზუ­რაბ წო­წო­რი­ე­ბი და გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძე, ამას­თან, თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. სხვა პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არ არის. 4-ივე - გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ია, შალ­ვა და ზუ­რაბ წო­წო­რი­ე­ბი და გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძე, ბრალს აღი­ა­რებს“,- გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

  • გარ­და ამი­სა, ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ უპა­სუ­ხა კი­თხვას სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნი­დან გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნის მხრი­დან არ მი­უ­ღი­ათ.

„უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს­გან კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ არ მიგ­ვი­ღია. ზო­გა­დად იყო ინ­ფორ­მა­ცია მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ გარ­კვე­უ­ლი საქ­მის შეს­წავ­ლა და­ი­წყო, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და თუ რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის მო­პო­ვე­ბუ­ლი და ასე­ვე ის, თუ რა ბედი ეწია იმ საქ­მეს კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ინ­ფორ­მა­ცია ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გარ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც ადას­ტუ­რებ­და იმას, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, ამ ერ­თობ­ლი­ო­ბით დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი“,- გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 4,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა, ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მი­დან სას­ჯე­ლი 8 წლით და ჯამ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12,6 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

პროკურორი განმარტავს, რატომ დაემატა მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განაჩენზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი

პროკურორი განმარტავს, რატომ დაემატა მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განაჩენზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი

პროკურორი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რატომ დაემატა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოტანილ განაჩენს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რადგან ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და „შემდეგ რიგი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი“, ეს დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაულია და ამიტომ, მოსამართლეს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა, როგორც სასჯელის სრული, ასევე მისი ნაწილობრივი შეკრება.

  • მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა მოსამართლემ, ეს დასაბუთებულ განაჩენში იქნება აღნიშნული.

„სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში იმ მტკიცებულებების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ასაბუთებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გამოიხატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და მას შემდეგ ჰქონდა რიგი დანაშაულები ჩადენილი, ეს გამოდის დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლეს ჰქონდა სრული უფლება გამოეყენებინა, როგორც სრული შეკრება, ასევე ნაწილობრივ შეკრება. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივ შეკრება. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა, ამას უკვე დასაბუთებულ განაჩენში ვნახავთ“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულის პრაქტიკა არსებობს და ბრალდების მხარე გასაჩივრებას არ აპირებს.

„ამის პრაქტიკა არსებობს ეროვნულ სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რაც შეეხება შთანთქმის პრინციპთან დაკავშირებით, აქვე განვმარტავ, რომ მოცემულ შემთხვევაში სრულად სასამართლოზეა დამოკიდებული ასეთ შემთხვევაში შეკრებას, ნაწილობრივ შეკრებას თუ სრულად შთანთქმას გამოიყენებს. რაც შეეხება გასაჩივრებას, ბრალდების მხარე არ აპირებს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისგებაშია მიცემული გია ლორთქიფანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ამასთან, თავად მიხეილ სააკაშვილი. სხვა პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის. 4-ივე - გია ლორთქიფანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ბრალს აღიარებს“,- განაცხადა პროკურორმა.

  • გარდა ამისა, ლევან ვეფხვაძემ უპასუხა კითხვას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით უკრაინიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ მათ კონკრეტული ინფორმაცია უკრაინის მხრიდან არ მიუღიათ.

„უკრაინის სახელმწიფოსგან კონკრეტული ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია. ზოგადად იყო ინფორმაცია მოწოდებული, რომ გარკვეული საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა თუ რაიმე მტკიცებულება არის მოპოვებული და ასევე ის, თუ რა ბედი ეწია იმ საქმეს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, სხვა მტკიცებულებებიც ადასტურებდა იმას, რომ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ამ ერთობლიობით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

იხილეთ ასევე: